• სასწავლო პროგრამები სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლა
  • სამართალი
  • საბაკალავრო პროგრამა
  • სამაგისტრო პროგრამა
  • სადოქტორო პროგრამა
  • საერთაშორისო ურთიერთობები და დიპლომატია
  • საბაკალავრო პროგრამა
  • სამაგისტრო პროგრამა
  • სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა

    GAU-ს კურსდამთავრებულები

    ფინანსური ანალიტიკოსი

    GAU-ს განათლების სისტემა მორგებულია საერთაშორისო სტანდარტებს, გრაფიკი კი ხელს უწყობს სტუდენტებს სწავლის პერიოდშივე დასაქმდნენ. GAU თითოეულ სტუდენტს აძლევს საშუალებას მაქსიმალურად გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობი და უმზადებს მყარ საფუძველს...

    პროფესორები და ლექტორები

    რამაზ ფარესაშვილმა წარმატებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი, შემდეგ კი ბირმინგემის უნივერსიტეტში იკვლევდა რელიგიისა და პოლიტიკის საკითხებს, Queen’s College-ში სწავლობდა ქრისტიანულ თეოლოგიას...

    საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის სამაგისტრო პროგრამა

     

    პროგრამის სახელწოდება

    საერთაშორისო ურთიერთობები და დიპლომატია

    საფეხური

    მაგისტრატურა

    მისანიჭებელი კვალიფიკაცია

    საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი

    პროგრამის ხელმძღვანელი

    თეა ამნიაშვილი
     
    დაწვრილებითი ინფორმაცია პროგრამის ხელმძღვანელის კვალიფიკაციას, მის  სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით მოცემულია პროგრამაზე თანდართულ დოკუმენტებში.

    პროგრამის მოცულობა 

    საერთაშორისო ურთიერთობების და დიპლომატიის სამაგისტრო პროგრამა მოიცავს 120 კრედიტს.
     
    სტუდენტის ინდივიდუალური დატვირთვიდან გამომდინარე, წელიწადში კრედიტების რაოდენობა შეიძლება იყოს 60-ზე ნაკლები ან მეტი, მაგრამ არა უმეტეს 75-ისა.
     
    პროგრამა იყოფა სამ კომპონენტად: სასწავლო, პრაქტიკული და კვლევითი, აგრეთვე მასში შედის თავისუფალი კომპონენტი. 
     
    სასწავლო კომპონენტი არის სასწავლო ელემენტების ერთობლიობა, რომელიც მიზნად ისახავს მაგისტრანტის დარგობრივ დახელოვნებას, ხელს უწყობს მას და ამზადებს პაქტიკული სამუშაოს შესასრულებლად.
     
    სასწავლო კომპონენტში მაგისტრანტი აგროვებს 85 კრედიტს - აქედან, 62 -ს სავალდებულო სასწავლო კურსებიდან, 8 კრედიტს - მეორე უცხო ენის არჩევითი კონცენტრაციიდან, ხოლო 15 კრედიტი შეუძლია დააგროვოს: ერთი რომელიმე არჩევითი რეგიონალური კონცენტრაციის მიხედვით, სხვადასხვა რეგიონალური კონცენტრაციებიდან, სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლაში ან ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში არსებული სხვა იმავე საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამიდან; საქართველოს  სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებული აკრედიტებული იმავე საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამიდან; უცხოეთის უმაღლეს სასწავლებელში არსებული იმავე საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამიდან, თუ ეს კრედიტები შესაბამისად აღიარებული იქნება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით. სწორედ ამ მიზნით პროგრამაში გათვალისწინებულია 15 კრედიტი თავისუფელი კომპონენტი. თუმცა რეკომენდირებულია, მაგისტრანტმა 15 კრედიტი დააგროვოს ერთი რეგიონალური აჩევითი კონცენტრაციის მიხედვით, რათა საფუძვლიანად შეისწავლოს კონკრეტული რეგიონი.
     
