• სასწავლო პროგრამები სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლა
  • სამართალი
  • საბაკალავრო პროგრამა
  • სამაგისტრო პროგრამა
  • სადოქტორო პროგრამა
  • საერთაშორისო ურთიერთობები და დიპლომატია
  • საბაკალავრო პროგრამა
  • სამაგისტრო პროგრამა
  • სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა

    GAU-ს კურსდამთავრებულები

    ეროვნული ბანკი

    ამავდროულად გავხდი ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოს ახალგაზრდულ პარლამენტში. ამჟამად ვმუშაობ საქართველოს ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტში. ყოველდღიური საქმიანობის წარმატებით შესრულებაში კი სტუდენტობის დროს...

    პროფესორები და ლექტორები

    2011 წელს ჩაირიცხა Queen Mary University of London-ის სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე და გახდა აღნიშნული უნივერსიტეტის სტიპენდიანტი (100% გრანტით). ლონდონში წარჩინებით დაამთავრა LLM, რომლის ფარგლებშიც გაიარა შემდეგი მოდულები: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი, საერთაშორისო და შედარებითი სოციალური იუსტიცია...

    დეკანის მისალმება

    მაქვს პატივი და მოხარული ვარ წარმოგიდგნოთ ქართულ-ამერიული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლა და მოგესალმოთ მისი სახელით.

    თამამად შემიძლია ვთქვა, რომ GAU-ს სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლა ეს არის ადგილი დღევანდელ ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში, სადაც თქვენ შეხვდებით მაღალპასუხისმგებლიან მიდგომას თქვენი განათლების ფუნდამენტურ კონსტირუციურ უფლებაზე.

    GAU-ს სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლა მთლიანად ორიენტირებულია ხარისხიან განათლებაზე. ამ ორიენტირს განსაზღვრას იმ პასუხილმგებლობის გაცნობიერება, რომ სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბებაზე, საქართველოს დასავლური დემოკრატიის  ფარგლებში საბოლოო ინტეგრაციაზე საუბარი ყოველგვარ აზრს მოკლებული იქნება თუ ქვეყანაში არ იქნება იურიდიული და საერთაშორისო ურთიერთობების განათლების თანამედროვე კერები. 

    სკოლა მაღალკვალიფიციური პროფესურით, თანამედროვე მატერიალური და ტექნიკური საშაუალებებითა და მეთოდოლოგიებით უზრუნველყოფს არსებული ბაზრის მკაცრი მოთხოვნებისადმი თქვენს კონკურენტუნარიანობას და მდგრადობას. სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის საგანმანათლებლო პროგრამები და მეთოდოლოგიები საშუალებას აძლევენ სტუდენტებს მოემზადონ იმ მიზნებისა და ამოცანების ეფექტურად გადაჭრისათვის, რომელიც მათ მოეთხოვებათ ჩვენი საზოგადოებრივი და სახელმწიფოერბივი ინტერესებისა და პრობლმების გადასაჭრელად დღეს და მომავალში. გარდა ამისა, სკოლას აქვს პრეტენზია მოამზადოს იმ სტანდარტის იურისტები და დიპლომატები რომელიც გლობალიზაციისა და ტრანსფორმაციის მსოფლიო დინამიკის ფონზე უპასუხებს სადღეისო მსოფლიო პრობლემატიკას სივრცესა თუ დროსთან მიმართებით. შესაბამისად, ჩვენ სტუდენტებს ვთავაზობთ პროგრამებს კომპარატივისტიკის მეთოდის და სწავლების პრაქტიკული ელემენტების გამოყენებით, რითიც სუდენტები ემზადებიან ეფექტურად გამოიყენენ მიღებული იფორმაცია როგორც შიდა, ისე გლობალური ბაზრის ფარგლებში.

    სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლა ცდილობს მომავალ იურისტებსა, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტებსა და დიპლომატებს მისცეს არა მხოლოდ სრული თეორიული სამართლებრივი ცოდნა და ინფორმაცია, არამედ უნივერსიტეტის ფარგლებშივე ჩამოუყალიბოს მას აუცილებელი პროფესიული ჩვევები და გამბედაობა. სამართლის საბაკალავრო პროგრამაში ამ მიზანს ეფექტურად ემსახურება სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის იურიდიული კლინიკა, სადაც ხება სტუდენტის თერიული ცოდნის "გაპრაქტიკულება" რეალურ საქმეში მისი მონაწილეობით, კონსულტაციიდან სასამართლო წარმომადგენლობის ჩათვლით.

    აღნიშნული და კიდევ მრავალი ძირითადი თუ დამხმარე პროგრამა საშუალებას გაძლევთ მიიღოთ კომპლექსური და დინამიური განათლება რომლითაც შესაძლებლობა გაქვთ მოემზადოთ 21-ე საუკუნის ურთულესი გამოწვევბისათვის.

    მაქვს პატივი სიამოვნებით მოვიწვიო ნებისმიერი დაინტერესებული პირი ქართულ-ამერიკული ინივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლაში, ჩვენ ვიქნებით ღია და გულწრფელი ყველა იმ საკითხისადმი, რაც შეეხება ჩვენი სკოლის რეგულირების საკითხებს. თქვენთან თანამშრომლობით და თქვენთან ერთად შვეცდებით შევასრულოთ ის საზოგადოებრივი და სახელწიფოებრივი შეკვეთა, რაც ჩვენს ნათელ მომავალს განსაზღვრავს, შევეცდებით ვიყოთ ერთ-ერთი  დინამიური და ეფექტური ინსტიტუცია თანამედროვე ინტეგრაციულ საგანმანათლებლო სივრცეში.

    ზაზა რუხაძე, გაუ-ს სამართლისა და სოხილაურ მეცნიერებათა სკოლის დეკანი

     

    გისურვებთ წარმატებას!

    ზაზა რუხაძე
    სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის 
    სკოლის დეკანი