GAU-ს კურსდამთავრებულები

,,Pepsico''

"პირველივე ლექციის შემდეგ მივხვდი, რომ გაუ იყო ნამდვილად ის რაც მე მინდოდა, უნივესიტეტი, სადაც შეგეძლო გესწავლა თანამედროვე ამერიკული ლიტერატურით, მოგესმინა პრაქტიკოსი და მაღალკვალიფიციური ლექტორების ლექციები და განვითარებულიყავი, როგორც ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტი..."

პროფესორები და ლექტორები

ნათია ნიშნიანიძემ დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი (ინგლისური ენისა და ლიტერატურის განხრით) და ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურა. 1986 წელს დაიცვა დისერტაცია...

გიორგი ჩინჩალაძე

2015 წლის გამოშვება
საქართველოს ეროვნული ბანკი
უფროსი რისკ მენეჯერი, ფინანსური ბაზრების დეპარტამენტი

2015 წელს დავამთავრე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) რაოდენობრივი ფინანსების განხრით (Quant).

მე-4 კურსზე ყოფნის დროს, საქართველოში პირველად ჩატარდა ჰარვარდის უნივერსიტეტის მიერ შედგენილი ბიზნეს ქეისების (ბიზნეს ამოცანების) ამოხსნის კონკურსი ''Harvard business case competition” სადაც GAU-ს სახელით მოასპარეზე გუნდის წევრი ვიყავი. კონკურსში მონაწილე 5 უნივერსიტეტის გუნდებს შორის, GAU-ს ჯგუფის წევრებმა გამარჯვება მოვიპოვეთ. გამარჯვება ბიზნეს ამოცანის ამოხსნისთვის გამოყენებულმა ანალიზმა და მეთოდებმა განაპირობა, რაც სხვა მონაწილე გუნდების ამოხსნისგან განსხვავებული იყო.

მე-3 კურსზე, ჩამოვაყალიბეთ GAU-ს პროგრამისტთა სამკაციანი გუნდი, რომელმაც 2013 წელს წარმატებით იასპარეზა მსოფლიო ჩემპიონატზე.

მე-3 კურსიდან დავიწყე სტაჟირება საქართველოს ეროვნულ ბანკში, სადაც სტაჟირების გავლის შემდეგ დავინიშნე რისკ მენეჯერის პოზიციაზე.

ვფიქრობ, რომ GAU-ს Quant პროგრამამ მომცა საშუალება შემეძინა ის მნიშვნელოვანი უნარები, რომლებიც აუცილებელია კონკურენტულ გარემოში სასურველი მიზნის მისაღწევად.

ამჟამად ვსწავლობ GAU-ს ბიზნეს სკოლის მაგისტრატურის Quant პროგრამაზე.