• სწავლის საფასური ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლა

GAU-ს კურსდამთავრებულები

ფინანსური ანალიტიკოსი

GAU-ს განათლების სისტემა მორგებულია საერთაშორისო სტანდარტებს, გრაფიკი კი ხელს უწყობს სტუდენტებს სწავლის პერიოდშივე დასაქმდნენ. GAU თითოეულ სტუდენტს აძლევს საშუალებას მაქსიმალურად გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობი და უმზადებს მყარ საფუძველს...

პროფესორები და ლექტორები

გიორგი გორაძე არის საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი და პარალელურად ხელმძღვანელობს მსჯავრდებულთა პირობით ვადამდე განთავისუფლების აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივ საბჭოს.

სწავლის საფასური

 

GAU-ს ინფორმაციული ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამაზე ერთი წლის საფასური შეადგენს - 3400 ლარს.

ინფორმაციული ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამა სულ შედგება 120 კრედიტისგან და გადანაწილებულია 2 აკადემიურ წელიწადზე.


 

2016 წელს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტში (GAU) ამოქმედდა GAU-გრანტი სამაგისტრო პროგრამებისთვის. 

სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებს GAU-გრანტით სარგებლობა შეუძლიათ შემდეგი პრინციპით:

  • თუ თქვენ GAU-ს საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული ხართ, სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტისგან მიიღებთ GAU-გრანტს სწავლის გადასახადის 20%-ის ოდენობით სწავლების მთელი პერიოდის განმავლობაში;
  • თუ თქვენ სხვა უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამა გაქვთ დამთავრებული, ასევე გაქვთ GAU-გრანტის მოპოვების შანსი:
    • თქვენი საერთო სამაგისტრო გამოცდის საგრანტო ქულა* უნდა აღემატებოდეს ან უდრიდეს 40-ს, იმისთვის, რომ მიიღოთ GAU-გრანტი სწავლის გადასახადის 20%-ის ოდენობით სწავლების მთელი პერიოდის განმავლობაში;   
    • თქვენი საერთო სამაგისტრო გამოცდის საგრანტო ქულა* უნდა შეადგენდეს 35-39-ს, იმისთვის, რომ GAU-სგან მიიღოთ GAU-გრანტი სწავლის გადასახადის 15%-ის ოდენობით სწავლების მთელი პერიოდის განმავლობაში. 

* რა არის საერთო სამაგისტრო გამოცდის საგრანტო ქულა?

საერთო სამაგისტრო გამოცდის საგრანტო ქულა არის სამაგისტრო გამოცდის ტესტის თითოეულ ნაწილში მიღებული კონკრეტული ქულების (გამოცდის ტესტის თითოეული ნაწილის ნორმირებული ქულა გამრავლებული უნივერსიტეტის მიერ მისთვის მინიჭებულ საგრანტო კოეფიციენტზე) ჯამი.

ნიმუში:

საერთო სამაგისტრო გამოცდის ქულის გამოთვლა

ვთქვათ, GAU-ს მიერ საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის მინიჭებული საგრანტო კოეფიციენტია: 15; 15; 15; 15 თითოეულ ნაწილზე შესაბამისად

კონკურსანტის შედეგები საერთო სამაგისტრო გამოცდაში:

  • რაოდენობრივი მსჯელობა - 18 (მაქს. ქულა 20)
  • ლოგიკური მსჯელობა - 13 (მაქს. ქულა 17)
  • ანალიტიკური წერა - 14 (მაქს. ქულა 20)
  • წაკითხულის გააზრება - 19 (მაქს. ქულა 21)

 

როგორ ითვლება საერთო სამაგისტრო გამოცდის საგრანტო ქულა? 

საერთო სამაგისტრო გამოცდის საგრანტო ქულა ითვლება შემდეგნაირად: გამოცდის თითოეული ნაწილის ნორმირებული ქულა (მიღებული ქულა გაყოფილი მაქსიმალურ ქულაზე) მრავლდება შესაბამის საგრანტო კოეფიციენტზე (15) და ჯამდება:

1820*15 + 1317*15 + 1420*15 + 1920*15 = 13.5 + 11.5 + 10.5 + 13.6 = 49.1

 


 

გაეცანი იაფი სტუდენტური სესხების პაკეტს