GAU-ს კურსდამთავრებულები

საქართველოს ეროვნული ბანკი

ვფიქრობ, რომ GAU-ს Quant პროგრამამ მომცა საშუალება შემეძინა ის მნიშვნელოვანი უნარები, რომლებიც აუცილებელია კონკურენტულ გარემოში სასურველი მიზნის მისაღწევად. ამჟამად ვსწავლობ GAU-ს ბიზნეს სკოლის მაგისტრატურის Quant პროგრამაზე...

პროფესორები და ლექტორები

გიორგი გორაძე არის საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი და პარალელურად ხელმძღვანელობს მსჯავრდებულთა პირობით ვადამდე განთავისუფლების აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივ საბჭოს.

ალექსანდრე ველიჯანაშვილი

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
მიმართულება: ინფორმატიკა

ალექსანდრე ველიჯანაშვილი ინტერნეტ აკადემიის (internet-academy.org.ge) აღმასრულებელი დირექტორი და დისტანციური სწავლების მენეჯერია, არის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი.
 
ალექსანდრე მუშაობს სასწავლო პროგრამებსა და სახელმძღვანელოებზე კომპიუტერულ ტექნოლოგიებში, არის არქიტექტორი, Autodesk-ის და Graphisoft-ის საერთაშორისო სასწავლო ცენტრის სერტიფიცირებული პედაგოგი, სერტიფიცირებულია: AutoCAD2000, Autodesk MDT, CorelDraw, Adobe Photoshop და Netscape.
 
2011 წლიდან კითხულობს ლექციებს გაუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ინჟინერიის სკოლაში.
 
ალექსანდრე არის ავტორი წიგნებისა:
 
  • CAD-სისტემების სწავლების სპეციალური კურსი არქიტექტორებსა და დიზაინერებისათვის
  • AutoCAD2000 - პრაქტიკული კურსი
  • მულტიმედია და Web-დიზაინი, ნაწილი 1, Adobe Photoshop 6.0
  • მულტიმედია და Web-დიზაინი, ნაწილი 2, რასტრული ანიმაცია, Adobe ImageReady 3.0
  • AutoCAD2006 - ლექციების კურსი