• აბიტურიენტის გზამკვლევი გაუ-ს სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამა

GAU-ს კურსდამთავრებულები

საქართველოს ეროვნული ბანკი

"GAU-ს სწორად ჩამოყალიბებულმა და ეფექტურმა პროგრამამ საშუალება მომცა სწავლის დაწყების ადრეულ ეტაპზევე კონკურენცია გამეწია სხვა უნივერსიტეტების მრავალი უფროსკურსელისა და კუსრდამთვრებულისთვის და წარმატებით გამევლო შერჩევის რამდენიმე ეტაპი..."

პროფესორები და ლექტორები

მუშაობდა საბაჟო დეპარტამენტის კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილებაში მომკვლევად. 1998-2002 წწ. იყო ასოციაცია ,,სამართალი და თავისუფლების" საკონსულტაციო ჯგუფის ხელმძღვანელი. 2003 წლიდან ს/ს ,,სადაზღვევო კომპანია ალდაგი''-ის იურისტი. იყო საადვოკატო ბიურო ,,სვანიძე და პარტნიორების" ადვოკატი.

სამართლის საბაკალავრო პროგრამა

GAU-ს სამართალის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის სამართალის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული აღჭურვილი იქნება როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული უნარ-ჩვევებით, ის თავისუფლად შეძლებს მუშაობის დაწყებას ნებისმიერ სახელმწიფო და კერძო სტრუქტურაში იურისტად და თამამად მიიღებს არა მხოლოდ ქვეყნის შიდა, არამედ საერთაშორისო გამოწვევებსაც.

2019-20 წელს GAU-ს სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლა აცხადებს მიღებას სამართლის საბაკალავრო პროგრამის შემდეგ დარგებზე:

  • კერძო (ბიზნესის) სამართალი

  • საერთაშორისო სამართალი

  • სამოქალაქო სამართალი

  • სისხლის სამართალი

  • კონსტიტუციური და ადმინისტრაციული სამართალი

  • ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სამართალი

  • ევროპული სამართალი

  • შედარებითი სამართალმცოდნეობა

 

ადგილების რაოდენობა: 80 აბიტურიენტი

 

სამართლის საბაკალავრო პროგრამა (1200201) 

სწავლის წლიური გადასახადი შეადგენს 4900 ლარს.

სამართლის საბაკალავრო პროგრამის (1200401) I ადგილზე არჩევის და ჩვენთან მოხვედრის შემდეგ, შენ მოგენიჭება GAU-ს შიდა გრანტი 400 ლარის ოდენობით ყოველწლიურად, სწავლების ოთხი წლის განმავლობაში 

გადახდა წარმოებს ორ ეტაპად:

  • შემოდგომის სემესტრის დაწყებამდე - 2450 ლარი
  • გაზაფხულის სემესტრის დაწყებამდე - 2450 ლარი
    (სახელმწიფო გრანტი თანაბრად გადანაწილდება ორივე სემესტრზე)

ზემოთმოყვანილი წლიური გადასახადების სისტემა ძალაში იქნება სწავლების ოთხივე წლის განმავლობაში. 

 

გარდა ამისა:

  • უნივერსიტეტში სწავლის გადასახადზე შეღავათები ვრცელდება ერთი ოჯახის წევრებზე (და-ძმა, მეუღლეები);
  • უნივერსიტეტში მოქმედებს სემესტრული შიდა სტიპენდიები საუკეთესო სტუდენტებისთვის!