    პრაქტიკულ კომპონენტში მაგისტრანტი აგროვებს 10 კრედიტს:
     
    • სახელმწიფო სექტორის იმ დაწესებულებებში, რომლებიც თვითონ აცხადებენ და ითხოვენ სტუდენტთა გაგზავნას პრაქტიკისთვის;
    • იმ დაწესებულებებში, რომლებთანაც ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აქვს გაფორმებული უნივერსიტეტსა და სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლას. 
    კვლევით კომპონენტში მაგისტრანტი აგროვებს 25 კრედიტს:
     
    5 კრედიტი - სამაგისტრო თემის პროექტი;
    20 - სამაგისტრო ნაშრომის შემუშავება და დაცვა;
     
    კვლევითი კომპონენტთან დაკავშირებით დაწვრილებითი ინფორმაცია მოცემულია აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებულ მაგისტრატურის კვლევითი კომპონენტის ფორმების, კრიტერიუმებისა და შეფასების წესში.
     
    სწავლების ენა
     
    ქართული და ინგლისური
     
    პროგრამის მიზანი
     
    სამაგისტრო პროგრამის ძირითადი მიზანია საერთაშორისო ურთიერთობათა დარგის უზრუნველყოფა მაღალკვალიფიციური, უმაღლესი აკადემიური და თანამედროვე კვალიფიკაციის სტანდარტების მქონე კადრებით, რომლებიც მზად იქნებიან თანამედროვე სახელმწიფო და კორპორაციული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. შესაბამისად პროგრამა ორიენტირებულია:
    • შესძინოს სტუდენტს ღრმა და სისტემური ცოდნა საერთაშორისო ურთიერთობების წარმოების თავისებურებებში;
    • შესძინოს სტუდენტს პოლიტიკური პროცესების ღრმა ცოდნა გლობალური პოლიტიკის და რეგიონალური კვეთების კონტექსტში;
    • შესძინოს სტუდენტს ცოდნა კრიტიკულად და ანალიტიკურად შეაფასოს საერთაშორისო პოლიტიკური მოვლენები და ტენდენციები მსოფლიო პოლიტიკის, ეკონომიკის, სამართლის, კომუნიკაციის სფეროში;
    • ჩამოუყალიბოს სტუდენტს საფუძვლიანი კვალიფიკაცია საერთაშორისო ურთიერთობების თეორიული და პრაქტიკული ასპექტების ირგვლივ, მათ შორის გლობალური და რეგიონალური კუთხით;
    • გამოუმუშავოს კვლევის უნარი თანამედროვე მეთოდოლოგიებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით და მოამზადოს შემდგომი სამეცნიერო საქმიანობისთვის;
    • გამოუმუშავოს სტუდენტს მოლაპარაკების წარმოებისა და მეთოდოლოგიის პრაქტიკული უნარ-ჩვევები;
    • მისცეს საშუალება საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით თავისუფლად და დამოუკიდებლად განსაზღვროს საკუთარი პროფილი, იქნება ეს საჯარო, კერძო თუ არასამთავრობო სფეროში. 
    პროგრამა დიფერენცირებულია საერთაშორისო, რეგიონალური და სუბრეგიონალური ასპექტების მიხედვით და მოიცავს, როგორც საჯარო, ისე კორპორატიულ ურთიერთობათა ელემენტებს. პროგრამა გამდიდრებულია მონათესავე და დაკავშირებული ისეთი კურსებით, რომელთა შესწავლა რადიკალურად ამაღლებს პროგრამის როგორც პრაქტიკულ ისე აკადემიურ ღირებულებას კვალიფიციური კადრების მომზადების თვალსაზრისით. 
     
    პროგრამაზე დაშვების წინაპირობა
     
    მაგისტრატურაში სწავლის უფლება აქვს ბაკალავრს ან მასთან გათანაბრებულ აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელიც უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის უფლებას მოიპოვებს საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე, ჩააბარებს შიდა საუნივერსიტეტო ტესტირებას უცხო ენაში (ინგლისური) და გასაუბრებას სპეციალობაში.  
     
    სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველმა უნდა შეავსოს უცხო ენის (ინგლისური) B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ტესტი.
     
    პირი, რომელსაც აქვს შესაბამის დონეზე ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი ან პირველი საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამა გავლილი აქვს უცხო ენაზე (ინგლისური) ტესტირებისგან თავისუფლდება.
     
    სავარაუდო სტუდენტთა რაოდენობა
     
    45
     
    დასაქმების სფერო
     
    საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი მომზადებულია საერთაშორისო და საგარეო ურთიერთობათა სფეროში პრაქტიკის განსახორციელებლად და ფუნდამენტალური სამეცნიერო მუშაობის გასაგრძელებლად.
     
