GAU-ს კურსდამთავრებულები

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი

ვმუშაობდი შპს „ა რეიტინგში'', რაც წარმოადგენს სესხების მართვის კომპანიას, ფინანსური ანალიტიკოსის თანამდებობაზე, (ერთი წელი) შემდეგ ვმუშაობდი საქართველოს ეროვნულ ბანკში, 2010 წლიდან ვარ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანის ასისტენტი...

პროფესორები და ლექტორები

2011 წლიდან სერგო ცუცქირიძე კითხულობას ლექციებს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ინჟინერიის სკოლაში საინჟინრო გეოდეზიასა და მარკშეიდერიაში...

თამუნა დევიძე

2015 წლის გამოშვება
ჩილაუთ გრუპი
დამფუძნებელი

2015 წელს მაღალი აკადემიური მოსწრებით დავამთავრე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი, მენეჯმენტის განხრით.

არ შემიძლია არ აღვნიშნო, GAU-ს სწავლების უნიკალური მეთოდი, რომელიც ძალიან მეხმარება ყოველდღიურ ცხოვრებაში. ესაა თითოეული თემის პრაქტიკული სწავლება  სხვადასხვა მეთოდით. ეს იქნება თამაშები, პროექტები, წარმატებული კომპანიების ბიზნეს შემთხვევები თუ სხვა. GAU-ს სწავლების მეთოდი ინგლისურ ენაზე და ზეპირი გამოცდები გახდა ჩემი წარმატების ერთ-ერთი საფუძველი. აქ შეძენილი უნარების წყალობით, მარტივად შევძელი საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის დაწყება. შემდგომ თავი გამოვცადე სხვადასხვა სფეროში, მუდმივად ძიების პროცესში ვიყავი. ბოლოს „ივენთ მენეჯერობაზე“  შევჩერდი და ამ ეტაპზე ვთვლი, რომ ჩემი საქმე ვიპოვე.

2016 წლის პირველ ნოემბერს ჩემს ორ პარტნიორთან ერთად დავაფუძნე „ივენთ კომპანია - „ჩილაუთ გრუპი“ და აქტიურად შევუდექით მუშაობას. გადავწყვიტე პარალელურად კვალიფიკაციის ამაღლება და სტაჟირების გავლა მთავარ ბუღალტერთან ტრენინგ ცენტრ “ნიუ გენში“, სადაც კიდევ ერთი ჩემი საყვარელი საქმე ვიპოვე. ახლა კი თავად ვუძღვები გაძლიერებული ექსელისა და ბიზნეს მოდელირების კურსს.

ამ რამდენიმე თვეში ჩვენი გამოცდილების სიას უკვე შეემატა 5 სახელმწიფო ტენდერი და ახლაც ვმუშაობთ საკმაოდ დიდ პროექტზე, რომელსაც მალე დავასრულებთ. საზოგადოებაც მალე შეიტყობს ამის შესახებ. კულტურულ-საგანმანათლებლო თემატიკის გარდა,  ჩვენ ვგეგმავთ მომავალში დიდ გასართობ კომერციულ ღონისძიებებს. ასე რომ, ხშირად გაიგებთ ჩვენს სახელს, ჩვენ შევქმნით თქვენს კარგ განწყობას!