• აბიტურიენტის გზამკვლევი გაუ-ს საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის საბაკალავრო პროგრამა

GAU-ს კურსდამთავრებულები

საქართველოს ეროვნული ბანკი

ვფიქრობ, რომ GAU-ს Quant პროგრამამ მომცა საშუალება შემეძინა ის მნიშვნელოვანი უნარები, რომლებიც აუცილებელია კონკურენტულ გარემოში სასურველი მიზნის მისაღწევად. ამჟამად ვსწავლობ GAU-ს ბიზნეს სკოლის მაგისტრატურის Quant პროგრამაზე...

პროფესორები და ლექტორები

1988 წელს რევაზ თევზაძემ ვილნიუსის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო 2003 წელს თბილისის ნ. მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტში - სადოქტორო დისერტაცია...

საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის საბაკალავრო პროგრამა

2019-20 სასწავლო წელს GAU-ს სამართალის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლა აცხადებს მიღებას საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის პროგრამაზე, სადაც შეგიძლიათ:

  • შეიძინოთ საფუძვლიანი ცოდნა თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობების თეორიასა და პრაქტიკაში

  • შეისწვლოთ პოლიტიკური იდეოლოგიები და თეორიები, დიპლომატიური და საკონსულო სამსახურების საქმიანობის სპეციფიკა, დიპლომატიური ეტიკეტი და მის ფარგლებში მოქმედების უნარ-ჩვევები

  • გამოიმუშავოთ საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის სფეროში მიმდინარე პროცესების ანალიზისა და შეფასების უნარი

 

ადგილების რაოდენობა: 100 აბიტურიენტი

 

საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალვრო პროგრამა (1200202) 

სწავლის წლიური გადასახადი შეადგენს 4900 ლარს.

სამართლის საბაკალავრო პროგრამის ან საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის საბაკალავრო პროგრამის I ადგილზე არჩევის და ჩვენთან მოხვედრის შემდეგ, შენ მოგენიჭება GAU-ს შიდა გრანტი 400 ლარის ოდენობით ყოველწლიურად, სწავლების ოთხი წლის განმავლობაში.

 გადახდა წარმოებს ორ ეტაპად:

  • შემოდგომის სემესტრის დაწყებამდე - 2450 ლარი
  • გაზაფხულის სემესტრის დაწყებამდე - 2450 ლარი
    (სახელმწიფო გრანტი თანაბრად გადანაწილდება ორივე სემესტრზე)
ზემოთმოყვანილი წლიური გადასახადების სისტემა ძალაში იქნება სწავლების ოთხივე წლის განმავლობაში.
 

გარდა ამისა: 

  • უნივერსიტეტში სწავლის გადასახადზე შეღავათები ვრცელდება ერთი ოჯახის წევრებზე (და-ძმა, მეუღლეები); 
  • უნივერსიტეტში მოქმედებს სემესტრული შიდა სტიპენდიები საუკეთესო სტუდენტებისთვის!

 

გისურვებთ წარმატებას!