• სასწავლო პროგრამები ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლა

GAU-ს კურსდამთავრებულები

Chardin Art Gallery

2014 წელს მაღალი აკადემიური მოსწერებით და GAU-ს რეკომენდაციით დავიწყე სტაჟირება საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში. კოორდინაციის დეპარტამენტში 4 თვის განმავლობაში გავდიოდი...

პროფესორები და ლექტორები

ნუგზარ დურმიშიძე იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს დეპარტამენტის მეორე მდივანი, რეგიონული თანამშრომლობის დეპარტამენტის პირველი მდივანი და სამხრეთ კავკასიის სამმართველოს უფროსი, 008-2012 წლებში - საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი საპქრლამენტო კომისიის აპარატის თანამშრომელი...

ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამა

პროგრამის სახელწოდება

ინფორმატიკა (მულტიმედიური დიზაინი) 

საფეხური

ბაკალავრიატი

მისანიჭებელი კვალიფიკაცია

ინჟინერიის ბაკალავრი ინფორმატიკაში

პროგრამის ხელმძღვანელი

ნინო კარბელაშვილი

დაწვრილებითი ინფორმაცია პროგრამის ხელმძღვანელის კვალიფიკაციას, მის სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით მოცემულია პროგრამაზე თანდართულ დოკუმენტებში.

პროგრამის მოცულობა

ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში სტუდენტმა უნდა დააგროვოს 240 კრედიტი კვალიფიკაციის მისაღებად. 

ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამა სტუდენტს აძლევს  არჩევანის შესაძლებლობას, დაგეგმოს საკუთარი პროფილი. პროგრამა შედგება სავალდებულო, არჩევითი და თავისუფალი კომპონენტებისაგან.

ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლების სტანდარტული ხანგრძლივობა არის 4 წელი, 8 სემესტრი.

წლის განმავლობაში სტუდენტი აგროვებს 60 კრედიტს, ე.ი სემესტრში 30 კრედიტს, თუმცა სტუდენტის ინდივიდუალური დატვირთვიდან გამომდინარე წელიწადში კრედიტების რაოდენობა შეიძლება იყოს 60 კრედიტზე მეტი ან ნაკლები, მაგრამ არაუმეტეს 75 კრედიტისა. 

სავალდებულო სასწავლო კომპონენტში სტუდენტი აგროვებს 207 კრედიტს. 

არჩევით კომპონენტში სტუდენტი აგროვებს 33 კრედიტს. არჩევითი სასწავლო კომპონენტი შედგება სპეციალობის არჩევითი სასწავლო კურსებისგან 39 კრედიტის მოცულობით და ზოგადი უნარების განსავითარებელ სასწავლო კურსებისაგან 24 კრედიტის მოცულობით. 

თავისუფალ კომპონენტი მოიცავს 18 კრედიტს, რომლის  დაგროვებაც სტუდენტს შეუძლია პროგრამის არჩევითი კომპონენტის ნაცვლად ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლაში ან ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში არსებული სხვა იმავე საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამიდან; საქართველოს  სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებული აკრედიტებული იმავე საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამიდან; უცხოეთის უმაღლეს სასწავლებელში არსებული იმავე საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამიდან, თუ ეს კრედიტები შესაბამისად აღიარებული იქნება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით.  

პროგამა ითვალისწინებს კვლევით კომპონენტსაც (საკვალიფიკაციო პროექტი) 18 კრედიტის მოცულობით. 

სწავლების ენა

ქართული და ინგლისური 

პროგრამის მიზანი 

საბაკალავრო პროგრამის მიზანია გამოუმუშაოს სტუდენტებს:

  • სისტემური შეხედულება სფეროზე, კომპიუტერულ  ტექნოლოგიებზე, მათი შექმნისა და ანალიზის პროცესებზე;
  • კომპიუტერული ტექნოლოგიების ძირითადი მეთოდების ღრმა ცოდნა, ამ მეთოდების ფართო გამოყენება;
  • პრაქტიკულ პროექტებში მონაწილეობის უნარ-ჩვევები;
  • კომპიუტერული ტექნოლოგიების ინტენსიურად განვითარების გარემოში ადაპტირების უნარი;
  • ღრმა ფუნდამენტური  და პრაქტიკული ცოდნა, სწრაფი ორიენტირების და ეფექტური გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • პროგრამის მიზანია მომზადდეს სპეციალისტი, რომელსაც შეეძლება მულტიმედიური და ვებ პროექტების შექმნა, მართვა და გამოყენება სხვადასხვა ფიზიკური და საინჟინრო პროცესების მოდელირებაში, კომერციულ, სარეკლამო და მედია სფეროში, შემოქმედებით საქმიანობაში; 

პროგრამა აგრეთვე მიზნად ისახავს მულტიმედიური და ვებ ტექნოლოგიების მართვის და გამოყენების უნარჩვევების გამომუშავებას ბიზნეს გარემოში, სამეცნიერო, საინჟინრო და ინოვაციურ საგანმანათლებლო გარემოში. 

