GAU-ს კურსდამთავრებულები

TBSC Consulting

სტუდენტობის განმავლობაში ვსარგებლობდი GAU-ს შიდა დაფინანსებით. რაც სტიმულს მაძლევდა მიმეღწია მეტი წარმატებისათვის.სტუდენტთა რეიტინგში მოწინავე პოზიციის გამო გამოსაშვებ ცერემონიაზე მომენიჭა Valedictorian-ის ტიტული, წარმოვადგინე 2014 წლის ბიზნესის კურსდამთავრებულები...

პროფესორები და ლექტორები

ირმა ღარიბაშვილი იყო სწავლებისა და სწავლის თანამედროვე მეთოდოლოგიების საკითხებში თრეინერი, ტასის ტემპუსის პროექტის "ტუნინგის მიდგომები საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში“ ჯგუფის წევრი...

ფარნაოზ ლომაშვილი

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ლექტორი
მიმართულება: საერთაშორისო ურთიერთობები

ფარნაოზ ლომაშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტი. საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1958 წელს, 1964 წელს მიიღო უფროსი მეცნიერ-მუშაკის წოდება, ხოლო სადოქტორო დისერტაცია 1971 წელს დაიცვა და მიიღო პროფესორის წოდება.

1958 წლიდან მუშაობდა პარტიის ისტორიის ინსტიტუტში, შემდეგ მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტში, 1973 წლიდან კი იყო პედაგოგიური უნივერსიტეტის კათედრის გამგე.  მისი სამუშაო მოიცავს ასევე 1986-1989 წლებში ბაქოს ამიერკავკასიის უნივერსიტეტსა და 2010 წლიდან ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში მუშაობას.