GAU-ს კურსდამთავრებულები

Delta Systems

GAU-ში მიღებულმა განათლებამ საშუალება მომცა დამოუკიდებლად ამერჩია გზა წარმატებული კარიერისაკენ, რაც გამოცდილი პროფესორებისა და ლექტორების დამსახურებაა. ვფიქრობ, უნივერსიტეტში დანერგილი სწავლის ხარისხის მართვის ახალი სისტემა GAU-ელი სტუდენტების სახით კიდევ უფრო გაზრდის მაღალკვალიფიცირებული კადრების რაოდენობას არა მხოლოდ ქართულ, არამედ საერთაშორისო ბაზარზე...

პროფესორები და ლექტორები

უჩა ძიმისტარიშვილს აქვს სამუშაო გამოცდილება, როგორც საჯარო სექტორში, ასევე კერძო და არასამთავრობო სექტორებში. უჩა ძიმისტარიშვილი არის ახალგაზრდული ორგანიზაცია „პირველების“ (2005 წლიდან) და ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია - საქართველოს (2008 წლიდან) ერთ-ერთი დამფუძნებელი...

ელენე ღვინჯილია

2014 წლის გამოშვება
საქართველოს უზენაესი სასამართლო
ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის მთავარი სპეციალისტი

2014 წელს დავამთავრე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის ბაკალავრიატი სისხლის სამართლის სპეციალობის განხრით. ზევით აღნიშნული სამართლის დარგის საუკეთესო სპეციალისტად ჩამოყალიბებისათვის ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ყველანაირი პირობაა შექმნილი. ეს არის უნივერსიტეტი, რომელიც გთავაზობს სწავლების საერთაშორისო სტანდარტებს, ზრუნავს იმაზე, რომ თითოეულმა მისმა სტუდენტმა მიიღოს მაქსიმალური პროფესიული განათლება, რის საშუალებასაც იძლევა უნივერსიტეტში არსებული ,,იურიდიული კლინიკა”. ,,კლინიკაში” შევისწავლე კლიენტთან კონსულტაციის პრაქტიკული ასპექტები, მონაწილეობა მივიღე სხვადასხვა სამართლებრივი დოკუმენტების შედგენისა და მომზადების პროცესში. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ,,იურიდიული კლინიკის” სახელით 2014 წელს ვმონაწილეობდი იურიდიული კლინიკის კონფერენციაში, რომელიც ჩატარდა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის (JILEP) ფარგლებში, რომელსაც კურირებდა USAID-ი. ამ კონფერენციამ საშუალება მომცა გამეცნო სამართლის დარგში მოღვაწე უცხოელი სპეციალისტები. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და პროფესორების ხელშეწყობით სხვადასხვა დროს მონაწილეობა მაქვს მიღებული საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის ეგიდით გამართულ სემინარებში, კერძოდ: ,,დისკრიმინაციის აკრძალვის ევროპული სტანდარტები” და ,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების საკითხები”. ორივე სემინარში მონაწილეობისათვის გადმომეცა სერტიფიკატები. ასევე ვმონაწილებდი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პატრონაჟით ჩატარებულ კონფერენციაში, რომლის თემაც გახლდათ ,,მოქალაქეობა და მოქალაქეობის არქონა”.
 
უნივერსიტეტის პროფესორმა ბატონმა ზვიად კორძაძემ გამოსაშვებ ცერემონიაზე შემომთავაზა მასთან -,,კორძაძის საადვოკატო ბიურო”-ში სტაჟირების გავლა, რაც ჩემთვის დიდი პატივი გახლდათ და რაზეც სიამოვნებით დავთანხმდი.
ბაკალავრიატის დამთავრებისთანავე ჩავაბარე GAU-ს სამაგისტრო პროგრამაზე, სისხლის სამართლის სპეციალობის განხრით, რომლის არჩევანშიც უდიდესი როლი ითამაშა უნივერსიტეტის პროფესორმა ქალბატონმა ნინო გვენეტაძემ. მაგისტრატურა დავამთავრე წითელ დიპლომზე.
 
მიმაჩნია, რომ საქართველოში ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) იძლევა საუკეთესო განათლებას.
 
GAU-ს წარმატების ფორმულა მარტივია - გამოიყენე ის შანსი, რომელსაც ეს უნივერსიტეტი იძლევა!