ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
მიმართულება: ინფორმატიკა
ალექსანდრე ველიჯანაშვილი ინტერნეტ აკადემიის (internet-academy.org.ge) აღმასრულებელი დირექტორი და დისტანციური სწავლების მენეჯერია, არის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი.
ალექსანდრე მუშაობს სასწავლო პროგრამებსა და სახელმძღვანელოებზე კომპიუტერულ ტექნოლოგიებში, არის არქიტექტორი, Autodesk-ის და Graphisoft-ის საერთაშორისო სასწავლო ცენტრის სერტიფიცირებული პედაგოგი, სერტიფიცირებულია: AutoCAD2000, Autodesk MDT, CorelDraw, Adobe Photoshop და Netscape.
2011 წლიდან კითხულობს ლექციებს გაუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ინჟინერიის სკოლაში.
ალექსანდრე არის ავტორი წიგნებისა:
- CAD-სისტემების სწავლების სპეციალური კურსი არქიტექტორებსა და დიზაინერებისათვის
- AutoCAD2000 - პრაქტიკული კურსი
- მულტიმედია და Web-დიზაინი, ნაწილი 1, Adobe Photoshop 6.0
- მულტიმედია და Web-დიზაინი, ნაწილი 2, რასტრული ანიმაცია, Adobe ImageReady 3.0
- AutoCAD2006 - ლექციების კურსი