    სწავლის შედეგები/კომპეტენციები (ზოგადი და დარგობრივი)
    ზოგადი სწავლის შედეგები:
    • სფეროს ღრმა სისტემური ცოდნა;
    • ახალ, გაუთვალისწინებელ და მულტიდისციპლინურ გარემოში მოქმედების უნარი; 
    • კომპლექსური პრობლემების გადაწყვეტის უნარი;
    • ახალი, ორიგინალური გზების ძიების, მათ შორის უახლესი მეთოდებისა და მიდგომების გამოყენებით კვლევის დამოუკიდებლად განხორციელების უნარი;
    • აბსტრაქტული აზროვნების, ანალიზისა და სინთეზის უნარი;
    • ინფორმაციის (მათ შორის უახლესი კვლევების) კრიტიკული ანალიზის საფუძველზე დასაბუთებული დასკვნების ჩამოყალიბების უნარი; 
    • შესრულებული სამუშაოს შეფასებისა და შედეგების განზოგადების უნარი;
    • აკადემიური კეთილსინდისიერებითა და საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიღწევათა გათვალისწინებით თავისი დასკვნების, არგუმენტაციისა და კვლევის მეთოდების შესახებ აკადემიურ თუ პროფესიულ საზოგადოებასთან ქართულ და უცხოურ ენებზე კომუნიკაციის უნარი;
    • სწავლის დამოუკიდებლად წარმართვის, სწავლის პროცესის თავისებურებების გაცნობიერების და სტრატეგიულად დაგეგმვის უნარი;
    • სოციალური პასუხისმგებლობითა და სამოქალაქო მართლშეგნებით მოქმედების უნარი;
    • ღირებულებებისადმი პატივისცემისა და თანამედრეოვე ღირებულებების დამკვიდრებაში წვლილის შეტანის უნარი. 
    დარგობრივი სწავლის შედეგები:
     
    ცოდნა და გაცნობიერება 
    • საერთაშორისო ურთიერთობათა ისტორიის, თეორიებისა და თანამედროვე გეოპოლიტიკური ტენდენციების სისტემური ცოდნა;
    • პოლიტიკის და სოციოლოგიის კვლევის მეთოდების ცოდნა;
    • ევროპული კავშირის არსის, მისი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების პოლიტიკის თავისებურებების ცოდნა;
    • კონფლიქტების მოწესრიგებისა და მოლაპარაკების წარმოების ძირითადი ინსტრუმენტების ცოდნა;
    • საერთაშორისო სამართლის ნორმების, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების განხორციელების მნიშვნელოვანი საშუალებების ცოდნა;
    • საერთაშორისო, რეგიონალური და გლობალური პოლიტიკის ჭრილში მიმდინარე მოვლენების გაცნობიერების უნარი;
    • პოლიტიკისა და რელიგიის ურთიერთკავშირის გაცნობიერების უნარი. 
    ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი
    • საგარეო ურთიერთობებში, საჯარო და კერძო სფეროში, არსებული ამოცანების დასახვისა და  გადაწყვეტის ეფექტური  გზების შემუშავების უნარი;
    • საერთაშორისო საჯარო და კერძო მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
    • საერთაშორისო ურთიერთობების ანალიზის მეთოდოლოგიური საფუძვლების და პრინციპების ადექვატურად განსაზღვრისა და გამოყენების უნარი;
    • სახელმწიფო ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების საგარეო ურთიერთობებში წარმოდგენისა და დაცვის უნარი;
    • საერთაშორისო მოვლენათა ექსპერტიზის უნარი;
    • საგარეო-პოლიტიკური პოზიციების ჩამოყალიბების, განსაზღვრის, პრიორიტეტების მიხედვით დაყოფისა და განხორციელების უნარი;
    • პრობლემური და რთულად მისაღწევი საგარეო-პოლიტიკური ამოცანების გადაწყვეტის ადეკვატური და ეფექტური ზომების მიღების უნარი;
    • საერთაშორისო ურთიერთობათა პრაქტიკის განზოგადების საფუძველზე საკითხების კვლევის, პოლიტიკის განხორციელების ხარვეზების წარმოჩენისა და მისი გადაჭრის გზების დასახვის უნარი;
    • ინტეგრაციული და უსაფრთხოების საკითხებში არსებული კომპლექსური პრობლემების  ახლებური ხედვით გადაწყვეტისა და ანალიზის  უნარი;
    • საერთაშორისო, რეგიონალური და გლობალური პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ტენდენციებისა და დისკურსების პრობლემატიკის ანალიტიკური ახსნის უნარი;
    • შესაბამისი თეორიული კონცეფციების საშუალებით თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობების კონკრეტული პრობლემების და გამოწვევების შესწავლის უნარი.
    დასკვნის უნარი
    • სოციალურ-პოლიტიკურ გარემოში არსებული პრობლემის იდენტიფიცირება და მათი ანალიზის უნარი; 
    • განსხვავებული შეხედულებების შეჯერების საფუძველზე ანალიტიკური აზროვნების უნარი;
    • საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში სამეცნიერო კვლევის დაგეგმვის, კვლევის მიზნისა და ამოცანების მკაფიოდ განსაზღვრის, მიღებული შედეგების დამუშავების, კვლევის დამოუკიდებლად განხორციელების უნარი;
    • გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი, აგრეთვე სხვისი მოსაზრების პატივისცემისა და გათვალისწინების უნარი.  
    კომუნიკაციის უნარი
     
    სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე საკუთარი დასკვნებისა და არგუმენტების შესახებ აკადემიურ და პროფესიულ საზოგადოებასთან მშობლიურ და უცხო (ინგლისურ) ენებზე კომუნიკაციის უნარი.
     
    სწავლის უნარი
    • სფეროს თეორიული კომპონენტებისა და პრაქტიკული გამოცდილების სინთეზის დამოუკიდებლად განსაზღვრის უნარი; 
    • საერთაშორისო ურთიერთობათა პირველადი წყაროების, სამეცნიერო სტატიებისა და გლობალური გადაწყვეტილებების განზოგადებული ანალიზის მეშვეობით უახლეს მეთოდებზე დაყრდნობით ცოდნის გაფართოების უნარი.
    ღირებულებები
    • დიპლომატიური და პოლიტიკური ეთიკის, მხარეთა ინტერესების სამართლიანად დაბალანსების უზრუნველსაყოფად არსებული ღირებულებების ანალიზის უნარი;
    • საჭიროების შემთხვევაში, ახალი ღირებულებების ფორმირებაში საკუთარი წვლილის შეტანის უნარი;
    • ეთიკური მოსაზრებების საფუძველზე პროფესიული ქცევის უნარი.
    • პოლიტიკური ნეიტრალიტეტის შენარჩუნების უნარი.
    სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები
     
