• უნივერსიტეტის შესახებ რ. მაიკლ ქაუგილი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პრეზიდენტი

GAU-ს კურსდამთავრებულები

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი

ქართულ–ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ბაკალავრიატი რაოდენობრივი ფინანსური ანალიზის (QUANT) განხრით 2014 წელს დავამთავრე. ამავე წელს ჩავირიცხე გაუ-ს ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე და ვაგრძელებ სწავლას ფინასნების განხრით. ბაკალავრიატზე...

პროფესორები და ლექტორები

არჩილ იაკობაშვილი სწავლობდა ლივერპულისა (ინგლისი) და კონსტანცის (გერმანია) უნივერსიტეტებში შემდეგი მიმართულებებით: საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები; ფინანსები; სამართალმცოდნეობა. 2011 წელს მას მიენიჭა ეკონომიკის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი...

GAU-ს პრეზიდენტის მისალმება

ჩემთვის დიდი პატივია უნივერსიტეტის მფლობელების, ხელმძღვანელობისა და თანამშრომლების სახელით წარმოგიდგინოთ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი და მისი ოთხი ფაკულტეტი: ბიზნესის სკოლა, სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლა, ინფორმატიკისა და ინჟნერიის სკოლა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური სკოლა.

ჩვენ მტკიცე ვალდებულება ავიღეთ შემოგთავაზოთ საუკეთესო აკადემიური პროგრამები და სასწავლო გარემო, რომელიც სრულად შეესაბამება სტუდენტების, ბიზნესის, სამართლისა და სამთავრობო წრეების საჭიროებებს. ყველა ჩვენს აქციონერს ვთხოვთ მუდმივად აკონტროლოს ჩვენს მიერ ამ ვალდებულების შესრულება – ზუსტად ისევე, როგორც ჩვენ მოვითხოვთ ყველა სტუდენტისაგან მაქსიმალურად გაზარდოს თავისი პოტენციალი.

მადლობას მოგახსენებთ თქვენი ინტერესისათვის ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მიმართ. თითოეული ჩვენგანი ყოველთვის მზადაა იმსჯელოს თქვენთან იმის თაობაზე, თუ როგორ შეუძლია უნივერსიტეტს უკეთ დააკმაყოფილოს თქვენი მოთხოვნები და ინტერესები.

რ. მაიკლ ქაუგილი

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პრეზიდენტი