GAU-ს კურსდამთავრებულები

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

ჩემი პროფესიული კარიერა გაგრძელდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც მომეცა შესაძლებლობა მემუშავა ჯერ პრესისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში, შემდეგ კი, ამავე სამინისტროს ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის დასავლეთ ევროპის სამმართველოში...

პროფესორები და ლექტორები

ქეთევან ნადირაშვილი 1999 წლიდან მოღვაწეობს საქართველოს ეროვნულ ბანკში. იგი აქტიურად არის ჩართული სებ–ის საერთაშორისო პროექტების განხორცილებაში და 2011 წლიდან მას უკავია ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობა...

მირიან ყენია

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ლექტორი
მიმართულება: ინფორმატიკა

მირიან ყენია არის მხატვარ-დიზაინერი, საფირმო სტილის, სარეკლამო ბანერების, რენდერების, 3D მოდელების ავტორი და შემსრულებელი, პროგრამების - 3D Studio Max, Corel Draw, Adobe Photoshop, Adobe Indesign, Adobe Illustrator, Adobe Premiere, Adobe After Effects, Pinacle Studio, Archicad-Autocad - სპეციალისტი.
 
მირიანი 2004 წლიდან მუშაობს სარეკლამო სფეროში, კერძოდ: ბეჭდვითი დიზაინის, სამგანზომილებიანი მოდელირებისა და ვიზუალიზაციის განხრით. მას აქვს სხვადასხვა კომპანიებში მუშაობის გამოცდილება თანამდებობებზე: გრაფიკული პროგრამების პედაგოგი, დიზაინერი, მთავარი დიზაინერი. მიღებული აქვს მონაწილეობა არაერთ კონკურსში, მათ შორის - პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე თავისუფლების მემორიალის შექმნა, ღვინის აღმართის რეკონსტრუქციის პროექტის შემუშავება და სხვა.
 
მირიანი აგრეთვე ასწავლის სარეკლამო და გრაფიკული დიზაინის კურსს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA).
 
მირიანის ინტერესებია მუსიკა, მხატვრული ლიტერატურა და ხელოვნება.