• სასწავლო პროგრამები ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლა

GAU-ს კურსდამთავრებულები

სს „თიბისი ლიზინგი“

"ახლაც ისეთი გრძნობა მაქვს, რომ GAU ის ადგილია, სადაც ექსკლუზიურად, მხოლოდ ერთხელ გეძლევა შანსი ისწავლო ის, რაც ნამდვილად საჭიროა და ის, რასაც თავად გახდი საჭიროდ ქართულ ბაზარზე..."

პროფესორები და ლექტორები

უჩა ძიმისტარიშვილს აქვს სამუშაო გამოცდილება, როგორც საჯარო სექტორში, ასევე კერძო და არასამთავრობო სექტორებში. უჩა ძიმისტარიშვილი არის ახალგაზრდული ორგანიზაცია „პირველების“ (2005 წლიდან) და ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია - საქართველოს (2008 წლიდან) ერთ-ერთი დამფუძნებელი...

ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლა

რატომ GAU-ს ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლა?

GAU-ს ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის საბაკალავრო პროგრამა შედგენილია უახლესი სტანდარტების გათვალისწინებითა და ტექნოლოგიური პროგრესის ფეხდაფეხ ისეთ სწრაფადგანვითარებად დარგებში როგორიც არის ინფორმატიკამშენებლობა და პროექტირება კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით, გარემოს ინჟინერია და უსაფრთხოება და ზღვის გეოლოგია. GAU-ს ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის ბაკალავრი იქნება ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე კონკურენტული მაღალკვალიფიციური სპეციალისტი და ამავე დროს დარგობრივი ინგლისურის აქტიური ცოდნით იქნება აღჭურვილი.

დასაქმების პერსპექტივა

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ინჟინერიის სფეროებში ადგილობრივი კადრების აღზრდა და დასაქმება დღეს სახელმწიფო პრიორიტეტია, რასაც ამ მიმართულებით გაზრდილი სასწავლო გრანტებიც მოწმობს. GAU-ს ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის ბაკალავრიატის სრული კურსის ათვისება შესაძლებლობას აძლევს ბაკალავრს წარმატებით იმუშაოს ადგილობრივ, უცხოურ და შერეულ სახელმწიფო და კერძო კომპანიებში. GAU-ს დასაქმების ცენტრი კი აქტიურად მუშაობს იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს სასურველი სამუშაო ადგილების პოვნაში.

უფასო მაგისტრატურა და დოქტორანტურა აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში

GAU-ს ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის ბაკალავრიატის წარჩინებით დამთავრების შემთხვევაში, GAU-ს რეკომენდაციის საფუძველზე შესაძლებლობა მოგეცემა უფასოდ გაიარო სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში. GAU ერთადერთი უნივერსიტეტია საქართველოში, რომლის GAU-ს ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის პროგრამაც თანხვედრილია ამერიკის წამყვანი უნივერსიტეტების შესაბამის სასწავლო პროგრამასთან, რაც ნიშნავს, რომ ამერიკის უნივერსიტეტებში იმავე მიმართულებით სწავლის გაგრძელების შემთხვევაში GAU-ს სტუდენტს არ მოუწევს დამატებითი საგნების ჩაბარება კრედიტების მისაღებად, სწორედ ამ კომპონენტის არსებობის საშუალებით გახდა შესაძლებელი GAU-სა და აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის უნიკალური პროგრამის შემუშავება.

GAU-ს ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლა წარმატებებს გისურვებთ!