პროგრამაზე დაშვების წინა პირობა 

ბაკალავრიატში სწავლის უფლება აქვს მხოლოდ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელს ან მასთან გათანაბრებულ პირს, რომელიც ჩაირიცხება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე და ჩაბარებული აქვს გამოცდა ინგლისურ ენაში.

დასაქმების სფერო

ინჟინერიის ბაკალავრს ინფორმატიკაში, შეუძლია წარმატებით იმუშაოს ნებისმიერ ორგანიზაციაში, როგორიცაა:

კომერციული, სახელმწიფო, სამეცნიერო, საინჟინრო, სარეკლამო, საგანმანათლებლო, საბანკო ან სხვა ორგანიზაციები.

ინჟინერიის ბაკალავრი ინფორმატიკაში უპირატესად მომზადებულია კომპიუტერული ტექნოლოგიების, დიზაინის და მენეჯმენტის მეთოდების გამოყენებისა და პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა-გამოყენებისათვის. მას შეუძლია იმუშაოს  შემდეგ პოზიციებზე: დაბალი და საშუალო დონის პროგრამისტ–დიზაინერი, დიზაინერ–მენეჯერი, პროგრამისტ–მენეჯერი,  და სხვა.

საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულს უფლება აქვს სწავლა გააგრძელოს სამაგისტრო პროგრამით, რომელიც ორიენტირებულია შემდგომი დონის სპეციალისტის მომზადებაზე. 

სწავლის შედეგები/კომპეტენციები (ზოგადი და დარგობრივი)

ზოგადი კომპეტენციები:

  • ცოდნა და გაცნობიერება – სფეროს ფართო ცოდნა, რომელიც მოიცავს თეორიებისა და პრინციპების კრიტიკულ გააზრებას. სფეროს კომპლექსური საკითხების გაცნობიერება;
  • ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი – სფეროსათვის დამახასიათებელი და ასევე ზოგიერთი გამორჩეული მეთოდის გამოყენება პრობლემების გადასაჭრელად, კვლევითი ან პრაქტიკული ხასიათის პროექტის განხორციელება წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად;
  • დასკვნის უნარი – სფეროსათვის დამახასიათებელი მონაცემების შეგროვება და განმარტება, ასევე განყენებული მონაცემებისა და/ან სიტუაციების ანალიზი სტანდარტული და ზოგიერთი გამორჩეული მეთოდის გამოყენებით, დასაბუთებული დასკვნის ჩამოყალიბება;
  • კომუნიკაციის უნარი – იდეების, არსებული პრობლემებისა და გადაჭრის გზების შესახებ დეტალური წერილობითი ანგარიშის მომზადება და ინფორმაციის სპეციალისტებისა და არასპეციალისტებისათვის ზეპირად გადაცემა ქართულ და უცხოურ ენებზე, თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შემოქმედებითად გამოყენება;
  • სწავლის უნარი – საკუთარი სწავლის პროცესის თანმიმდევრულად და მრავალმხრივად შეფასება, შემდგომი სწავლის საჭიროებების დადგენა;
  • ღირებულებები – ღირებულებების ფორმირების პროცესში მონაწილეობა და მათ დასამკვიდრებლად სწრაფვა.  

დარგობრივი კომპეტენციები:               

ცოდნა და გაცნობიერება

კომპიუტინგის სფეროს ფართო ცოდნა, რომელიც მოიცავს ალგორითმიკას, ინფორმაციულ ტექნოლოგიებს, დაპროგრამების ტექნოლოგიების, მულტიმდიური და ვებ ტექნოლოგიების თეორიისა და პრინციპების ცოდნას, კომპიუტერული გრაფიკის, ანიმაციის და დაპროექტების ორ და სამგანზომილებიანი სისტემების ცოდნას, კრიტიკულ გააზრებას. დიზაინის–ინჟინერიის კომპლექსური საკითხების გაცნობიერებას; ზოგადი მენეჯმენტისა და მარკეტინგის, პროექტების მართვის და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ცოდნას, შესაბამისი ტერმინოლოგიის ცოდნას; 

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი 

კომპიუტინგის სფეროსათვის დამახასიათებელი დაპროგრამების, დიზაინისა და მენეჯმენტის ზოგიერთი გამორჩეული მეთოდის გამოყენება პრობლემების გადასაჭრელად, პროგრამული(Iთ) პროექტების განხორციელება წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად. 

