• აბიტურიენტის გზამკვლევი გაიგე რა განსაკუთრებულ უნარებს შეიძენ გაუში და რა იქნება შენი კონკურენტული უპირატესობა გაუ-ს დამთავრების შემდეგ

GAU-ს კურსდამთავრებულები

დანიის ლტოლვილთა საბჭო

2014 წელს მომენიჭა GAU-ს ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხი. ჩემთვის, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში გატარებული 4 წელი გახდა კარიერული წარმატების ძლიერი საფუძველი. კვალიფიციური აკადემიური კოლექტივი, სტუდენტის განვითარებაზე ორიენტირებული გარემო...

პროფესორები და ლექტორები

თეიმურაზ ტორონჯაძეს დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტი და ვ. სტეკლოვის მათემატიკის ინსტიტუტის ასპირანტურა ქ. მოსკოვში, იგი არის თსუ-ს ფიზიკა და მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი, ნ. მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის ფიზიკა და მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი

რა უნარებით ვიქნები გამორჩეული?

პროფესიული ინგლისურის აქტიური ცოდნა

ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა, რომელსაც GAU-ს თითოეული სკოლის კურსდამთავრებული ფლობს, პროფესიული ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნაა. მიუხედევად იმისა, რომ ეროვნული გამოცდების ჩაბარებისას GAU-ში ჩასარიცხად ინგლისური ენის ცოდნის დონე საკმარისია აკმაყოფილებდეს კომპეტენციის მინიმალურ ზღვარს, GAU-ში ჩარიცხული სტუდენტი სპეციალობის დაუფლების პროცესში, სპეციალური პროგრამის დახმარებით, პირველი კურსიდანვე სწავლობს არჩეული პროფესიისათვის საჭირო ლექსიკასა და ფრაზეოლოგიას. უნივერსიტეტის დამთავრებისას სტუდენტი პროფესიონალია არა მხოლოდ არჩეულ საქმეში, არამედ ამ საქმიანობის შესაბამისი ინგლისური ენისა და ტერმინოლოგიის ცოდნაში, რაც მას დასაქმების ბაზარზე და უცხოეთში სწავლის გაგრძელების შემთხვევაში დიდ კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებს.

რა განსაკუთრებულ პროფესიულ უნარებს შეიძენს:

ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი

სწორად ჩამოყალიბებული სასწავლო კურსის მეშვეობით GAU-ს ბიზნესის სკოლის სტუდენტი იძენს სისტემატიზირებულ, აქტიურ ცოდნას. ყველა საგანი, რომელიც სასწავლო კურსით არის გათვალისწინებული, არის ნამდვილად საჭირო და მიმართულია იმ საბოლოო მიზნისკენ, რომ ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ GAU-ს ბიზნესის სკოლის სტუდენტი იყოს საერთაშორისო დონის პროფესიონალი არჩეულ სპეციალობაში. GAU-ს ბიზნესის სკოლის საბაკალავრო პროგრამა ემსახურება ბიზნესის სფეროში მომუშავე კადრებისათვის ისეთი აუცილებელი დარგობრივი უნარების გამომუშავებას, როგორიც არის ბიზნეს პრობლემების რაოდენობრივი და სტატისტიკური შეფასების უნარი, ორგანიზაციაში პროცესების ეფექტიანობის გაზომვის უნარი, ოპერაციულ და ტაქტიკურ დონეზე გადაწყვეტილების მიღების უნარი და მრავალი სხვა კომპეტენცია, რაც გამოარჩევს და კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებს GAU-ს ბიზნესის სკოლის კურსდამთავრებულს. გაეცანი იმ უნარ-ჩვევებს (კომპეტენციებს) რომლებსაც GAU-ს ბიზნესის სკოლაში შეიძენ

შემიძლია მთელი გვერდი დავუთმო იმ საგნების ცოდნისა თუ უნარების ჩამონათვალს, რომელიც GAU-მ შემძინა, თუმცა მოკლედ გეტყვით: კარიერული წინსვლის პერსპექტივა - ეს არის ერთ-ერთი საკვანძო უპირატესობა, რომელიც უდაოდ ანიჭებს GAUს საუკეთესო უნივერსიტეტის სტატუსს. ამავდროულად, არ შეიძლება არ გავუსვა ხაზი იმ ფაქტორებს, რომლებიც უშუალოდ ქმნიან ამ პერსპექტივის არსებობის შესაძლებლობას: დიდი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით გამორჩეული ლექტორები და ადმინისტრაცია, მდიდარი სამეცნიერო ლიტერატურა, სასიამოვნო სასწავლო გარემო... - რატი ანჯაფარიძე, GAU-ს ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი და მაგისტრანტი

