GAU-ს კურსდამთავრებულები

Chardin Art Gallery

2014 წელს მაღალი აკადემიური მოსწერებით და GAU-ს რეკომენდაციით დავიწყე სტაჟირება საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში. კოორდინაციის დეპარტამენტში 4 თვის განმავლობაში გავდიოდი...

პროფესორები და ლექტორები

რამაზ ფარესაშვილმა წარმატებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი, შემდეგ კი ბირმინგემის უნივერსიტეტში იკვლევდა რელიგიისა და პოლიტიკის საკითხებს, Queen’s College-ში სწავლობდა ქრისტიანულ თეოლოგიას...

ვირტუალური ექსკურსია GAU-ში!

GAUღიმე 

თუ ჯერ კიდევ არ ხართ ნამყოფი ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU), გამოგვყევით ვირტუალურ ექსკურსიაზე. ჩვენ დაწვრილებით გიამბობთ  სტუდენტური ცხოვრების შესახებ და როცა უკვე ალექსიძის 8 ნომერში გვესტუმრებით, მეგზურობას პირადად გაგიწევთ :)ძვირფასო აბიტურიენტებო, კეთილი იყოს თქვენი შემოსვლა GAU-ს ვებ გვერდზე :)

მანამდე კი გილოცავთ ახალ და ძალიან მნიშვნელოვან ეტაპს თქვენს ცხოვრებაში! გისურვებთ წარმატებით ჩააბაროთ ერთიანი ეროვნული გამოცდები და უმაღლესი განათლება თქვენთვის ყველაზე სასურველ უნივერსიტეტში მიიღოთ! 

ნათქვამია, აირჩიე პროფესია, რომელიც გიყვარს და ცხოვრებაში არც ერთი დღე არ მოგიწევს მუშაობა. ასე რომ, ჩვენ - GAU-ელები - პროფესიის სწორ არჩევანს გისურვებთ, რომ მუშაობაში გატარებული წლები თქვენთვის ღიმილთან, წარმატებასთან და საქმის სიყვარულთან იყოს დაკავშირებული! :)

GAUღიმეთ სიახლეებს და გამოწვევებს, რომლებიც წინ გაქვთ და ეს პოზიტივი აუცილებლად დაგიბრუნდებათ  

მაშ ასე, დავიწყოთ ჩვენი ვირტუალური ექსკურსია და ერთად შემოვიაროთ GAU-ს ოთხივე სართული, გავეცნოთ ოთხივე სკოლას ანუ ფაკულტეტს.

GAUფრთხილდი 

   

  GAU სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ალექსიძის 8 ნომერში მდებარეობს და აქვს მწვანე, ლამაზი ეზო მტკვრის ხედით. GAU-ს ეზოში წლის განმავლობაში არაერთი სახალისო ღონისძიება იმართება, მათ შორის საახალწლოდაც, როცა ყველაზე მეტად ცივა და GAU სტუდენტებს ცხელი სასმელებით უმასპინძლდება. 

ეზოში ერთი ისეთი ადგილია, რომელსაც  GAU-ელები განსაკუთრებით უფრთხილდებიან და საკუთარი ხელით უვლიან - 10 კიპარისი სტუდენტებმა 2015 წლის მარტში GAU-ს 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით დარგეს და საფუძველი ჩაუყარეს ტრადიციას: ყოველ წელს, GAU-ს ზრდასთან ერთად,ახალი ნერგები შემატონ GAU-ს ბაღს.

თუ GAU-ელი გახდებით, ჩვენთან ერთად GAUფრთხილდებით გარემოს და ერთმანეთს :)

 

GAUმარჯოს 

GAU-ს კაფე GAU Lounge

შევიხედოთ GAU-ში და სულ ქვემოდან, ნული სართულით დავიწყოთ (GAU ადაპრიტებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, აქვს პანდუსი, უნივერსალური დიზაინის ლიფტი და სველი წერტილი): 

მარცხნივ შეგხვდებათ კაფე, რომელსაც GAU-ელებმა „GAUმარჯოს'' შეარქვეს და რომელიც გემრიელ მენიუს 9:00-დან 20:00 საათამდე გთავაზობთ.

