GAU-ს კურსდამთავრებულები

Sharm Trading

"GAU-ს უდიდეს უპირატესობად მივიჩნევ მაღალკვალიფიციურ ლექტორატს, რომელიც ყოველთვის მეგობრულია და ორიენტირებულია მიაწოდოს სტუდენტს სათანადო ცოდნა. ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანია სწავლების ინგლისური კურსი, სტუდენტი პირველივე კურსიდან ითვისებს ბიზნეს ტერმინოლოგიას ინგლისურ ენაზე..."

პროფესორები და ლექტორები

გია ლილუაშვილმა დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. გახლავთ თ. წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის ასპირანტი. წარმატებით დაიცვა დისერტაცია. 1983 წლიდან 2007 წლამდე ეწეოდა...

მზია თოდუა

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი
მიმართულება: სამართალი

მზია თოდუამ დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იურისტ-სამართალმცოდნეობის განხრით. 2009 წლის სექტემბრიდან დღემდე არის ქართულ-ამერიკული ინივერსიტეტის დოქტორანტი (სამართალმცოდნეობა)

მზია თოდუა 2012 წლის მარტიდან დღემდე სს ,,ბანკი ქართუ'' – იურიდიული დეპარტამენტის დირექტორია, ასევე სს ,,ბანკი ქართუ'' - სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. 2006 წლის აგვისტოდან 2012 წლის მარტამდე გახლდათ სააქციო საზოგადოება ,,ქართუ ჯგუფი''-ის იურიდიული განყოფილების უფროსის მოადგილე,1999-2005 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოში სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის თავმჯდომარე, რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე და მოსამართლე, ასევე იყო მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი განყოფილების გამგე, აბრეშუმის ძაფსაღებ-საგრეხი ფაბრიკის იურიდიული კონსულტანტი.

რაც შეეხება მის სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას 2008 წლიდან დღემდე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორია, მისი სალექციო კურსებია: საბანკო, სამოქალაქო, ფასიანი და გადახდის უუნარობის სამართალში. 2011 წლიდან დღემდე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში არის ასოცირებული პროფესორი, მისი სალექციო კურსებია: სამოქალაქო სამართალი და კაზუსის ამოხსნის მეთოდიკა.

მონოგრაფიები: 

  • სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილების მიღების თავისებურებანი
  • ვალდებულებითი სამართალი 

კომპიუტერის საოფისე პროგრამები: MS Windows Office; Internet Explorer,

ენები: ქართული (მშობლიური), რუსული (სრულყოფილად), ინგლისური (საშუალოდ)