• აბიტურიენტის გზამკვლევი სტუდენტური სესხები შეღავათიანი პირობებით გაუ-ს პარტნიორი ბანკებისაგან

GAU-ს კურსდამთავრებულები

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო ის პროფესიული ცოდნა, უნარ-ჩვევები და გამოცდილება, რომელიც GAU-ში სწავლის დროს შევიძინე. ამ უნივერსიტეტში 6 წელი გავატარე და ამ ხნის განმავლობაში, გარდა უაღრესად დატვირთული სასწავლო პროცესისა, უამრავ სხვადასხვა პროგრამაში, კონფერენციასა...

პროფესორები და ლექტორები

ალექსანდრე ხაზარაძემ 2000 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრიატი, საერთაშორისო ეკონომიკის განხრით, ხოლო შემდეგ ამავე უნივერსიტეტში მიიღო მაგისტრის ხარისხი საბანკო საქმის განხრით. 2006 წელს ალექსანდრე ხაზარაძემ ჩააბარა ჰალტის საერთაშორისო ბიზნესის...

სწავლის საფასური და GAU გრანტი 2018-2019 სასწავლო წელი

ბიზნესის საბაკალავრო პროგრამა (1200101, ინგლისურენოვანი: 1200102)

სწავლის საფასური

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლაში სწავლის წლიური გადასახადი შეადგენს 5900* ლარს. გადახდა წარმოებს ორ ეტაპად: 

  • ოქტომბერში - 2950 ლარი
  • თებერვალში - 2950 ლარი 

(სახელმწიფო გრანტი თანაბრად გადანაწილდება ორივე სემესტრზე)

*სახელმწიფო გრანტის მქონე სტუდენტებისთვის წლიური გადასახადი შეადგენს 5900 ლარს გამოკლებული მოპოვებული სახელმწიფო გრანტი.

არარეზიდენტი სტუდენტებისათვის სწავლის წლიური გადასახადი შეადგენს 10000 ლარს.

ფასდაკლებები*

ერთიანი ეროვნული გამოცდების მიხედვით:

  1. GAU-ს ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის I ადგილზე არჩევის შემთხვევაში, თუ სტუდენტი მიიღებს 100%-იან, 70%-იან ან 50%-იან სახელმწიფო გრანტს, მას უნივერსიტეტისაგან დამატებით მიეცემა GAU-გრანტი1400 ლარის ოდენობით (ყოველწლიურად, სწავლების ოთხი წლის განმავლობაში).
  2. GAU-ს ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის II ადგილზე არჩევის შემთხვევაში თუ სტუდენტი მიიღებს 100%-იან, 70%-იან ან 50%-იან სახელმწიფო გრანტს, მას უნივერსიტეტისაგან დამატებით მიეცემა GAU-გრანტი1300 ლარის ოდენობით (ყოველწლიურად, სწავლების ოთხი წლის განმავლობაში).
  3. სახელმწიფო გრანტის არმქონე სტუდენტს, რომელსაც ადგილზე არჩეული აქვს ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა და ინგლისურ ენაში ნედლი ქულა ექნება არანაკლებ 70%-ისა გადაეცემა უნივერსიტეტის და მისი ამერიკელი პარტნიორებისაგან ერთობლივი GAU-გრანტი 1400 ლარის ოდენობით (ყოველწლიურად, სწავლების ოთხი წლის განმავლობაში).
  4. სახელმწიფო გრანტის არმქონე სტუდენტს, რომელსაც ადგილზე არჩეული აქვს ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა და მეოთხე არჩევით საგანში ნედლი ქულა ექნება არანაკლებ 70%-ისა უნივერსიტეტისგან გადაეცემა GAU-გრანტი 1400 ლარის ოდენობით (ყოველწლიურად, სწავლების ოთხი წლის განმავლობაში). მაგალითადმათემატიკაშითუთქვენინედლიქულაიქნებაარანაკლებ 41-ისარაცშეადგენსმაქსიმალურიქულის (59) 70%-თქვენმიიღებთ 1400 ლარიან GAU-გრანტს

შესაბამისად სტუდენტის ფაქტიური წლიური გადასახადი იქნება:

  • I ადგილიდა 100%სახ. გრანტი - 2250 ლარი
  • I ადგილიდა 70%სახ. გრანტი - 2925 ლარი
  • I ადგილიდა 50%სახ. გრანტი - 3375 ლარი
  • II ადგილიდა 100%სახ. გრანტი - 2350 ლარი
  • II ადგილიდა 70%სახ. გრანტი - 3025 ლარი
  • II ადგილიდა 50%სახ. გრანტი - 3475 ლარი
  • I ადგილი და არნაკლებ 70% ნედლი ქულა ინგლისურში ან/და მეოთხე არჩევით საგანში - 4500 ლარი

შიდა რეიტინგის (GPA) მიხედვით

GAU-ს სტუდენტები ყოველი სემესტრის ბოლოს დაანგარიშებული კუმულაციური ქულების საფუძველზე (GPA) იღებენ ფასდაკლებას ქვემოთ მოყვანილი ცხრილის მიხედვით, რომელიც ვრცელდება მომდევნო ერთი სემესტრის სწავლის გადასახადზე.

ბიზნესის სკოლა

I ადგილი

II ადგილი

III ადგილი

IV ადგილი

ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა

100%

50%

25%

10%

ბიზნესის სკოლა, Quant-ების პროგრამა (BBA Quant’s)

100%

-

-

-

 

 

 

 

 

ერთი ოჯახის წევრი სტუდენტებისთვის:

ერთი ოჯახის წევრი სტუდენტები (და-ძმა, მეუღლეები...) ისარგებლებენ 20%-იანი ფასდაკლებით.

 

სამართლის საბაკალავრო პროგრამა (1200201) / 

სწავლის საფასური

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამაში სწავლის წლიური გადასახადი შეადგენს 5900* ლარს, რომელიც გაყოფილია ორ თანაბარ ნაწილად. სწავლის საფასურის გადახდა უნდა მოხდეს თითოეული სემესტრის დაწყებამდე.

*სახელმწიფო გრანტის მქონე სტუდენტებისთვის წლიური გადასახადი შეადგენს 5900 ლარს გამოკლებული მოპოვებული სახელმწიფო გრანტი.

არარეზიდენტი სტუდენტებისათვის სწავლის წლიური გადასახადი შეადგენს 10000 ლარს.

ფასდაკლებები*

ერთი ოჯახის წევრი სტუდენტებისთვის

ერთი ოჯახის წევრი სტუდენტები (და-ძმა, მეუღლეები...) ისარგებლებენ 20%-იანი ფასდაკლებით;

მაღალქულიანი სტუდენტებისთვის / შიდა რეიტინგული სიების მიხედვით

GAU თავის საუკეთესო სტუდენტებს ყოველი რეგულარული სემესტრის ბოლოს დაანგარიშებული კუმულაციური ქულების საფუძველზე სტიპენდიებით აჯილდოებს, რომელიც ყოველი მომდევნო ერთი სემესტრის სასწავლო გადასახადებზე ვრცელდება.

სემესტრის განმავლობაში დაგროვილი ქულების მიხედვით სამართალმცოდნეობის ბაკალავრიატის სტუდენტები I, II, III, IV და V ადგილებზე განაწილდებიან და მომდევნო სემესტრისათვის დაფინანსდებიან ქვემოთ მოყვანილი ცხრილის შესაბამისად:

ბაკალავრიატი

I

II

III

IV

V

სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლა, სამართლის პროგრამა

100%

50%

25%

10%

10%

 

 

 

ერთიანი ეროვნული გამოცდების მიხედვით

  1. GAU-ს სამართლის საბაკალავრო პროგრამის I ადგილზე არჩევის შემთხვევაში, თუ სტუდენტი მიიღებს 100%-იან, 70%-იან ან 50%-იან სახელმწიფო გრანტს, მას უნივერსიტეტისაგან დამატებით მიეცემა GAU-გრანტი 1400 ლარის ოდენობით (ყოველწლიურად, სწავლების ოთხი წლის განმავლობაში).
  2. GAU-ს სამართლის საბაკალავრო პროგრამის II ადგილზე არჩევის შემთხვევაში თუ სტუდენტი მიიღებს 100%-იან, 70%-იან ან 50%-იან სახელმწიფო გრანტს, მას უნივერსიტეტისაგან დამატებით მიეცემა GAU-გრანტი 1300 ლარის ოდენობით (ყოველწლიურად, სწავლების ოთხი წლის განმავლობაში).
  3. სახელმწიფო გრანტის არმქონე სტუდენტს, რომელსაც I ადგილზე არჩეული აქვს სამართლის საბაკალავრო პროგრამა და ინგლისურ ენაში ნედლი ქულა ექნება არანაკლებ 70%-ისა გადაეცემა უნივერსიტეტის და მისი ამერიკელი პარტნიორებისაგან ერთობლივი GAU-გრანტი 1400 ლარის ოდენობით (ყოველწლიურად, სწავლების ოთხი წლის განმავლობაში).
  4. სახელმწიფო გრანტის არმქონე სტუდენტს, რომელსაც I ადგილზე არჩეული აქვს სამართლის საბაკალავრო პროგრამა და მეოთხე არჩევით საგანში ნედლი ქულა ექნება არანაკლებ 70%-ისა უნივერსიტეტისგან გადაეცემა GAU-გრანტი 1400 ლარის ოდენობით (ყოველწლიურად, სწავლების ოთხი წლის განმავლობაში): მაგალითად: ისტორიაში თუ თქვენი ნედლი ქულა იქნება არანაკლებ 49-ისა რაც შეადგენს მაქსიმალური ქულის (70) 70%-ს, თქვენ მიიღებთ 1400 ლარიან GAU-გრანტს. 