კაფეს გვერდით დაინახავთ სტუდენტებით სავსე ოთახს, სადაც მუდამ ხალისიანი განწყობაა - ეს GAU-ს ლაუნჯია. მისი იდეა და დიზაინი GAU-ს სტუდენტურ თვითმმართველობას ეკუთვნის. GAUელებს ძალიან უყვართ აქ თავისუფალი დროის გატარება. არაორდინარული გარემო, მოხატული კედელი, რბილი ავეჯი და კოსმიური ატმოსფერო მართლაც კარგი საშუალებაა განტვირთვისა და ურთიერთობისთვის. 

აქვეა GAU-ს სტუდენტური თვითმმართველობის ოფისი, სადაც GAU-ელები GAUჩერებლად ფუსფუსებენ, მუშაობენ საინტერესო წამოწყებებსა და პროექტებზე, გეგმავენ სოციალურ კამპანიებს, სპორტულ შეჯიბრებებს, საქველმოქმედო აქციებს. ამ აქტივობებს მუსიკალურად GAU ბენდი აფორმებს და ყველა ღონისძიება, იქნება ეს GAU-ს იუბილე, საქართველო-ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობების დღე, რაიმე საზეიმო მიღება თუ საუნივერსიტეტო კონკურსი, მხიარული მუსიკალური ფონით მიმდინარეობს. 

0 სართულზე მდებარეობს GAU-ს ბიბლიოთეკა მდიდარი წიგნადი ფონდითა და თანამედროვე სახელმძღვანელოებით, რომლებიც ამერიკისა და ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში გამოიყენება.

აქვე გეტყვით, რომ GAU-ში მოსახვედრად ნებისმიერი უცხო ენის ჩაბარება შეგიძლიათ, სწავლა კი ინგლისურენოვანი წიგნებით მიმდინარეობს, ამიტომ GAU-ს კურსდამთავრებულები მუდამ გამოირჩევიან პროფესიული ინგლისური ენის აქტიური ცოდნით და ეს ფაქტორი მათი უპირატესობაა ნებისმიერ პროფესიასა თუ სფეროში.

GAUსწარი დროს 

   

გადავინაცვლოთ 0 სართულის მარჯვენა მხარეს, ილუმინატორიან კართან, რომლის მიღმაც წყალქვეშა გემის მსგავსი სივრცეა - ულტრათანამედროვე ინტერნეტ ტექნოლოგიების ლაბორატორია „ჯეოლაბი'' GAU-ში მოქმედი IT ინსტიტუტის მნიშვნელოვანი ნაწილია. 

„ჯეოლაბში'' მუშაობა 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს, იქმნება მობილური აპლიკაციები, 3D დიზაინი, მობილური/ვებ პროგრამების ენები თუ სხვა IT პროექტები; ტარდება ჰაკათონი და სხვა საერთაშორისო კონკურსები. ჯეოლაბი ცოდნის მიღებისა და ინოვაციური იდეების განხორციელების საუკეთესო ადგილია. GAU-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ინჟინერიის სკოლის სტუდენტები აკადემიური სწავლების ფარგლებში მუშაობენ „ჯეოლაბში''. აქ სწავლა და პროექტებში მონაწილეობა ნებისმიერ ნიჭიერ ახალგაზრდას შეუძლია - GAU-ს IT ინსტიტუტი მომავლის პროფესიას და პროფესიონალებს ქმნის. 

GAUელი -

სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომატიის სკოლა 

GAU-ში 4 სკოლა (ფაკულტეტი), სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები, ასევე სასერტიფიკატო კურსები მოქმედებს:

ავიდეთ პირველ სართულზე და გავიცნოთ მომავალი იურისტები, დიპლომატები, სამართალდამცავები, კანონმდებლები, მოსამართლეები თუ სფეროს სხვა სპეციალისტები. აქ სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომატიის სკოლაა.