    1. ვერბალური, ანუ ზეპირსიტყვიერი მეთოდი. 
    2. დისკუსია/დებატები - დისკუსიის პროცესი მკვეთრად ამაღლებს სტუდენტთა ჩართულობის ხარისხსა და აქტივობას. დისკუსია შესაძლებელია გადაიზარდოს კამათში. ეს პროცესი არ შემოიფარგლება მხოლოდ პროფესორის მიერ დასმული შეკითხვებით. ეს მეთოდი უვითარებს სტუდენტს კამათისა და საკუთარი აზრის დასაბუთების უნარს. 
    3. ჯგუფური მუშაობა - ამ მეთოდით სწავლება გულისხმობს სტუდენტთა ჯგუფებად დაყოფას და მათთვის სასწავლო დავალების მიცემას. ჯგუფის წევრები ინდივიდუალურად ამუშავებენ საკითხს და პარალელურად უზიარებენ მას ჯგუფის დანარჩენ წევრებს. დასახული ამოცანიდან გამომდინარე შესაძლებელია ჯგუფის მუშაობის პროცესში წევრებს შორის  მოხდეს ფუნქციების გადანაწილება. ეს სტრატეგია უზრუნველყოფს ყველა სტუდენტის მაქსიმალურ ჩართულობას სასწავლო პროცესში. 
    4. წიგნზე მუშაობის მეთოდი. 
    5. პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება (PBL) - სასწავლო მეთოდი, რომელიც ახალი ცოდნის მიღების და ინტეგრაციის პროცესის საწყის ეტაპად იყენებს პრობლემას. 
    6. თანამშრომლობითი (cooperative) სწავლება - იმგვარი სწავლების სტრატეგიაა, სადაც ჯგუფის თითოეული წევრი ვალდებულია არა მხოლოდ შეისწავლოს, არამედ დაეხმაროს თანაგუნდელს საგნის უკეთ შესწავლაში. თითოეული ჯგუფის წევრი მუშაობს პრობლემაზე, ვიდრე ყველა მათგანი არ დაეუფლება საკითხს. 
    7. ევრისტიკული მეთოდი - ეფუძნება სტუდენტების წინაშე დასმული ამოცანის ეტაპობრივ გადაწყვეტას. ეს ამოცანა სწავლების პროცესში ფაქტების დამოუკიდებლად დაფიქსირებისა და მათ შორის კავშირების დანახვის გზით ხორციელდება. 
    8. შემთხვევის ანალიზი (Case study) - პროფესორი სტუდენტებთან ერთად ლექციაზე განიხილავს კონკრეტულ შემთხვევებს, რომლებიც ყოველმხრივ და საფუძვლიანად შეისწავლიან საკითხს. მაგალითად, კაზუსის ამოხსნა. 
    9. გონებრივი იერიში (Brain stroming) - ეს მეთოდი გულისხმობს კონკრეტული თემის ფარგლებში კონკრეტული საკითხის/პრობლემის შესახებ მაქსიმალურად მეტი, სასურველია რადიკალურად განსხვავებული, აზრის, იდეის ჩამოყალიბებასა და მისი გამოთქმის ხელშეწყობას. აღნიშნული მეთოდი ხელს უწყობს პრობლემისადმი შემოქმედებითი მიდგომის განვითარებას. ეს მეთოდი ეფექტურია სტუდენტთა მრავალრიცხოვანი ჯგუფის არსებობის პირობებში და შედგება რამდენიმე ძირითადი ეტაპისგან: 
    • პრობლემის/საკითხის შემოქმედებითი კუთხით განსაზღვრა; 
    • დროის გარკვეულ მონაკვეთში აუდიტორიისგან საკითხის ირგვლივ არსებული იდეების კრიტიკის გარეშე ჩანიშვნა (ძირითადად, დაფაზე); 
    • გამორიცხვის გზით იმ იდეების გამორჩევა, რომლებიც ყველაზე მეტ შესაბამისობას ავლენს დასმულ საკითხთან; 
    • კვლევის მიზანთან იდეის შესაბამისობის დასადგენად შეფასების კრიტერიუმების განსაზღვრა; 
    • შერჩეული იდეების შეფასება წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით; 
    • უმაღლესი შეფასების მქონე იდეის, როგორც დასახული პრობლემის გადაჭრის საუკეთესო საშუალების გამოვლენა. 
    10. როლური და სიტუაციური თამაშები - სცენარის მიხედვით განხორციელებული როლური თამაშები სტუდენტს საშუალებას აძლევს სხვადასხვა პოზიციიდან შეხედოს საკითხს და ეხმარება მას ალტერნატიული თვალსაზრისის ჩამოყალიბებაში. ისევე როგორც დისკუსია, როლური თამაშებიც უყალიბებს სტუდენტს საკუთარი პოზიციის დამოუკიდებლად გამოთქმისა და კამათში მისი დაცვის უნარს. 
    11. დემონსტრირების მეთოდი - ეს მეთოდი ინფორმაციის ვიზუალურად წარმოდგენას გულისხმობს. შედეგის მიღწევის თვალსაზრისით ის საკმაოდ ეფექტურია. ხშირ შემთხვევაში უმჯობესია, მასალა ერთდროულად აუდიო და ვიზუალური გზით მიეწოდოს სტუდენტებს. შესასწავლი მასალის დემონსტრირება შესაძლებელია განხორციელდეს როგორც მასწავლებლის, ისე სტუდენტის მიერ. ეს მეთოდი გვეხმარება თვალსაჩინო გავხადოთ სასწავლო მასალის აღქმის სხვადასხვა საფეხური, დავაკონკრეტოთ, თუ რისი შესრულება მოუწევთ სტუდენტებს დამოუკიდებლად; ამავე დროს, ეს სტრატეგია ვიზუალურად წარმოაჩენს საკითხის/პრობლემის არსს.
    12. ინდუქცია, დედუქცია, ანალიზი და სინთეზი
    • სწავლების ინდუქციური მეთოდი განსაზღვრავს ნებისმიერი საგნობრივი ცოდნის ისეთ ფორმას, როდესაც სწავლის პროცესში აზრის მსვლელობა კერძოდან ზოგადისაკენ, ფაქტებიდან განზოგადებისაკენ არის მიმართული, ანუ მასალის გადმოცემისას, პროცესი მიმდინარეობს კონკრეტულიდან ზოგადისაკენ. 
    • სწავლების დედუქციური მეთოდი განსაზღვრავს ნებისმიერი საგნობრივი ცოდნის გადაცემის ისეთ ფორმას, რომელიც ზოგად ცოდნაზე დაყრდნობით ახალი ცოდნის აღმოჩენის ლოგიკურ პროცესს წარმოადგენს, ანუ პროცესი მიმდინარეობს ზოგადიდან კონკრეტულისაკენ. 
    • სასწავლო პროცესში ანალიზის მეთოდი გვეხმარება სასწავლო მასალის, როგორც ერთი მთლიანის, შემადგენელ ნაწილებად დაშლაში, ამით მარტივდება რთული პრობლების შიგნით არსებული ცალკეული საკითხების დეტალური გაშუქება. 
    • სინთეზის მეთოდი გულისხმობს შებრუნებულ პროცედურას, ანუ ცალკეული საკითხების დაჯგუფებით ერთი მთლიანის შედგენას. ეს მეთოდი ხელს უწყობს პრობლების, როგორც მთელის დანახვის უნარის განვითარებას. 
    13. ახსნა-განმარტებითი მეთოდი - ეფუძნება მსჯელობას მოცემული საკითხის ირგვლივ. პროფესორს მასალის გადმოცემისას, მოჰყავს კონკრეტული მაგალითი, რომლის დაწვრილებით განხილვაც ხდება მოცემული თემის ფარგლებში. 
    14. ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება - მოითხოვს პროფესორისა და სტუდენტის აქტიურ ჩართულობას სწავლების პროცესში, სადაც განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს თეორიული მასალის პრაქტიკული ინტერპრეტაცია. 
    15. წერითი მუშაობის მეთოდი, რომელიც გულისხმობს შემდეგი სახის აქტივობებს: ამონაწერებისა და ჩანაწერების გაკეთება, მასალის დაკონსპექტება, თეზისების შედგენა, რეფერატის, ან ესეს შესრულება და ა.შ.
    16. შედარებითი (cooperative) მეთოდი - რომელიც გულისხმობს საკითხის შესწავლას შედარებითი  კვლევის  საფუძველზე.
    17. ისტორიული - რაც გულისხმობს სხვადასხვა მოვლენის შესწავლას დროში განვითარების მიხედვით.
    შეფასების სისტემა
    სტუდენტის მიერ შესაბამის სასწავლო კურსში კრედიტების მიღება/დაგროვება შესაძლებელია მხოლოდ სასწავლო კურსის სილაბუსით გათვალისწინებული  სამუშაოს წარმატებით დასრულებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ერთ-ერთი დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში;
     
