GAU-ს კურსდამთავრებულები

შპს "სერა"

"ის ცოდნა და განათლება, რომელმაც ჩემი დასაქმება უზრუნველყო, პირველ რიგში ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის დამსახურებაა. ვფიქრობ, გაუ-ს სახელი და პრესტიჟი, რომელიც მას დამკვიდრებული აქვს საქართველოში, მისი დამფუძნებლების სწორი მიდგომისა და დეკანებისა და ადმინისტრაციის კარგი მენეჯმენტის დამსახურებაა..."

პროფესორები და ლექტორები

მაია დიასამიძე პედაგოგიურ მუშაობას ეწევა 2001 წლიდან. ასწავლიდა ინგლისურ ენას დიპლომატიურ აკადემიაში (2001-2010წ.) შავი ზღვის უნივერსიტეტში (2007წ.) ენების დიპლომატიისა და სამართლის სკოლაში (2001-2010წ). 2005 წელს გაიარა ტრენინგი ,,თანამედროვე პედაგოგიური ტექნოლოგიები“...

რევაზ თევზაძე

ქართულ ამერიკული უნივერსიტეტის სრული პროფესორი
მიმართულება: ფინანსური მათემატიკა

რევაზ თევზაძემ წარჩინებით დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი და თსუ მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტის მათემატიკური ფიზიკისა და დიფერენციალური განტოლებების კათედრის ასპირანტურა.

1988 წელს რევაზ თევზაძემ ვილნიუსის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო 2003 წელს თბილისის ნ. მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტში - სადოქტორო დისერტაცია

რევაზ თევზაძე სხვადასხვა დროს კითხულობდა ლექციებს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.

რევაზ თევზაძე 50-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, მისი სამეცნიერო ინტერესებია სტოქასტური ანალიზი, ოპტიმალური მართვის თეორია, ფინანსური მათემატიკა და მათემატიკური ფიზიკა.