ყველაზე დიდი აუდიტორია კი დროდადრო ნამდვილ სასამართლო დარბაზს ემსგავსება. ეს მაშინ ხდება, როცა GAU-ში იმიტირებული სასამართლო პროცესები მიმდინარეობს. მათში GAUელებთან ერთად სკოლის მოსწავლეებიც მონაწილეობენ მთელი საქართველოს მასშტაბით. კარგი იქნება, თუ თქვენი თვალით ნახავთ, როგორი აზარტულობით განიხილავენ ისინი სისხლის სამართლის განსაკუთრებით რთულ საქმეებს, როგორი პასუხისმგებლობით იღებენ გადაწყვეტილებას მოსამართლეებისა თუ ნაფიცი მსაჯულების როლში მყოფი სტუდენტები და როგორ უხარიათ იმიტირებულ დავაში გამარჯვება.

ამ სკოლის დამამთავრებელი კურსის სტუდენტები კი პრაქტიკას GAU -ში მოქმედ იურიდიულ კლინიკაში გადიან - ეს პირველი იურიდიული კლინიკაა საქართველოში.

ადგილი, სადაც GAU-ს სტუდენტები პროფესორებსა და მოქმედ ადვოკატებთან ერთად არა იმიტირებულ, არამედ რეალურ საქმეებზე მუშაობენ. ისინი გასცემენ უფასო იურიდიულ კონსულტაციებს და მოქალაქეთა უფლებების დასაცავად პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოდიან. როგორც მიხვდით, ეს ძალიან საპასუხისმგებლო და სერიოზული საქმეა, რადგან საუბარი ნამდვილ პროცესებზე, ნამდვილი ადამიანების ბედზეა. იურიდიული კლინიკის კლიენტები ძირითადად სოციალურად დაუცველი ფენის წარმომადგენლები არიან - მათზე ზრუნვა და ამ ქეისებზე უსასყიდლოდ მუშაობა GAUელებს, პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად, სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობას უღვივებს, რაც ნებისმიერი მოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 

2015 წელს სწორედ ამ სკოლის სტუდენტების იდეა იყო გამოხმაურებოდნენ საქართველოში ქალთა მიმართ გახშირებულ ძალადობას და იურიდიული კლინიკის მუშაობა ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დასაცავად მიემართათ. ამ ინიციატივამ შედეგიც გამოიღო - GAU-ს იურიდიულ კლინიკას არაერთმა მსხვერპლმა ქალმა მიმართა და კვალიფიციური იურიდიული დახმარებაც მიიღო. 

რადგან სტუდენტების სოციალურ პასუხისმგებლობაზე ჩამოვარდა სიტყვა, ერთ ამბავსაც გაგახსნებთ. ალბათ გაიგებდით, რომ 2015 წლის 13 ივნისს თბილისში მომხდარი წყალდიდობის შედეგად ერთ-ერთი უნივერსიტეტის სტუდენტებმა გამოსაშვები საღამოებისთვის შეკრებილი თანხა მთლიანად სტიქიის შედეგად დაზარალებულებს გადაურიცხეს - ეს იყო ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი. GAUელები არა მარტო მოხალისეობრივ სამუშაოებში ჩაერთნენ, არამედ თანამოქალაქეების დასახმარებლად ბანკეტებიც გააუქმეს. GAU ამაყობს GAUელებით, რომლებიც არა მხოლოდ განათლებული ახალგაზრდები, არამდე კარგი მოქალაქეებიც არიან. 

გზად მეორე სართულისკენ მოგიყვებით, კიდევ რით გამოირჩევა GAUსხვა სასწავლებლებისგან: 

ალბათ ყველა მოსწავლისთვის ნაცნობი გრძნობაა, რომ ძალაუნებურად გიყვარდება ის საგანი, რომელსაც კარგი მასწავლებელი კარგად გასწავლის. პედაგოგს და სწავლების მეთოდს თითქმის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ GAU-ში შეკრებილ პროფესორ-მასწავლებელთა კვალიფიკაციას ძალიან დიდი ყურადღება ექცევა. 

