• კვლევითი ცენტრი სამეცნიერო კვლევები ბიზნესის ადმინისტრირების დარგში

GAU-ს კურსდამთავრებულები

საგარეო საქმეთა სამინისტრო

GAU-მ გამიწია რეკომენდაცია საგარეო საქმეთა სამინისტროში, რათა გამეარა პრაქტიკა ამერიკის დეპარტამენტში ჩემი ცოდნის ასამაღლებლად, პრაქტიკის დასრულებისთანავე დავინიშნე სტაჟიორად უსაფრთხოებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტში, სადაც ამჟამად ვმუშაობ...

პროფესორები და ლექტორები

რუსუდან ციციშვილი არის ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის დამფუძნებელი, ენების კათედრის გამგე, ლიბერალური განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის დეკანი, ბაკალავრიატის ინგლისური ფილოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი, GAU წიგნების აღმასრულებელი დირექტორი, სრული პროფესორი...

სამეცნიერო კვლევები ბიზნესის ადმინისტრირების დარგში

GAU-ს ბიზნესის სკოლის ბიზნეს კვლევების ცენტრი აწარმოებს სამეცნიერო კვლევებს ბიზნესის ადმინისტრირების ყველა მიმართულებით სახელდობრ: რაოდენობრივ და საერთაშორისო ფინანსების დარგში, პორტფელურ და უცხოურ პირდაპირ ინვესტიციების განხრით, აგრეთვე მენეჯმენტისა და მარკეტინგის სფეროებში. ამ საკითხების საკვლევად ხშირად გამოიყენება ბიზნესის მოდელირების სტოქასტური მეთოდები და ფაზი (fuzzy - არამკაფიო) სიმრავლეებისა და ფაზი ლოგიკის მიდგომები. ცალკე მიმართულებას წარმოადგენს საფონდო ბირჟებთან დაკავშირებული საკითხების კვლევა.
 
  • ცენტრის მიერ მოპოვებული სამეცნიერო მასალა აქტიურად გამოიყენება უნივერსიტეტის სასწავლო პროცესში. კერძოდ: ცენტრში დაცული მასალების საფუძველზე მზადდება ბიზნესის სკოლის სტუდენტთა სამაგისტრო, საკურსო ნაშრომები და დისერტაციები.
  • ცენტრის ბაზებზე, ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელთა ხელმძღვანელობით, პრაქტიკას გადიან ბიზნესის სკოლის სტუდენტები. მათი მუშაობის შედეგები განიხილება საუნივერსიტეტო კონფერენციებზე.
  • ცენტრი პერიოდულად ატარებს საერთაშორისო კონფერენციებს და სემინარებს, სადაც მოწვეულ მეცნიერებთან ერთად ინსტიტუტის თანამშრომლები წარმოადგენენ საკუთარ კვლევებს.
  • ცენტრი სისტემატურად აქვეყნებს ჩატარებული კვლევების შედეგებს როგორც იმპაქტ-ფაქტორიან საერთაშორისო ჟურნალებში, აგრეთვე ქართულ სამეცნიერო პერიოდიკაში.

გაეცანი ბიზნეს კვლევების ცენტრის მიერ განხორციელებულ სამუშაოებს.

book of Simbolic Management

stochastic analysis

  • თბილისის მეცნიერებისა და ინოვაციების 2016-წლის ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია 

შემთხვევითი პროცესებისა და მათემატიკური სტატისტიკის გამოყენებანი ფინანსურ ეკონომიკასა და სოციალურ მეცნიერებებში

2016, თბილისი, GAU
 
 
2017, თბილისი, GAU
 
2018, თბილისი, GAU
 
სადოქტორო ნაშრომები:

1. თამაზ უზუნაშვილი

პროექტების რეალური ოფციონების ფასდადება რობასტული საშუალო კვადრატული ჰეჯირებით

Real Option Valuation of the Project  with Robust Mean-variance Hedging

2. ნიკოლოზ გეგუჩაძე

ორგანიზაციის ფინანსური ანალიზი და მისი გაკოტრების რისკის შეფასება

The Financial Analysis of the Organization and Assessment of Risk of its Bankruptcy

3. ირაკლი ჭელიძე 

საკრედიტო რისკის შეფასების თანამედროვე მეთოდები

New Quantitative Method for Credit Risk Assessment

4. ნინო მენაბდე

ბიზნეს-სუბიექტის ზოგიერთი ეკონომიკური და ფინანსური მაჩვენებლების კვლევა (პროგნოზირება და მოდელირება თანამედროვე მეთოდებით)

Research of some economic and financial indicators of business subject (Forecasting)