GAU-ს კურსდამთავრებულები

თბილისის საკრებულო

2008 წელს პოლონეთში ჩატარდა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის იმიტირებული სასამართლო პროცესი, სადაც ვმონაწილეობდი სამ თანაკურსელთან ერთად GAU-ს დაფინანსებით, რამაც ჩვენთვის საკმაოდ წარმატებით ჩაიარა. ამავე წელს გავიარე იურიდიული დოკუმენტაციის შედგენის...

პროფესორები და ლექტორები

არჩილ იაკობაშვილი სწავლობდა ლივერპულისა (ინგლისი) და კონსტანცის (გერმანია) უნივერსიტეტებში შემდეგი მიმართულებებით: საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები; ფინანსები; სამართალმცოდნეობა. 2011 წელს მას მიენიჭა ეკონომიკის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი...

ნინო გორგიაშვილი

2013 წლის გამოშვება
ბიზნეს კონსულტანტი
Delta Systems

ჩემი ისტორიაც ამ სიტყვებით უნდა დაიწყოს: „ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ბაკალავრიატი დავამთავრე რაოდენობრივი ფინანსური ანალიზის (Quant) სპეციალობით''. ასეა, უკვე კურსდამთავრებული ვარ. ეს ის ეტაპია მომავალზე რომ გაფიქრებს, წარმატების ფორმულას ეძებ, რადგან ამბიციური გაუ-ელი ბაკალავრი ხარ და გინდა მიაღწიო „რაღაცას''.

მანამდე თვალს გადავავლებ სტუდენტურ წლებს და თავისუფლად ვიტყვი, რომ GAU-ში მიღებულმა განათლებამ საშუალება მომცა დამოუკიდებლად ამერჩია გზა წარმატებული კარიერისაკენ, რაც გამოცდილი პროფესორებისა და ლექტორების დამსახურებაა. ვფიქრობ, უნივერსიტეტში დანერგილი სწავლის ხარისხის მართვის ახალი სისტემა GAU-ელი სტუდენტების სახით კიდევ უფრო გაზრდის მაღალკვალიფიცირებული კადრების რაოდენობას არა მხოლოდ ქართულ, არამედ საერთაშორისო ბაზარზე.  
 
ბოლო კურსზე, მომავალზე და „რაღაცის'' მიღწევაზე ფიქრის დროს დავრწმუნდი, რომ შესაძლებლობები ფართოდ გვქონდა ყველას გახსნილი, რადგან ქართული კომპანიები GAU-ს სტუდენტებს პერსპექტიულ ახალგაზრდებად მიიჩნევენ. ამ დროს მუშაობა დავიწყე Delta Systems-ში, ERP (Enterprise Resourse Planning) პროექტების განხრით. ვფიქრობ, ეს ჩემი კარიერული მოგზაურობის პირველი ეტაპია, ხარისხიანი background-ით.
 
პროფესიული განვითარების დასაწყებად GAU მართლაც, რომ შესაფერისი ადგილია. მთავარია პირველი შტრიხი დავსვათ, სასიამოვნოდ გავაფერადოთ, საინტერესო და მრავალფეროვანი შტრიხები კი თავისით შეემატება.