რადგან სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკოლაზე ვსაუბრობდით, მაგალითს ამავე სფეროდან მოგიყვანთ - როდესაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე კანდიდატურები განიხილებოდა, არჩევანი სწორედ GAU-ს ლექტორზე შეჩერდა და ნინო გვენეტაძე საქართველოს ისტორიაში უზენაესი სასამართლოს პირველი ქალი თავმჯდომარე გახდა. ქალბატონი ნინოს GAU-ში სწავლება არც ახალი და უაღრესად საპასუხისმგებლო თანამდებობის დაკავების შემდეგ შეუწყვეტია. 

GAU-ს პროფესორ-მასწავლებლები სალექციო კურს უცხოურ პრესტიჟულ უნივერსიტეტებშიც უძღვებიან, ისინი განეკუთნებიან მეცნიერთა იმ მცირე ჯგუფს, რომელთა სტატიები უცხოეთის იმფაქტ-რეცენზირებად ჟურნალებში იბეჭდება.

და ბოლოს, GAU-ელები ყოველთვის განსაკუთრებულად აღნიშნავენ, რომ უმაღლეს განათლებას აქ  GAU-ს პროფესიონალთა გუნდისგან მეგობრულ და თბილ ატმოსფეროში მიიღებთ. როგორც ჩვენი სტუდენტები ამბობენ, მათ პროფესიასთან ერთად საქმის  სიყვარულიც GAU-ს ლექტორებისგან ისწავლეს. 

GAUღე კარი გამოწვევებს 

ნინო ტორონჯაძე საჯარო ლექციები

მეორე სართულზე პირველი, რაც თვალში მოგხვდებათ, დიდი, ფერადი  პოსტერია, რომელიც სტუდენტებმა GAU-ს 10 წლის იუბილეზე მოხატეს. აქ ბევრ კეთილ სურვილს და შთაბეჭდილებას ამოიკითხავთ და, თუ სადმე ადგილს იპოვით, თქვენც შეგიძლიათ დატოვოთ სამახსოვრო მისალოცი მინაწერი :) 

პოსტერის გვერდით რომ კარია, სწორედ იქ შესვლით შეგიძლიათ „GAUღოთ კარი გამოწვევებს'' და მოხვდეთ სააქტო დარბაზში, სადაც მთელი წლის განმავლობაში იმართება საჯარო ლექციები და შეხვედრები ყველაზე საინტერესო, მწვავე თემებზე. GAU-ს ყველა სფეროს წარმომადგენლები სტუმრობენ: მწერლები და ხელოვნების სხვა წარმომადგენლები, მეცნიერები და საერთაშორისო ექსპერტები, ზოგჯერ პოლიტიკოსებიც კი, რომლებიც სპეციალურად GAU-სთვის მომზადებულ საკითხებზე საუბრობენ, ცოდნასა და გამოცდილებას იმ თემებზე გვიზიარებენ, რაც GAUელებს აინტერესებთ და რაც მოცემულ მომენტში ყველაზე აქტუალურია - ეროვნული ვალუტის მდგრადობითა და ეკონომიკური პროცესებით დაწყებული, ლიტერატურით, თემისა და პიროვნების მარადიული პრობლემით დამთავრებული.GAU-ს საჯარო ლექციებზე გაიგებთ იმას, რაც არ წერია სახელმძღვანელოებში და რაც ძალიან უწყობს ხელს თვალსაწიერის გაფართოებას.  

GAUელი - ბიზნესის სკოლა 

ბიზნესის სკოლა საზაფხულო ბანაკი

GAU-ს ბიზნესის სკოლა მეორე სართულზე მდებარეობს, თუმცა სანამ გაგაცნობთ ფაკულტეტს, რომელიც ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია, მოდით, სწორედ ბიზნესის სკოლის ერთ-ერთი კურსდამთავრებულის, ირაკლი ალხანაიძის, ახალბედა კომპანიაში შევიხედოთ.

