GAU-ს კურსდამთავრებულები

ნატოს სამეკავშირეო ოფისში (NATO Liaison Office)

GAU-ზე შევაჩერე არჩევანი ამერიკული სწავლების სისტემის გამო. ძალიან მომხიბლა იმ ფაქტმა, რომ ყველა საგანი ინგლისურ ენაზე ისწავლებოდა. GAU-მ ყველას მოგვცა შანსი თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული გამოცდილება მიგვეღო. მე პირადად მაქსიმალურად ვიყენებდი...

პროფესორები და ლექტორები

მიხეილ ჩხენკელმა ოქროს მედლით დაამთავრა თბილისის პირველი საშუალო სკოლა. მან წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, სადაც იგი იყო აკადემიკოს მუსხელიშვილის სახელობის სტიპენდიანტი. მიხეილ ჩხენკელმა...

მარიამ ტალიაშვილი

2015 წლის გამოშვება
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურა
სტაჟიორ-პროკურორი

ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU) ჩაბარება გადამაწყვეტინა მისმა მაღალმა ავტორიტეტმა, სისხლის სამართლში თეორიული ცოდნის და პრაქტიკული გამოცდილების მიღების სურვილმა. ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ვსწავლობდი 2011 წლიდან 2015 წლამდე, სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომაატიის სკოლაში. ამჟამად ვსწავლობ GAU- ში სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე. 
 
საქართველოში ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი არის ერთ-ერთი საუკეთესო უნივერისტეტი, რომელიც გთავაზობს საერთაშორისო სტანდარტებს და ასევე შესაძლებლობას გაძლევს იყო წარმატებული ადამიანი. მიმაჩნია, რომ GAU-ში გატარებული 4 წელი არის წარმატებისკენ გადადგმული ნაბიჯი, GAU-ში შევიძინე ის განათალება და პიროვნული თვისებები, რომლებიც დღესდღეობისთ აუცილებელია კარიერული ზრდისთვის, წარმატების და დასახული მიზნის მიღწევისთვის. GAU-ში გატარებული წლები ყველაზე სასიამოვნო წლებია ჩემთს ცხოვრებაში, რადგან სწრედ GAU-მ მომცა შესაძლებლობა გადამედგა პირველი ნაბიჯი პროფესიული კუთხით. GAU-ს უპარატესობაა კვალიფიციური ლექტორები, საუკეთესო თანამშრომლები და ძლიერი მენეჯმენტი.
 
GAU-ში სწავლის დროს მიღებული განათლება, დამეხმარა, რომ მესამე კურსის დამთავრების შემდეგ გამევლო პრაქტიკა საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოში, რამაც საშუალება მომცა პრაქტიკაში გამომეყენებია GAU-ში მოღებული ცოდნა.
 
2016 წელს წარმატებით ჩავაბარე ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციის განხრით, რის დასტურადაც მივიღე შესაბამისი სერტიფიკატი. ამვე წელს საქართველოს პროკურატურამ გამოაცხადა სტაჟიორ-პროკურორის კონკურსი, სადაც მონაწილება მივიღე და ასევე წარმატებით ჩავაბარე სტაჟიორ-პროკურორის გამოცდები.   დღესდღეობით, ვმუშაობ ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ პროკურატურაში სტაჟიორ-პროკუროად, იმ პერსპექტივით, რომ 1 წლის შემდეგ დავინიშნები პროკურორად და შესაძლებლობა მექნება მხარი დავუჭერო სახელმწიფო ბრალდებას.
 
ის რაც ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტს (GAU) სხვა უნივერსიტეტებისგან გამოარჩევს არის: 
  • მაღალი სწავლის დონე
  • სტუდენტებზე ორიენტირებული გარემო
  • ცოდნის და უნარჩვევების შეძენის შესაძლებლობა
  • სტუდენტური ცხოვრების შესაფერისი პირობები
  • ბიბლიოთეკა, სადაც ხელმისაწვდია ყველა საჭირო ლიტერატურა
  • მეგობრული გარემო  
ვფიქრობ, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე, როდესაც ჩემი სტუდენტური წლები GAU-ს დავუკავშირე. GAU-ში მიღებული, ცოდნა არის მომავალში კარიერული წინსვლის გარანტი. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) სწორედ ის ადგილია სადაც ყველა პირობაა, შენი პროფესიული მიზნის მისაღწევად. წარმატება იწყება GAU-თი.