    სასწავლო კურსის მაქსიმალური შეფასება 100 ქულაა, რომელიც უტოლდება საბოლოო შეფასების 100 პროცენტს.
     
    სტუდენტთა შეფასება განისაზღვრება შემდეგი შეფასების სისტემისა და რაოდენობრივი მაჩვენებლის მიხედვით:
    დადებითი შეფასებები:
    (A) ფრიადი - მაქსიმალური შეფასების 91% და მეტი;
    (B) ძალიან კარგი - მაქსიმალური შეფასების 81-90%;
    (C) კარგი - მაქსიმალური შეფასების 71-80%;
    (D) დამაკმაყოფილებელი - მაქსიმალური შეფასების 61-70%;
    (E) საკმარისი - მაქსიმალური შეფასების 51-60%;
     
    უარყოფითი შეფასებები:
    (FX) ვერ ჩააბარა - მაქსიმალური შეფასების 41- 50%;
    (F) ჩაიჭრა - მაქსიმალური შეფასების 40% და ნაკლები;
    (FX) ვერ ჩააბარა - უარყოფითი შეფასების მქონე სტუდენტს უფლება აქვს დამოუკიდებელი მუშაობის შემდეგ კიდევ ერთხელ გავიდეს დამატებით დასკვნით გამოცდაზე;
    (F) ჩაიჭრა - უარყოფითი შეფასების მქონე სტუდენტ ვალდებულია ახლიდან გაიაროს სასწავლო კურსი;
     
    სტუდენტს შეუძლია მთელი სასწავლო პროცესის განმავლობაში ერთი და იგივე სასაწავლო კურსი აიღოს მხოლოდ ორჯერ, მათ შორის, მიღებული დადებითი შეფასების გაუმჯობესების მიზნითაც;
     