  • საპროექტო ამოცანების ანალიზი და ინფორმაციის სისტემატიზება;
  • პროგრამული პროდუქტის შექმნა;
  • მულტიმედიური ინტერდისციპლინარული და  საგანმანათლებლო ინტერაქტიული პროექტების შექმნა;
  • სხვადასხვა ფიზიკური და საინჟინრო პროცესების 3D მოდელირება და ვიზუალიზება;
  • ტექნოლოგიური პროცესების ანიმაციური მოდელირება;
  • მულტიმედიური და ვებ პროექტების ვიზუალური დიზაინი;
  • სხვადასხვა დარგში მულტიმედიური ტექნოლოგიების გამოყენების და დანერგვის ამოცანების შემოქმედებითად გადაწყვიტა;
  • ორგანიზაციის საფირმო სტილის შექმნა;
  • ფირმის ან პროექტის სარეკლამო რგოლის შექმნა;
  • მულტიმედიური სალექციო და თვალსაჩინო მასალის დაპროექტება;
  • პროექტისათვის საჭირო მასალის, გრაფიკული, აუდიო–ვიდეო, ტექსტური, კონცეპტუალური მონაცემების განსაზღვრის, შეგროვების, გაანალიზებისა და დამუშავების უნარი;
  • პროექტის მიზნისა და ამოცანების ფორმულირების, შედეგების ურთიერთკავშირის განსაზღვრის უნარი;
  • პროექტისათვის საჭირო ადამიანური და ტექნიკური რესურსების განსაზღვრის უნარი;
  • ოპერაციულ და ტაქტიკურ დონეზე გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • დიზაინის, დაპროექტების. დაპროგრამების პრობლემების გადასაწყვეტად ყველა შესაბამისი წყაროს მოძიების, განმარტებისა და გამოყენების უნარი;
  • კომპლექსური დაპროგრამების და დიზაინის ამოცანების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში დამოუკიდებლად მოქმედების უნარი 

დასკვნის უნარი

  • კომპიუტინგის/ინფორმატიკის სფეროსათვის დამახასიათებელი მონაცემების შეგროვება და განმარტება, ასევე განყენებული მონაცემებისა და/ან სიტუაციების ანალიზი სტანდარტული და ზოგიერთი გამორჩეული მეთოდის გამოყენებით, დასაბუთებული დასკვნის ჩამოყალიბება;

კომუნიკაციის უნარი

  • იდეების, არსებული პრობლემებისა და გადაჭრის გზების შესახებ დეტალური წერილობითი ანგარიშის მომზადება და ინფორმაციის სპეციალისტებისა და არასპეციალისტებისათვის ზეპირად გადაცემა ქართულ და უცხოურ ენებზე, თანამედროვე კომპიუტერული, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შემოქმედებითად გამოყენება. 

სწავლის უნარი

  • საკუთარი სწავლის პროცესის თანმიმდევრულად და მრავალმხრივად შეფასება, შემდგომი სწავლის საჭიროებების დადგენა. 

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები

ევრისტიკული მეთოდი, პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება, დემონსტრირების მეთოდი, ინდუქცია, დედუქცია, ანალიზი და სინთეზი, ახსნა–განმარტებითი მეთოდი, ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება, ვერბალური ანუ ზეპირსიტყვიერი მეთოდი, წიგნზე მუშაობის მეთოდი, წერითი მუშაობის მეთოდი, დისკუსია, დებატები, ჯგუფური მუშაობა, ელექტრონული სწავლება, გონებრივი იერიში.

შეფასების სისტემა

სტუდენტის მიერ შესაბამის სასწავლო კურსში კრედიტების მიღება/დაგროვება შესაძლებელია მხოლოდ სასწავლო კურსის სილაბუსით გათვალისწინებული  სამუშაოს წარმატებით დასრულებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ერთ-ერთი დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში 

სასწავლო კურსის მაქსიმალური შეფასება 100 ქულაა, რომელიც უტოლდება საბოლოო შეფასების 100 პროცენტს. 

სტუდენტთა შეფასება განისაზღვრება შემდეგი შეფასების სისტემის მიხედვით:

დადებითი შეფასებები:

(A) ფრიადი - მაქსიმალური შეფასების 91% და მეტი:

(B) ძალიან კარგი - მაქსიმალური შეფასების 81-90%:

(C) კარგი - მაქსიმალური შეფასების 71-80%:

(D) დამაკმაყოფილებელი - მაქსიმალური შეფასების 61-70%:

(E) საკმარისი - მაქსიმალური შეფასების 51-60%:

უარყოფითი შეფასებები:

(FX) ვერ ჩააბარა - მაქსიმალური შეფასების 41- 50%;

(F) ჩაიჭრა - მაქსიმალური შეფასების 40% და ნაკლები;

