GAU-ს ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის საბაკალავრო პროგრამა შედგენილია უახლესი სტანდარტების გათვალისწინებითა და ტექნოლოგიური პროგრესის ფეხდაფეხ ისეთ სწრაფადგანვითარებად დარგებში როგორიც არის ინფორმატიკა, მშენებლობა და პროექტირება კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით, გარემოს ინჟინერია და უსაფრთხოება და ზღვის გეოლოგია. GAU-ს ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის ბაკალავრი იქნება ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე კონკურენტული მაღალკვალიფიციური სპეციალისტი და ამავე დროს დარგობრივი ინგლისურის აქტიური ცოდნით [1] იქნება აღჭურვილი.
საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ინჟინერიის სფეროებში ადგილობრივი კადრების აღზრდა და დასაქმება დღეს სახელმწიფო პრიორიტეტია, რასაც ამ მიმართულებით გაზრდილი სასწავლო გრანტებიც მოწმობს. GAU-ს ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის ბაკალავრიატის სრული კურსის ათვისება შესაძლებლობას აძლევს ბაკალავრს წარმატებით იმუშაოს ადგილობრივ, უცხოურ და შერეულ სახელმწიფო და კერძო კომპანიებში. GAU-ს დასაქმების ცენტრი [2] კი აქტიურად მუშაობს იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს სასურველი სამუშაო ადგილების პოვნაში.
GAU-ს ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის ბაკალავრიატის წარჩინებით დამთავრების შემთხვევაში, GAU-ს რეკომენდაციის საფუძველზე შესაძლებლობა მოგეცემა უფასოდ გაიარო სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში [3]. GAU ერთადერთი უნივერსიტეტია საქართველოში, რომლის GAU-ს ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის პროგრამაც თანხვედრილია ამერიკის წამყვანი უნივერსიტეტების შესაბამის სასწავლო პროგრამასთან, რაც ნიშნავს, რომ ამერიკის უნივერსიტეტებში იმავე მიმართულებით სწავლის გაგრძელების შემთხვევაში GAU-ს სტუდენტს არ მოუწევს დამატებითი საგნების ჩაბარება კრედიტების მისაღებად, სწორედ ამ კომპონენტის არსებობის საშუალებით გახდა შესაძლებელი GAU-სა და აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის უნიკალური პროგრამის შემუშავება [3].
ბმულები:
[1] http://gau.ge/ge/admissions/skills-and-competences
[2] http://gau.გe/ge/career-services
[3] http://gau.ge/ge/schools/natural-sciences-and-engineering/bachelors/gau-and-us-leading-universities