    სასწავლო კურსში სტუდენტის შეფასება წარმოებს მთელი სასწავლო სემესტრის განმავლობაში. შესაბამისად, სტუდენტის საბოლოო შეფასება წარმოადგენს შუალედური შეფასებებისა და დასკვნითი გამოცდის შეფასების ჯამს;
     
    დასკვნითი გამოცდის შეფასების ქულაა 40, დანარჩენი 60 ქულა ნაწილდება შუალედური შეფასებების მიხედვით;
     
    შუალედურ შეფასებაში სავალდებულოა ორი შუალედური გამოცდის გათვალისწინება, რომელთა შეფასებათა ჯამი 40 ქულის ტოლია (თითოეული 20-20 ქულა);
     
    შუალედური შეფასების 20 ქულის განაწილება, რომელიც შეიძლება მოიცავდეს დასწრებას, რამოდენიმე ტესტირებას, სემინარებზე, პრაქტიკულ მეცადინოებებზე აქტივობას, წარმოებს სასწავლო კურსის სპეციფიკიდან გამომდინარე და დეტალურად გაიწერება სილაბუსში კურსის წამყვანი პროფესორის მიერ; 
     
    დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს, რომელსაც შუალედური შეფასებებისა და დასკვნითი გამოცდის მაქსიმალური ქულის გათვალისწინებით უგროვდება 51 ქულა;
     
    სტუდენტი დამატებით დასკვნით გამოცდაზე გადის იმავე სემესტრში. დასკვნით და შესაბამის დამატებით დასკვნით გამოცდებს შორის შუალედი არ შეიძლება იყოს 10 დღეზე ნაკლები;
     
    სამაგისტრო ნაშრომი ფასდება სასწავლო კურსის შეფასების სისტემით;
     
    სტუდენტის საბოლოო რეიტინგის დასადგენად და მათ წასახალისებლად სასწავლო პროცესის დასრულებისას გამოითვლება კუმულატიური ქულა (კუმულატიური ქულის გამოთვლა ხორციელდება ყოველი სემესტრის ბოლოსაც). 
     
    კუმულატიური ქულის გამოთვლა შემდეგნაირად განხორციელდეს: ყოველ სასწავლო კურსში სტუდენტის მიერ მიღებული ქულის რაოდენობრივი მაჩვენებელი გამრავლდეს ამ სასწავლო კურსისათვის განკუთვნილი კრედიტის რაოდენობაზე და შემდეგ ამ რიცხვების საერთო ჯამი გაიყოს სტუდენტის მიერ დაგროვილი კრედიტების რაოდენობაზე.
    პროგრამის განსახორციელებლად მისაღწევი რესურსები
     
    მატერიალური რესურსი:
    • კანონმდებლობით გათვალისწინებული ფართი (სასწავლო და დამხმარე);
    • სათანადო ინვენტარით აღჭურვილი აუდიტორიები, საკონფერენციო დარბაზები, აკადემიური პერსონალის სამუშაო ოთახები, ადმინისტრაციის მუშაობისათვის განკუთვნილი ფართი;
    • ელექტროენერგიის მიწოდების უწყვეტი სისტემა;
    • სველი წერტილები;
    • ბუნებრივი განათება;
    • გათბობის საშუალებები;
    • ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმები და ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარი;
    • ევაკუაციის გეგმა;
    • სამედიცინო დახმარების მექანიზმები (სამედიცინო კაბინეტი);
    • წესრიგის დაცვის უზრუნველყოფის მექანიზმები (უნივერსიტეტის დაცვა);
    • კომპიუტერთა სათანადო რაოდენობა და ინტერნეტით სარგებლობის შესაძლებლობა;
    • საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სახელმძღვანელოებითა და თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით აღჭურვილი ბიბლიოთეკა;
    ადამიანური რესურსი:
    • აკადემიური პერსონალი შერჩეული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და მათი კვალიფიკაციის გათვალისწინებით.
    • მკვლევარებად და მასწავლებლებად უნივერსიტეტში მოწვეულნი არიან შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პრაქტიკოსი მუშაკები და სამეცნიერო ხარისხის მქონე პირები.
    დანართი 1: პროგრამის სასწავლო გეგმა და შედეგების რუქა.
    დანართი 2: СV - თეა ამნიაშვილი