• კვლევითი ცენტრი რუსეთის კვლევების ინსტიტუტი

GAU-ს კურსდამთავრებულები

საქართველოს ეროვნული ბანკი

"GAU-ს სწორად ჩამოყალიბებულმა და ეფექტურმა პროგრამამ საშუალება მომცა სწავლის დაწყების ადრეულ ეტაპზევე კონკურენცია გამეწია სხვა უნივერსიტეტების მრავალი უფროსკურსელისა და კუსრდამთვრებულისთვის და წარმატებით გამევლო შერჩევის რამდენიმე ეტაპი..."

პროფესორები და ლექტორები

ეკატერინე არის მუნიციპალური სამართლის ერთ–ერთი საუკეთესო ახალგაზრდა თეორეტიკოსი. მას ასევე აქვს მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება იუსტიციის სამინისტროში ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების ექსპერტიზის სფეროში...

რუსეთის კვლევების ინსტიტუტი

ჯორჯ ქენანის რუსეთის კვლევების ინსტიტუტი შეიქმნა 2011 წელს და წარმოადგენს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთ-ერთ ქვედანაყოფს. ინსტიტუტის ფუნქციებში შედის:

  • რუსეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკის მეცნიერული ანალიზი;
  • რუსეთის პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ტენდენციების კვლევა, რუსეთის როლისა და გავლენის შესწავლა პოსტსაბჭოთა სივრცეში, მსოფლიო გლობალურ პოლიტიკაში;
  • საქართველო-რუსეთის ურთიერთობების თანამედროვე მდგომარეობისა და პერსპექტივების კვლევა;
  • რუსეთის შესახებ საინფორმაციო ბაზის შექმნა;
  • სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა;
  • სტუდენტებისა და მაგისტრანტების მომზადება კონფერენციებისათვის
  • სასწავლო, სამეცნიერო და კვლევითი პროგრამების შემუშავება.

რუსეთის კვლევების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელთა მიერ მომზადებული მასალებით სარგებლობენ როგორც უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულები, ასევე საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოები, პოლიტიკური პარტიები და სხვა დაინტერესებული პირები.

ინსტიტუტი გამოსცემს საინფორმაციო ბიულეტენს (სამეცნიერო შრომების კრებულს) რუსეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალური საკითხების შესახებ. 

რუსეთის კვლევების ინსტიტუტი


გადმოწერე 2012 წლის ბიულეტენი

გადმოწერე 2013 წლის ბიულეტენი (#1)

გადმოწერე 2013 წლის ბიულეტინი (#2)