GAU-ს კურსდამთავრებულები

თიბისი ბანკი

"GAU-მ გვასწავლა ყველა სიტუაციას შევხედოთ სხვადასხვა კუთხიდან, ვიაზროვნოთ მოცემული ჩარჩოების გარეთ, ვიპოვოთ ორიგინალური და კრეატიული გადაწყვეტილება ნებისმიერი პრობლემისათვის, არასოდეს შევწყვიტოთ ცდა რომ შევცვალოთ სიტუაცია ჩვენს ირგვლივ და ყოველთვის ვისწრაფოდეთ უკეთესისაკენ..."

პროფესორები და ლექტორები

ზვიად გაბისონიას მიებული აქვს იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი.მას გამოქვეყნებული აქვს 25 ნაშრომი. გავლილი აქვს აშშ-ს ,,ღია სამყაროს” პროგრამა- ,,კანონის უზენაესობა” და მიღებული აქვს აშშ კონგრესის სტიპენდია(ვაშინგტონი, ატლანტა)

არჩილ კაიკაციშვილი

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ლექტორი
მიმართულება: სამართალი

არჩილ კაიკაციშვილს სამართლის სხვადასხვა თემაზე გამოქვყნებული აქვს 100-ზე მეტი სტატია, ინტერვიუ, მიმოხილვა და სიახლეები (მოკლე news), დამუშავებული აქვს შემდეგი სახის კვლევითი საკითხები: ,,საქართველოში დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ", ,,ადვოკატის მოქმედება ექსტრემალურ სიტუაციაში", ,,ნაფიც-მსაჯულთა ინსტიტუტი საქართველოში'', ,,საზოგადოებრივი ინიციატივის საკითხი'', ,,საქართველოში დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ,'' ,,ადვოკატის მოქმედება ექსტრემალურ სიტუაციაში'', ,,ნაფიც-მსაჯულთა ინსტიტუტი საქართველოში'', ,,ხელისუფლების დანაწილების პრინციპი დამოუკიდებელი საქართველოს კონსტიტუციების მიხედვით", ,,ქართულ თვითმმართველობაში საზოგადოებრივი ინიციატივის საკითხი", ,,ქალის სამართლებრივი სტატუსი ძველ ქართულ სამართალში" და სხვა...
 
არჩილ კაიკაციშვილი დღემდე არის გაზეთების: ,,ვერსია'' და ,,ბანკები და ფინანსები'' სამართლის მიმართულების თემატიკის ავტორი, იყო ახალი ამბების სააგენტო ,,მედიანიუსის'' სამართლის, საზოგადოებისა და პოლიტიკური მიმართულების ჟურნალისტი (2009–2010), საუნივერსიტეტო გაზეთის ,,თსუ თაიმსი'' დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. 
 
არჩილ კაიკაციშვილმა 2012 წლის მაისში, თანამოაზრეებთან ერთად დააფუძნა და ამჟამად ხელმძღვანელობს არასამთავრობო უფლებადაცვით ორგანიზაციას ,,ახალგაზრდა ადვოკატები'', რომელიც აერთიანებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 35 წლამდე სერთიფიცირებულ წევრებს.