სამართლის ბაკალავრი

GAU-ს სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის სამართლის საბაკალავრო პროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტული კომპონენტი თეორიული ცოდნის "გაპრაქტიკულებაა". ამ მიზნის მისაღწევად GAU-ს სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლაში აქტიურად მუშაობს იურიდიული კლინიკა, რომელიც სამართლის სტუდენტებს აძლევს ექსკლუზიურ შესაძლებლობას გადაიტანონ თეორიული ცოდნა პრაქტიკაში და ბაკალავრიატის სრული კურსის ათვისებისთანავე იქცნენ კონკურენტუნარიან სპეციალისტებად, რომლებიც წინამორბედ კურსდამთავრებულთა მსგავსად თამამად მიიღებენ არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო გამოწვევებსაც. გაეცანი იმ უნარ-ჩვევებს (კომპეტენციებს) რომლებსაც GAU-ს სამართლის საბაკალავრო პროგრამის ათვისება გამოგიმუშავებს.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებაში იურისტად მუშაობისას მონაწილეობა მივიღე ევროსაბჭოს მიერ გამოცხადებულ სტაჟიორთა კონკურსში,  სადაც მთელი მსოფლიოდან მონაწილე 2500 კონკურსანტს შორის გამარჯვებულ 60 სტაჟიორს შორის ვიყავი მეც. GAU მართლაც რომ საუკეთესო უნივერსიტეტია საქართველოში, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს გთავაზობს, თავიდან ბოლომდე ორიენტირებულია სტუდენტზე და მის მომავალზე, გაძლევს უსაზღვროდ ბევრს, მთავარია შენც მოინდომო და მაქსიმალურად გამოიყენო ეს შესაძლებლობა... - ელენე თოთიბაძე, GAU-ს კურსდამთავრებული, სამართლის ბაკალავრი

საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის ბაკალავრი

თანამედროვე საქართველოში, სადაც სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი ევროინტეგრაცია და განვითარებულ ქვეყანათა რიცხვში ადგილის დამკვიდრებაა, იზრდება მოთხოვნა საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტებსა და დიპლომატებზე, რომლებიც შეძლებენ ღირსეულად წარმოაჩინონ ქვეყანა თავიანთი განსაკუთრებული პროფესიული უნარ-ჩვევების საშუალებით. სწორედ ამ განსაკუთრებული უნარების გამომუშავებაზეა კონცენტრირებული GAU-ს საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის საბაკალავრო პროგრამა, სადაც სტუდენტი შეიძენს საფუძვლიან ცოდნას თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობების თეორიასა და პრაქტიკაში.  გაეცანი უნარ-ჩვევების ფართო ჩამონათვალს. 

ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის ბაკალავრი

GAU-ს ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის საბაკალავრო პროგრამა შედგენილია უახლესი სტანდარტების გათვალისწინებითა და ტექნოლოგიური პროგრესის ფეხდაფეხ ისეთ სწრაფადგანვითარებად დარგებში როგორიც არის ინფორმატიკა, მშენებლობა და პროექტირება კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით, გარემოს ინჟინერია და უსაფრთხოება და ზღვის გეოლოგია. GAU-ს ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის ბაკალავრი იქნება ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე კონკურენტული მაღალკვალიფიციური სპეციალისტი, ის არჩეული სპეციალობიდან გამომდინარე შეიძენს იმ აუცილებელ უნარ-ჩვევებს, რაც აუცილებელია თანამედროვე მსოფლიოსა და გარემოში შესაბამისი მიმართულებით მომუშავე სპეციალისტისათვის. გაეცანი იმ უნარ-ჩვევებს (კომპეტენციებს) რომლებსაც შეიძენ ინფორმატიკისა  და ინჟინერიის სკოლაში სპეციალობის მიხედვით.

გაეცანი GAU-ს კურსდამთავრებულთა წარმატების ისტორიებს