ირაკლი GAU-ს გამორჩეული სტუდენტი იყო, რეიტინგით პირველი. მან გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ერთი სემესტრი ოზარკის უნივერსიტეტში (აშშ) გაიარა.

Mind Technologies - ასე ჰქვია მის პროექტს, რომელმაც 2015 წელს სკოლის მასწავლებლების ტრენინგები და მოსწავლეთათვის ინგლისური ენის ერთ-ერთი საუკეთესო ოლიმპიადა ჩაატარა. ზაფხულში კი მოზარდებს დასვენების, გაჯანსაღებისა და შემეცნების არაჩვეულებრივი საშუალება - საზაფხულო ბანაკი GAU Summer School შესთავაზა.

GAU-ელები უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგაც ხშირად უბრუნდებიან GAU-ს ახალი იდეებითა და პროექტებით. ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა GAU-ში მიღებული ცოდნა-გამოცდილებით ირაკლიმ წარმატებული პროექტები ისევ GAU-სთან პარტნიორობით განახორციელა. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ამ კომპანიის ვებგვერდი: www.mindtech.ge

ბიზნესის სკოლაში სტუდენტები მარკეტინგს, მენეჯმენტსა და ფინანსებს ეუფლებიან - იმ მოთხოვნად პროფესიებს, რომლებიც დასაქმებისა და კარიერული წინსვლის კარგი წინაპირობაა.

გსმენიათ კვონტის შესახებ? ეს არის რაოდენობრივი ფინანსების სპეციალობა.

GAU-ს ბიზნესის სკოლა საქართველოში ამ სპეციალობის დამაარსებელია. კვონტის სტუდენტები მათემატიკური აზროვნებით გამოირჩევიან და, როგორც წესი, უნივერსიტეტის დამთავრებამდე იკავებენ პრესტიჟულ პოზიციებს მაღალანაზღაურებად სამსახურებში.

აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ GAU-ს ბიზნესის სკოლის სტუდენტები ხშირად დიდი უპირატესობით იმარჯვებენ საერთაშორისო კონკურსებში. 2014 წელს ამის კარგი მაგალითი Harvard Business Competition იყო, სადაც მონაწილეებმა ჰარვარდის ურთულესი ბიზნეს ქეისები ამოხსნეს და GAU-ს გუნდმა კერძო უმაღლეს სასწავლებლებს შორის პირველი ადგილი დაიკავა.

GAUელი -

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ინჟინერიის სკოლა 

ესეც ბოლო, მესამე, სართული. მარჯვნივ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ინჟინერიის სკოლაა, სადაც ინფორმატიკის, მულტიმედიური დიზაინისა და მშენებლობის სპეციალისტებს ამზადებენ. 2015 წელს ამ სკოლის პირველი გამოსაშვები ღონისძიება შედგა და პირველმა კურსდამთავრებულებმა უკვე მიიღეს დასაქმების შემოთავაზებები GAU-ს პარტნიორი კომპანიებისგან. 

აქვე დაინახავთ მოციმციმე აბრას - ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სივრცეა GAU-ში - Google-ის სახელობის აუდიტორია, სადაც GAU-ელებს მასტერ კლასებს Google-ის ოფიციალური წარმომადგენლები უტარებენ.

მესამე სართული საღამოსაც ძალიან დატვირთულია, რადგან აქ სასერტიფიკატო კურსების ლექციები ტარდება. GAU-ში მოხვედრა სასერტიფიკატო კურსებზე ჩარიცხვითაც შეგიძლიათ - არჩევანი მრავალფეროვანი და ყოველწლიურად მზარდია. კვალიფიკაციის ამაღლება და სხვადასხვა პროფესიის საფუძვლების დაუფლება აქ 2-3 თვის ვადაში ხდება. GAU პიარ სკოლა, ადამიანური რესურსების მართვის სასერტიფიკატო კურსი, BMB კურსი ბიზნესის ადმინისტრირებაში, ტელეჟურნალისტიკის კურსი და სხვა სასერტიფიკატო პროგრამები გამოირჩევა ოპტიმალური სასწავლო მოდულით, რომელსაც სფეროს უძლიერესი ექსპერტები უძღვებიან.