შესაბამისად სტუდენტის ფაქტიური წლიური გადასახადი იქნება:

  • I ადგილიდა 100%სახ. გრანტი - 2250 ლარი
  • I ადგილიდა 70%სახ. გრანტი - 2925 ლარი
  • I ადგილიდა 50%სახ. გრანტი - 3375 ლარი
  • II ადგილიდა 100%სახ. გრანტი - 2350 ლარი
  • II ადგილიდა 70%სახ. გრანტი - 3025 ლარი
  • II ადგილიდა 50%სახ. გრანტი - 3475 ლარი
  • I ადგილი და არნაკლებ 70% ნედლი ქულა ინგლისურში ან/და მეოთხე არჩევით საგანში - 4500 ლარი

 

საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის საბაკალავრო პროგრამა (1200202)

სწავლის საფასური

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის საბაკალავრო პროგრამაში სწავლის წლიური გადასახადი შეადგენს 4900* ლარს, რომელიც გაყოფილია ორ თანაბარ ნაწილად. სწავლის საფასურის გადახდა უნდა მოხდეს თითოეული სემესტრის დაწყებამდე.

*სახელმწიფო გრანტის მქონე სტუდენტებისთვის წლიური გადასახადი შეადგენს 4900 ლარს გამოკლებული მოპოვებული სახელმწიფო გრანტი.

არარეზიდენტი სტუდენტებისათვის სწავლის წლიური გადასახადი შეადგენს 10000 ლარს.

ფასდაკლებები*

ერთი ოჯახის წევრი სტუდენტებისთვის

ერთი ოჯახის წევრი სტუდენტები (და-ძმა, მეუღლეები...) ისარგებლებენ 20%-იანი ფასდაკლებით;

მაღალქულიანი სტუდენტებისთვის / შიდა რეიტინგული სიების მიხედვით

GAU თავის საუკეთესო სტუდენტებს ყოველი რეგულარული სემესტრის ბოლოს დაანგარიშებული კუმულაციური ქულების საფუძველზე სტიპენდიებით აჯილდოებს, რომელიც ყოველი მომდევნო ერთი სემესტრის სასწავლო გადასახადებზე ვრცელდება.

სემესტრის განმავლობაში დაგროვილი ქულების მიხედვით საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის ბაკალავრიატის სტუდენტები I, II, III, IV და V ადგილებზე განაწილდებიან და მომდევნო სემესტრისათვის დაფინანსდებიან ქვემოთ მოყვანილი ცხრილის შესაბამისად:

სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლა

I

II

III

IV

V

საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის საბაკალავრო პროგრამა

100%

50%

25%

10%

10%

 

 

 

