GAU-ს კურსდამთავრებულები

ნატოს სამეკავშირეო ოფისში (NATO Liaison Office)

GAU-ზე შევაჩერე არჩევანი ამერიკული სწავლების სისტემის გამო. ძალიან მომხიბლა იმ ფაქტმა, რომ ყველა საგანი ინგლისურ ენაზე ისწავლებოდა. GAU-მ ყველას მოგვცა შანსი თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული გამოცდილება მიგვეღო. მე პირადად მაქსიმალურად ვიყენებდი...

პროფესორები და ლექტორები

1988 წელს რევაზ თევზაძემ ვილნიუსის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო 2003 წელს თბილისის ნ. მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტში - სადოქტორო დისერტაცია...

ქეთი კაპანაძე

2016 წლის გამოშვება
ნატოს სამეკავშირეო ოფისში (NATO Liaison Office)
პროექტის ასისტენტი

2016 წელს მაღალი აკადემიური მოსწრებით დავამთავრე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი, მარკეტინგის განხრით.

თავდაპირველად GAU-ზე შევაჩერე არჩევანი ამერიკული სწავლების სისტემის გამო. ძალიან მომხიბლა იმ ფაქტმა, რომ ყველა საგანი ინგლისურ ენაზე ისწავლებოდა.

GAU-ში მეგობრული გარემოს გარდა ყველაზე მეტად მომწონდა უნივერსიტეტის ხელშეწყობა სტუდენტების განვითარებისათვის, კერძოდ, ბოლო ორ კურსზე ლექციების უმეტესობა გვიტარდებოდა საღამოს საათებში, დღის პირველი ნახევარი კი სურვილისამებრ შეგვეძლო მუშაობისათვის დაგვეთმო. GAU-მ ყველას მოგვცა შანსი თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული გამოცდილება მიგვეღო. მე პირადად მაქსიმალურად ვიყენებდი არსებულ შესაძლებლობას და სწავლის პარალელურად აქტიურად ვზრუნავდი პროფესიული განვითარების ამაღლებაზე. ამჟამად ვმუშაობ ნატოს სამეავშირეო ოფისში (NATO Liaison Office).

არ შემიძლია გვერდი ავუარო GAU-ს ბიბლიოთეკაში არსებულ მაღალი დონის, მსოფლიოში აღიარებულ წიგნებს, რომლებიც 4-წლიანი სწავლის განმავლობაში ხშირად გამომიტანია არამარტო საგნის სახელმძღვანელოს სახით, არამედ დამატებით საკითხავ მასალად.

ყველაზე ძვირფასი კი რაც GAU-მ მომცა არის მეგობრები და დაუვიწყარი მოგონებები.