მირიან ყენია არის მხატვარ-დიზაინერი, საფირმო სტილის, სარეკლამო ბანერების, რენდერების, 3D მოდელების ავტორი და შემსრულებელი, პროგრამების - 3D Studio Max, Corel Draw, Adobe Photoshop, Adobe Indesign, Adobe Illustrator, Adobe Premiere, Adobe After Effects, Pinacle Studio, Archicad-Autocad - სპეციალისტი.
მირიანი 2004 წლიდან მუშაობს სარეკლამო სფეროში, კერძოდ: ბეჭდვითი დიზაინის, სამგანზომილებიანი მოდელირებისა და ვიზუალიზაციის განხრით. მას აქვს სხვადასხვა კომპანიებში მუშაობის გამოცდილება თანამდებობებზე: გრაფიკული პროგრამების პედაგოგი, დიზაინერი, მთავარი დიზაინერი. მიღებული აქვს მონაწილეობა არაერთ კონკურსში, მათ შორის - პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე თავისუფლების მემორიალის შექმნა, ღვინის აღმართის რეკონსტრუქციის პროექტის შემუშავება და სხვა.
მირიანი აგრეთვე ასწავლის სარეკლამო და გრაფიკული დიზაინის კურსს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA).
მირიანის ინტერესებია მუსიკა, მხატვრული ლიტერატურა და ხელოვნება.