GAUელი -

ლიბერალური განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა 

მესამე სართულის მარჯვენა მხარეს ლიბერალური განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლაა. ეს ფაკულტეტი GAU-ში ყველაზე ახალგაზრდაა. მისი დაარსება ახალ შენობაში გადმოსვლას დაემთხვა, როცა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი გაფართოვდა და ჭავჭავაძის გამზირიდან ალექსიძის 8 ნომერში გადმოინაცვლა. სტუდენტები ლიბერალური განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლაში ქართული და ინგლისური ენის ფილოლოგიას და ისტორიას ეუფლებიან. წელს ორჯერ გაიზარდა ამ სკოლაში მოხვედრის მსურველთა რიცხვი.

GAUადვილე 

GAU-ს დამფუძნებლები

ექსკურსიის ბოლოს, შევიხედოთ GAU-ს ადმინისტრაციაში, რომელიც მუდამ მზადაა მოუსმინოს თითოეულ სტუდენტსა და აბიტურიენტს, განუწყვეტლივ მუშაობს სასწავლო გარემოს დახვეწასა და სრულყოფაზე.

GAU-ს პრეზიდენტი რ. მაიკლ ქაუგილი, კანცლერი კი ნინო ტორონჯაძეა -  GAUელების უსაყვარლესი ლექტორები.

რ. მაიკლ ქაუგილი GAU-ს დაარსების დღიდან უდგას სათავეში, ნინო ტორინჯაძე კი უნივერსიტეტს 2000 წლიდან ხელმძღვანელობს. ისინი პროფესინალთა გუნდთან ერთად ემსახურებიან განათლებული, კონკურენტუნარიანი თაობების აღზრდას, რომელიც სრულად პასუხობს დასაქმების ბაზარზე არსებულ თანამედროვე სტანდარტებსა და მზარდ მოთხოვნებს.

რ. მაიკლ ქაუგილი აქტიურადაა ჩართული საუნივერსიტეტო ცხოვრებაში და ყოველთვის პირადად უერთდება GAU-ს ღონისძიებებს, სტუდენტურ წამოწყებებსა და სოციალურ აქტივობებს. 

GAUადვილე სწავლა, GAUადვილე დასაქმება, GAUადვილე წინსლვა...

GAU-ს ადმინისტრაციის პრიორიტეტი სტუდენტზე ორიენტირებული პირობების შექმნაა - სწორედ ამიტომ GAU-ში თქვენ შეგიძლიათ:

  • ისწავლოთ უფასოდ - რეიტინგით საუკეთესო GAU-ელები გადასახადისგან სრულად თავისუფლდებიან. ერთ-ერთმა სტუდენტმა, ანა ალექსანდრიამ, რომელიც ყველა სემესტრში საუკეთესო ქულებით გამოირჩეოდა, GAU სრულიად უსასყიდლოდ დაამთავრა.
  • ისწავლოთ ფასდაკლებით - რეიტინგით მეორე და მესამე ადგილზე გასული GAU-ელები იღებენ 50% და 25% ფასდაკლებას.
  • აბიტურიენტებმა მიიღოთ სასწავლო ვაუჩერები - თუ ეროვნულ გამოცდებს წარმატებით ჩააბარებთ და მოხვდებით საუკეთესო ათეულში GAU-ში ჩარიცხვის შემთხვევაში მიიღებთ სასწავლო ვაუჩერს - წელს 30-მდე 1000 ლარიანი ვაუჩერები გაიცა.
  • ისარგებლოთ გაცვლითი პროგრამებით - GAU-ს არაერთი სტუდენტია ჩართული გაცვლით პროგრამებში და სწავლას GAU-ს პარტნიორ უნივერსიტეტებში ვაშინგტონში, ნიუ-იორკში, კოლორადოში, მისურისა და ჯორჯიის შტატებში განაგრძობს.
  • უფასოდ გაიაროთ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში - GAU უნიკალური პირობებით თანამშრომლობს შეერთებული შტატების პრესტიჟულ უნივერსიტეტებთან, რაც იმას ნიშნავს, რომ წარმატებულ GAU-ელებს უფასოდ შეუძლიათ იქ სადოქტორო და სამაგისტრო პროგრამების გავლა - ამისთვის მხოლოდ GAU-ს რეკომენდაციაა საჭირო.
  • წარატებით დასაქმდეთ - GAU ყოველწლიურად აწყობს დასაქმების ფორუმს, რომელშიც ათეულობით წამყვანი კომპანიები, სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციები მონაწილეობენ. GAU-ს თითოეულ სტუდენტს ეძლევა საშუალება პირადად შეხვდეს პოტენციურ დამსაქმებლებს და სასურველი ვაკანსია მოიძიოს.

პარალელურად GAU მთელი წლის განმავლობაში აწვდის GAUელებს ინფორმაციას სტაჟირებისა და დასაქმების შესახებ, რადგან წამყვანი ორგანიზაციები ენდობიან GAU-ს განათლების ხარისხს და ხშირად კადრების მოსაძიებლად პირველს სწორედ ქართულ-ამრიკულ უნივერსიტეტს მიმართავენ. შედეგად GAU-ს სტუდენტების დასაქმების სტატისტიკა წლიდან წლამდე იზრდება.

GAUათმაგე

 

როგორც უკვე იცით, GAU 10 წლისაა.

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი 2005 წლის 10 მარტს დაიბადა.

GAU-მ საკუთარ დაბადების დღეზე საჩუქრები თვად გაუკეთა პარტნიორებს, თანამშრომლებსა და კურსდამთავრებულებს. GAU-მ მადლიერება გამოხატა ყველა იმ ადამიანის თუ ორგანიზაციის მიმართ, ვინც ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის განვითარებაში წვლილი შეიტანა.

ყველაზე მეტად GAU სასახელო GAUელებით ამაყობს და ასეთები, საბედნიეროდ, ძალიან ბევრნი არიან.

აი რას ამბობენ ისინი ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტზე: 

გიორგი გოგშელიძე (თიბისი ბანკი, იურისტი):

„თითოეული კარიერული ნაბიჯის გადადგმისას მუდმივად გვერდში მედგა GAU-ს მთელი გუნდი, ისინი დღეს ჩემი მეგობრები არიან...''

ანა კეკელიძე („112''-ის დეპარტამენტის ანალიტიკური სამსახურის უფროსი):

GAU არის ადგილი, სადაც თითოეულ სტუდენტს აქვს მაქსიმალური ხელშეწყობა პროფესიული წინსვლისა და წარმატებისთვის. მოწესრიგებული მენეჯმენტი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლება საუკეთესო სტრარტია ნათელი მომავლისთვის.''

შალვა ბუკია (თიბისი ბანკი, ბიზნეს სესხების ექსპერტი)

„პატივი მქონდა გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სასწავლებლად აშშ-ში გავმგზავრებულიყავი. ამერიკაში სწავლის პარალელურად მუშაობის საშუალებაც მომეცა. ამ ყველაფრით დიდი პროფესიული და ცხოვრებისეული გამოცდილება მივიღე.''

ნინო შონია (შსს, მთავარი სპეციალისტი)

„ბედნიერი ვარ, რომ ჩემი არჩევანი სწორი აღმოჩნდა და მოვხვდი იმ უნივერსიტეტში, რომელმაც ყველა ჩემი მოლოდინი გაამართლა. GAU-ში გატარებული წლები სასიამოვნო და დაუვიწყარია ჩემთვის. იქ მომუშავე ყველა ადამიანი განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ჩემს ცხოვრებაში.''