ერთიანი ეროვნული გამოცდების მიხედვით

  1. GAU-ს საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის საბაკალავრო პროგრამის I ადგილზე არჩევის შემთხვევაში, თუ სტუდენტი მიიღებს სახელმწიფო გრანტს, მას უნივერსიტეტისგან დამატებით მიეცემა GAU-გრანტი 400 ლარის ოდენობით ყოველწლიურად, სწავლების ოთხი წლის განმავლობაში.
  2. სახელმწიფო გრანტის არმქონე სტუდენტს, რომელსაც I ადგილზე არჩეული აქვს საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა და ინგლისურ ენაში ნედლი ქულა ექნება არანაკლებ 70%-ისა გადაეცემა უნივერსიტეტის და მისი ამერიკელი პარტნიორებისაგან ერთობლივი GAU-გრანტი 1400 ლარის ოდენობით (ყოველწლიურად, სწავლების ოთხი წლის განმავლობაში).
  3. სახელმწიფო გრანტის არმქონე სტუდენტს, რომელსაც I ადგილზე არჩეული აქვს საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა და მეოთხე არჩევით საგანში ნედლი ქულა ექნება არანაკლებ 70%-ისა უნივერსიტეტისგან გადაეცემა GAU-გრანტი 400 ლარის ოდენობით (ყოველწლიურად, სწავლების ოთხი წლის განმავლობაში). მაგალითად: ლიტერატურაში თუ თქვენი ნედლი ქულა იქნება არანაკლებ 56-ისა რაც შეადგენს მაქსიმალური ქულის (80) 70%-ს, თქვენ მიიღებთ 400 ლარიან GAU-გრანტს. 

შესაბამისად სტუდენტის ფაქტიური წლიური გადასახადი იქნება:

  • I ადგილიდა 100%სახ. გრანტი - 2250 ლარი
  • I ადგილიდა 70%სახ. გრანტი - 2925 ლარი
  • I ადგილიდა 50%სახ. გრანტი - 3375 ლარი
  • I ადგილი და არნაკლებ 70% ნედლი ქულა ინგლისურში ან/და მეოთხე არჩევით საგანში - 4500 ლარი

 სწავლის წლიური გადასახადი შეადგენს 4,900 ლარს.

სამართლის საბაკალავრო პროგრამის ან საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის საბაკალავრო პროგრამის I ადგილზე არჩევის და ჩვენთან მოხვედრის შემდეგ, შენ მოგენიჭება GAU-ს შიდა გრანტი 400 ლარის ოდენობით ყოველწლიურად, სწავლების ოთხი წლის განმავლობაში.  

გადახდა წარმოებს ორ ეტაპად:

  • შემოდგომის სემესტრის დაწყებამდე - 2,450 ლარი  (GAU-გრანტით: 2,250 ლარი)
  • გაზაფხულის სემესტრის დაწყებამდე - 2,450 ლარი  (GAU-გრანტით: 2,250 ლარი)
    (სახელმწიფო გრანტი თანაბრად გადანაწილდება ორივე სემესტრზე)

ზემოთმოყვანილი წლიური გადასახადების სისტემა ძალაში იქნება სწავლების ოთხივე წლის განმავლობაში. 

 

ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამა (1200301)

 
სწავლის წლიური გადასახადი შეადგენს 2550 ლარს.

გადახდა წარმოებს ორ ეტაპად:

  • შემოდგომის სემესტრის დაწყებამდე - 1,275 ლარი
  • გაზაფხულის სემესტრის დაწყებამდე - 1,275 ლარი
    (სახელმწიფო გრანტი თანაბრად გადანაწილდება ორივე სემესტრზე)

ზემოთმოყვანილი წლიური გადასახადების სისტემა ძალაში იქნება სწავლების ოთხივე წლის განმავლობაში.

არარეზიდენტი სტუდენტებისთვის სწავლის წლიური გადასახადი შეადგენს 10 000 ლარს.

ერთი ოჯახის წევრი სტუდენტებისთვის

ერთი ოჯახის წევრი სტუდენტები (და-ძმა, მეუღლეები...) ისარგებლებენ 20%-იანი ფასდაკლებით;

 

მშენებლობის საბაკალავრო პროგრამა (1200302)

სწავლის წლიური გადასახადი შეადგენს 2350 ლარს.

გადახდა წარმოებს ორ ეტაპად:

  • შემოდგომის სემესტრის დაწყებამდე - 1175 ლარი
  • გაზაფხულის სემესტრის დაწყებამდე - 1,175 ლარი
    (სახელმწიფო გრანტი თანაბრად გადანაწილდება ორივე სემესტრზე)
 ზემოთმოყვანილი წლიური გადასახადების სისტემა ძალაში იქნება სწავლების ოთხივე წლის განმავლობაში.
 
არარეზიდენტი სტუდენტებისათვის სწავლის წლიური გადასახადი შეადგენს 10 000 ლარს. 

ერთი ოჯახის წევრი სტუდენტებისთვის

ერთი ოჯახის წევრი სტუდენტები (და-ძმა, მეუღლეები...) ისარგებლებენ 20%-იანი ფასდაკლებით;

 

ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა (1200401)

სწავლის წლიური გადასახადი შეადგენს 2450 ლარს. 

