სასერტიფიკატო პროგრამები

GAU-ს კურსდამთავრებულები

ნოვა ტექნოლოჯი

2012 წელს ჩავაბარე ქართულ-ამერიკულ უნივესიტეტში (GAU) და დღეს ვთვლი, რომ ამ უნივერსიტეტზე არჩევანის გაკეთება ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო. GAU-ში დამხვდნენ პროფესიონალი ლექტორები, მათ შორის...

პროფესორები და ლექტორები

გიორგი გორაძე არის საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი და პარალელურად ხელმძღვანელობს მსჯავრდებულთა პირობით ვადამდე განთავისუფლების აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივ საბჭოს.

პროექტის მენეჯმენტის კურსი (PMC)

თუ გაქვთ პროექტის იდეა და გსურთ მისი რეალურად განხორციელება;

გსურთ ადამიანური რესურსების და დროის ეფექტური მართვა;

გსურთ გახდეთ ლიდერი და გამოიმუშავოთ კომუნიკაციის უნარები;

GAU გთავაზობთ საუკეთესო არჩევანს, გაიაროთ პროექტის მენეჯმენტის მოკლევადიანი კურსი (PMC)რომელიც გაძლევთ რეალურ შესაძლებლობას:

  • შეიმუშაოთ სტრატეგიული ხედვა, განსაზღვროთ ამოცანები და მოსალოდნელი, გაზომვადი შედეგები;
  • ოპტიმალურად განსაზღვროთ და მართოთ პროექტის ადამიანური,მატერიალური და არამატერიალური რესურსები;
  • შექმნათ პროექტის გუნდი და ეფქტურად მართოთ ადამიანური რესურსები;
  • შეძლოთ პროექტის წინაკრიზისული გეგმის შემუშავება და კრიზისული სიტუაციების მართვა;

კურსი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ მასალას. სწავლების (Case Study) პროგრამა აწყობილია ფართოდ აღიარებული პროექტის მენეჯმენტის ინსტიტუტის - Project Management Institute (PMI) - მეთოდოლოგიასა და Guide to the Project Management Body of Knowledge (PMBOK)-ზე დაყრდნობით და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით (Standard of European Commission on Project Management PM2).

თეორიული მასალა მიეწოდებათ სტუდენტებს პრეზენტაციების სახით. სტუდენტების მიერ სამუშაო ჯგუფებში შესრულდება პრაქტიკულ სავარჯიშოები. კურსის განმავლობაში მოხდება ერთი ძირითადი პროექტის ეტაპობრივი თემატური გაშლა და მასზე მუშაობა. სტუდენტებს გადაეცემათ სასწავლო მასალები, ელექტრონული სახელმძღვანელოები და პროექტების მართვის ნიმუშები.

ვისთვის არის კურსი განკუთვნილი:

  • ვინც ჩართულია პროექტის მართვაში ან დაინტერესებულია პროექტის მართვის შესწავლით;
  • დამწყები მენეჯერები და მაღალი რგოლის მენეჯერები;
  • ასისტენტები, კოორდინატორები და სხვადასხვა სპეციალობის მქონე პირები, რომლებსაც სურვილი აქვთ მიიღონ კვალიფიკაცია პროექტის მართვის სფეროში
  • ისაც სურს დაიწყოს კარიერა პროექტის მენეჯმენტში

მსმენელები გაივლიან ქვემოთ ჩამოთვლილ მოდულებს:

  • პროქტის წინასწარი შესწავლა (Desk Research)
  • პროექტის მომზადება
  • პროექტის ბიუჯეტი
  • პროექტის განხორციელება
  • საბოლოო ანგარიშის მომზადება
  • პროექტის წარდგენა და შეფასება

კურსის უპირატესობები

  • კურსდამთავრებულები გაივლიან სტაჟირებას: ჩაერთვებიან სხვადასხვა პროექტების დაგეგმვასა  და განხორციელებაში;
  • კურსდამთავრებულებს ექნებათ პროექტის მართვის სფეროში დასაქმების რეალური პერსპექტივა;

სერტიფიკატის მისაღებად საჭიროა პროექტის მომზადება და პრეზენტაცია:

  • პროექტი შეიძლება იყოს, როგორც ინდივიდუალური ასევე გუნდური (არაუმეტეს 3 წევრისა).
  • მსმენელები იტოვებენ უფლებას პრეზენტაცია ჩაატარონ ღია ან დახურულ ფორმატში)

პროგრამის ხანგრძლივობა და საფასური:

PMC პროგრამის ხანგრძლივობა:

  • აკადემიური კალენდარი შედგება 8 კვირისგან
  • ლექციები ჩატარდება კვირაში 2-ჯერ (სამშაბათი და ხუთშაბათი)
  • ლექციის ხანგრძლივობა 19:00 – 22:00

PMC პროგრამის საფასური შეადგენს 920 ლარს.

ღირებულების ნახევარს მსმენელი იხდის ლექციების დაწყებამდე, ხოლო მეორე ნახევარს 4 კვირის განმავლობაში.

20%-იანი ფასდაკლება ეკუთვნის:

  • GAU-ს აქტიურ სტუდენტს!
  • GAU-ს კურსდამთავრებულს!
  • ნებისმიერ ადამიანს, ვისაც GAU-ს ერთი სასერტიფიკატო კურსი უკვე გავლილი აქვს 

პროგრამის გასავლელად საჭიროა:

შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა

აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 2019 წლის 8 თებერვალი!

კურსი გაგრძელდება 12 თებერვლიდან 4 აპრილამდე.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:

თამთა ნიშნიანიძე
სასერტიფიკატო პროგრამების მენეჯერი
ელ-ფოსტა: tamtanishnianidze@gau.ge 
მობ: 591 11 22 00
ტელ: 2 20 65 20 (313)