სოფიო ასათიანი (ევროკავშირის პროექტი „სახალხო დამცველის მხარდაჭერა'', სამართლებრივი ექსპერტი)

GAU-ს უმთავრესი უპირატესობა არის ამერიკული დონისა და სტილის სასწავლო კურსი, რომელიც შედგენილია სტუდენტების პრიორიტეტების მიხედვით.აქ მიღებული ცოდნა დამეხმარა სწავლა გამეგრძელებინა ცენტრალური ევროპის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში.''

გიორგი ვადაჭკორია (დანიის ლტოლვილთა საბჭო, ფინანსური ოფიცერი)

GAU-მ მომცა ცოდნა, რომელიც კონკურენტუნარიანს მხდის და მეხმარება რეალიზება ჩემი ინტერესების სფეროში მოვახდინო.''

ანა ალექსანდრია (თიბისი ბანკი, ფულადი ბაზრების დილერი)

GAU-ში უმაღლესი განათლება უფასოდ მივიღე, ვიყავი 100%-იანი გრანტის მფლობელი, რაშიც ისევ და ისევ GAU-ში შეძენილი ცოდნა და საკუთარ თავზე მუშაობის უნარ-ჩვევები მეხმარებოდა. მაქსიმალურად გამოიყენეთ GAU-ში სწავლის შანსი და დამიჯერეთ, გახდებით ჯანსაღი ამბიციების მქონე, პერსპექტიული და თავისუფლად მოაზროვნე ადამიანი.''

ანა ჩხეიძე (TBSC კონსალტინგი, ანალიტიკოსი):

პირადი გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა, რომ აქ ნამდვილად აფასებენ სტუდენტის შრომასა და მოტივაციას. GAU-მ ჩემს მოლოდინს გადააჭარბა. მადლობელი ვარ ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში გატარებული თითოეული დღისთვის!''

კიდევ ბევრი ციტატის მოყვანა შეიძლება, მაგრამ თავი რომ არ შეგაწყინოთ, მხოლოდ ერთს გეტყვით: 

GAU უკვე 10 წელია ამკვიდრებს უმაღლესი განათლების უმაღლეს სტანდარტს, 10 წელია უშვებს ასობით წარმატებულ კურსდამთავრებულს და მუდმივად ზრუნავს სასწავლო პროცესისა და საუნივერსიტეტო ცხოვრების სრულყოფაზე.

GAU-10-მაგეთ ერთმანეთს სიხარული, ცოდნა, გამოცდილება, სიყვარული, ბედნიერება... კიდევ რა? დანარჩენი თქვენ დაამატეთ :)

ჩვენ ვართ GAU! 

ექსკურსიის დასასრულს მადლობას გიხდით ყურადღებისთვის :)

ამ 15 წუთში ვეცადეთ მოკლედ მოგვეყოლა იმის შესახებ თუ რა არის GAU და რას ნიშნავს იყო GAUელი.

ყოველი ახალი სტუდენტის მოსვლით GAU და GAUელობა კიდევ უფრო საინტერესო, სავსე და მრავალფეროვანი ხდება.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ მეილზე: info@gau.ge 

ან facebook-ზე: GAU Georgian American University

ამ გვერდზე GAU-ში მიმდინარე მოვლენები ოპერატიულად შუქდება და თქვენ მთელი წლის განმავლობაში შეგიძლიათ ადევნოთ თვალი საუნივერსიტეტო ცხოვრებას.

იმედია, ცოტათი მაინც გაგვიცანით და ვირტუალური ექსკურსიას ნამდვილი სტუმრობა მოყვება - გულითადად გელით ნებისმიერ დღეს უქმეების გარდა თქვენთვის ხელსაყრელ (სამუშაო) დროს.

GAUზიარეთ ინფორმაცია მეგობრებს და მოდით GAU-ში!

ჩვენ ვართ GAU!

შემოგვიერთდით!..