გადახდა წარმოებს ორ ეტაპად:
  • შემოდგომის სემესტრის დაწყებამდე - 1225 ლარი
  • გაზაფხულის სემესტრის დაწყებამდე - 1225 ლარი
    (სახელმწიფო გრანტი თანაბრად გადანაწილდება ორივე სემესტრზე)

 ზემოთმოყვანილი წლიური გადასახადების სისტემა ძალაში იქნება სწავლების ოთხივე წლის განმავლობაში.

ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა (1200402) ისტორიის საბაკალავრო პროგრამა (1200403)

სწავლის წლიური გადასახადი შეადგენს 2350 ლარს.

გადახდა წარმოებს ორ ეტაპად:
  • შემოდგომის სემესტრის დაწყებამდე - 1175 ლარი
  • გაზაფხულის სემესტრის დაწყებამდე - 1175 ლარი
    (სახელმწიფო გრანტი თანაბრად გადანაწილდება ორივე სემესტრზე)

 ზემოთმოყვანილი წლიური გადასახადების სისტემა ძალაში იქნება სწავლების ოთხივე წლის განმავლობაში.

გარდა ამისა, ყველა პროგრამისთვის: 

  • უნივერსიტეტში დაწესებულია შეღავათები სწავლის გადასახადზე ერთი ოჯახის წევრებზე (და-ძმა, მეუღლეები); 

არარეზიდენტი სტუდენტებისათვის სწავლის წლიური გადასახადი შეადგენს 10000 ლარს.

 

GAU გრანტი სამაგისტრო პროგრამებისთვის

ერთიანი ეროვნული გამოცდების მიხედვით

2016 წელს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU) ამოქმედდა GAU-გრანტი სამაგისტრო პროგრამებისთვის. თუ თქვენ სხვა უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამა გაქვთ დამთავრებული, გაქვთ GAU-გრანტის მოპოვების შანსი:

  • თქვენი საერთო სამაგისტრო გამოცდის ქულა* უნდა აღემატებოდეს ან უდრიდეს 40-ს, იმისთვის, რომ მიიღოთ GAU-გრანტი სწავლის გადასახადის 20%-ის ოდენობით სწავლების მთელი პერიოდის განმავლობაში;  
  • თქვენი საერთო სამაგისტრო გამოცდის ქულა* უნდა შეადგენდეს 35-39-ს, იმისთვის, რომ GAU-სგან მიიღოთ GAU-გრანტი სწავლის გადასახადის 15%-ის ოდენობით სწავლების მთელი პერიოდის განმავლობაში.

 * რა არის საერთო სამაგისტრო გამოცდის ქულა?

საერთო სამაგისტრო გამოცდის ქულა არის სამაგისტრო გამოცდის ტესტის თითოეულ ნაწილში მიღებული კონკრეტული ქულების (გამოცდის ტესტის თითოეული ნაწილის ნორმირებული ქულა გამრავლებული უნივერსიტეტის მიერ მისთვის მინიჭებულ კოეფიციენტზე) ჯამი.

საერთო სამაგისტრო გამოცდის ქულის გამოთვლის ნიმუში:

 

ვთქვათ, GAU-ს მიერ საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის მინიჭებული კოეფიციენტია 60 (15; 15; 15; 15 თითოეულ ნაწილზე შესაბამისად)

კონკურსანტის შედეგები საერთო სამაგისტრო გამოცდაში:

•           რაოდენობრივი მსჯელობა - 18 (მაქს. ქულა 20)

•           ლოგიკური მსჯელობა - 13 (მაქს. ქულა 17)

•           ანალიტიკური წერა - 14 (მაქს. ქულა 20)

•           წაკითხულის გააზრება - 19 (მაქს. ქულა 21)

 

როგორ ითვლება საერთო სამაგისტრო გამოცდის ქულა?

საერთო სამაგისტრო გამოცდის ქულა ითვლება შემდეგნაირად: გამოცდის თითოეული ნაწილის ნორმირებული ქულა (მიღებული ქულა გაყოფილი მაქსიმალურ ქულაზე) მრავლდება შესაბამის კოეფიციენტზე (15) და ჯამდება:

18⁄20*15 + 13⁄17*15 + 14⁄20*15 + 19⁄20*15 = 13.5 + 11.5 + 10.5 + 13.6 = 49.1

 

გისურვებთ წარმატებას!