(FX) ვერ ჩააბარა - უარყოფითი შეფასების მქონე სტუდენტს უფლება აქვს დამოუკიდებელი მუშაობის შემდეგ კიდევ ერთხელ გავიდეს დამატებით დასკვნით გამოცდაზე;

(F) ჩაიჭრა - უარყოფითი შეფასების მქონე სტუდენტ ვალდებულია ახლიდან გაიაროს სასწავლო კურსი;

სტუდენტს შეუძლია მთელი სასწავლო პროცესის განმავლობაში ერთი და იგივე სასაწავლო კურსი აიღოს მხოლოდ ორჯერ, მათ შორის, მიღებული დადებითი შეფასების გაუმჯობესების მიზნითაც;

სასწავლო კურსში სტუდენტის შეფასება წარმოებს მთელი სასწავლო სემესტრის განმავლობაში. შესაბამისად, სტუდენტის საბოლოო შეფასება წარმოადგენს შუალედური შეფასებებისა და დასკვნითი გამოცდის შეფასების ჯამს;

დასკვნითი გამოცდის შეფასების ქულაა 40, დანარჩენი 60 ქულა ნაწილდება შუალედური შეფასებების მიხედვით;

შუალედურ შეფასებაში სავალდებულოა ორი შუალედური გამოცდის გათვალისწინება, რომელთა შეფასებათა ჯამი 40 ქულის ტოლია (თითოეული 20-20 ქულა);

შუალედური შეფასების 20 ქულის განაწილება, რომელიც შეიძლება მოიცავდეს რამოდენიმე ტესტირებას, სემინარებზე, პრაქტიკულ მეცადინოებებზე აქტივობას, წარმოებს სასწავლო კურსის სპეციფიკიდან გამომდინარე და დეტალურად გაიწერება სილაბუსში კურსის წამყვანი პროფესორის მიერ; 

დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს, რომელსაც შუალედური შეფასებებისა და დასკვნითი გამოცდის მაქსიმალური ქულის გათვალისწინებით უგროვდება 51 ქულა; 

სტუდენტი დამატებით დასკვნით გამოცდაზე გადის იმავე სემესტრში. დასკვნით და შესაბამის დამატებით დასკვნით გამოცდებს შორის შუალედი არ შეიძლება იყოს 10 დღეზე ნაკლები; 

სტუდენტის საბოლოო რეიტინგის დასადგენად და მათ წასახალისებლად სასწავლო პროცესის დასრულებისას გამოითვლება კუმულატიური ქულა (კუმულატიური ქულის გამოთვლა ხორციელდება ყოველი სემესტრის ბოლოსაც).

კუმულატიური ქულის გამოთვლა შემდეგნაირად განხორციელდეს: ყოველ სასწავლო კურსში სტუდენტის მიერ მიღებული ქულის რაოდენობრივი მაჩვენებელი გამრავლდეს ამ სასწავლო კურსისათვის განკუთვნილი კრედიტის რაოდენობაზე და შემდეგ ამ რიცხვების საერთო ჯამი გაიყოს სტუდენტის მიერ დაგროვილი კრედიტების რაოდენობაზე.

პროგრამის განსახორციელებლად მისაღწევი რესურსები

მატერიალური რესურსი:

  • კანონმდებლობით გათვალისწინებული ფართი (სასწავლო და დამხმარე);
  • სათანადო ინვენტარით აღჭურვილი აუდიტორიები, საკონფერენციო დარბაზები, აკადემიური პერსონალის სამუშაო ოთახები, ადმინისტრაციის მუშაობისათვის განკუთვნილი ფართი;
  • ელექტროენერგიის მიწოდების უწყვეტი სისტემა;
  • სველი წერტილები;
  • ბუნებრივი განათება;
  • გათბობის საშუალებები;
  • ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმები და ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარი;
  • ევაკუაციის გეგმა;
  • სამედიცინო დახმარების მექანიზმები (სამედიცინო კაბინეტი);
  • წესრიგის დაცვის უზრუნველყოფის მექანიზმები (უნივერსიტეტის დაცვა);
  • კომპიუტერთა სათანადო რაოდენობა და ინტერნეტით სარგებლობის შესაძლებლობა;
  • საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სახელმძღვანელოებითა და თანამედროვე საინფორმაციო–საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით აღჭურვილი ბიბლიოთეკა;  

ადამიანური რესურსი:

  • აკადემიური პერსონალი შერჩეული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და მათი კვალიფიკაციის გათვალისწინებით.
  • მკვლევარებად და მასწავლებლებად უნივერსიტეტში მოწვეულნი არიან შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პრაქტიკოსი მუშაკები და სამეცნიერო ხარისხის მქონე პირები.

დანართი 1: პროგრამის სასწავლო გეგმა და შედეგების რუქა.
დანართი 2: CV -  ნინო  კარბელაშვილი

ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამის კურსებისა და სილაბუსების ჩამონათვალი