• უპირატესობები ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლა

GAU-ს კურსდამთავრებულები

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურა

ვფიქრობ, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე, როდესაც ჩემი სტუდენტური წლები GAU-ს დავუკავშირე. GAU-ში მიღებული, ცოდნა არის მომავალში კარიერული წინსვლის გარანტი. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) სწორედ ის ადგილია სადაც ყველა პირობაა, შენი პროფესიული...

პროფესორები და ლექტორები

ალექსანდრე მუშაობს სასწავლო პროგრამებსა და სახელმძღვანელოებზე კომპიუტერულ ტექნოლოგიებში, არის არქიტექტორი, Autodesk-ის და Graphisoft-ის საერთაშორისო სასწავლო ცენტრის სერტიფიცირებული პედაგოგი...

უპირატესობები

პროფესიული ინგლისურის აქტიური ცოდნა

ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა, რომელსაც GAU-ს თითოეული სკოლის კურსდამთავრებული ფლობს, პროფესიული ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნაა. მიუხედევად იმისა, რომ ეროვნული გამოცდების ჩაბარებისას GAU-ში ჩასარიცხად ინგლისური ენის ცოდნის დონე საკმარისია აკმაყოფილებდეს კომპეტენციის მინიმალურ ზღვარს, GAU-ში ჩარიცხული სტუდენტი სპეციალობის დაუფლების პროცესში, სპეციალური პროგრამის დახმარებით, პირველი კურსიდანვე სწავლობს არჩეული პროფესიისათვის საჭირო ლექსიკასა და ფრაზეოლოგიას. უნივერსიტეტის დამთავრებისას სტუდენტი პროფესიონალია არა მხოლოდ არჩეულ საქმეში, არამედ ამ საქმიანობის შესაბამისი ინგლისური ენისა და ტერმინოლოგიის ცოდნაში, რაც მას დასაქმების ბაზარზე და უცხოეთში სწავლის გაგრძელების შემთხვევაში დიდ კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებს.

პროფესიული უნარ-ჩვევები და კომპეტენციები

GAU-ს ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის საბაკალავრო პროგრამა შედგენილია უახლესი სტანდარტების გათვალისწინებითა და ტექნოლოგიური პროგრესის ფეხდაფეხ ისეთ სწრაფადგანვითარებად დარგებში როგორიც არის ინფორმატიკამშენებლობა და პროექტირება კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით, გარემოს ინჟინერია და უსაფრთხოება და ზღვის გეოლოგია. ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის ბაკალავრი იქნება ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე კონკურენტული მაღალკვალიფიციური სპეციალისტი, ის არჩეული სპეციალობიდან გამომდინარე შეიძენს იმ აუცილებელ უნარ-ჩვევებს, რაც აუცილებელია თანამედროვე მსოფლიოსა და გარემოში შესაბამისი მიმართულებით მომუშავე სპეციალისტისათვის. გაეცანი იმ უნარ-ჩვევებს (კომპეტენციებს) რომლებსაც შეიძენ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ინჟინერიის სკოლაში სპეციალობის მიხედვით.

დასაქმების პერსპექტივა

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ინჟინერიის სფეროებში ადგილობრივი კადრების აღზრდა და დასაქმება დღეს სახელმწიფო პრიორიტეტია, რასაც ამ მიმართულებით გაზრდილი სასწავლო გრანტებიც მოწმობს. GAU-ს ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის ბაკალავრიატის სრული კურსის ათვისება შესაძლებლობას აძლევს ბაკალავრს წარმატებით იმუშაოს ადგილობრივ, უცხოურ და შერეულ სახელმწიფო და კერძო კომპანიებში. GAU-ს დასაქმების ცენტრი კი აქტიურად მუშაობს იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს სასურველი სამუშაო ადგილების პოვნაში.

უფასო მაგისტრატურა და დოქტორანტურა აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში

ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის ბაკალავრიატის წარჩინებით დამთავრების შემთხვევაში, GAU-ს რეკომენდაციის საფუძველზე შესაძლებლობა მოგეცემა უფასოდ გაიარო სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში. GAU ერთადერთი უნივერსიტეტია საქართველოში, რომლის ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის პროგრამაც თანხვედრილია ამერიკის წამყვანი უნივერსიტეტების შესაბამის სასწავლო პროგრამასთან, რაც ნიშნავს, რომ ამერიკის უნივერსიტეტებში იმავე მიმართულებით სწავლის გაგრძელების შემთხვევაში GAU-ს სტუდენტს არ მოუწევს დამატებითი საგნების ჩაბარება კრედიტების მისაღებად, სწორედ ამ კომპონენტის არსებობის საშუალებით გახდა შესაძლებელი GAU-სა და აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის უნიკალური პროგრამის შემუშავება.