GAU-ს კურსდამთავრებულები

თიბისი ბანკი

„გაუ-ს ფორმულა მარტივია - გახდი გაუ-ელი, გამოიყენე შემოთავაზებული შანსი და იქნები წარმატებული''. გაუ-ს დახმარებით გავიარე არაერთი პრაქტიკული კურსი, ამ კუთხით გაუ-ს სამართლის კლინიკა საქართველოში მოწინავეა. გაუ-ს იურიდიული ფაკულტეტის...

პროფესორები და ლექტორები

1988 წელს რევაზ თევზაძემ ვილნიუსის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო 2003 წელს თბილისის ნ. მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტში - სადოქტორო დისერტაცია...

მარინე კვაჭაძე

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სრული პროფესორი
მიმართულება: სამართალი

მარინე კვაჭაძეს აქვს იურისტად და უმაღლეს სასწავლებლებში მუშაობის 25 წლის სამუშაო სტაჟი. 1983-1988 წლებში სწავლობდა ივ.ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე. მ. კვაჭაძე იყო ი. გოგებაშვილის სახელობის სტიპენდიანტი. 1989-1992 წწ. იყო თ. წერეთლის სახ. სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის ასპირანტი.1993 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ,,განზრახ მკვლელობათა კვალიფიკაციის საკითხები'' და მიენიჭა იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატის წოდება. 1990-2005 წ.წ. მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ასისტენტად, შემდგომ დეკანის მოადგილედ, 2001 წლიდან იყო მსოფლიოს სამართლებრივი სისტემების კათედრის გამგე. 1999 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: ,,ადამიანის უფლებები თანამედროვე მედიცინაში'' (საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი სამართლის ასპექტები) და მიენიჭა სამართლის დოქტორის ხარისხი. 
 
2005 წელს მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრატეგიული დაგეგმარების ოფისში, ხოლო 2005 წლიდან 2007 წლამდე - გაეროს განვითარების (UNDP) პროგრამაში ,,საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის გაძლიერების” პროექტში მთავარ ექსპერტად იურიდიულ საკითხებში. 2008 წლიდან მუშაობს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში იურიდიული კლინიკის პროგრამის დირექტორად და იკავებს სრული პროფესორის თანამდებობას. 2009 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრი და სამედიცინო უნივერსიტეტის ბიოეთიკის კომისიის წევრი.
 
2000, 2005-2006 წწ., 2008-2009 წწ, 2013 წ. იყო გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) და ,,ღია საზოგადოების ინსტიტუტის” (OSI), ასევე მაქს-პლანკის საზოგადოების  სტიპენდიანტი და მუშაობდა მაქს-პლანკის მსოფლიო სამართლისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტში. 2009 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრი.

მ. კვაჭაძე არის სამეცნიერო ნაშრომების ავტორი.

მარინე კვაჭაძე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტია ,,ღია საზოგადოების ინსტიტუტი”– OSI, მსოფლიო ბანკის-WB, TEMPUS/TACIS –ის, UN WOMEN და გაეროს სხვა).

მ.კვაჭაძეს მიღებული აქვს სხვადასხვა ორგანიზაციების გრანტები (NATO, OSI, JILEP, OSGF, World Vision და სხვ). 1994 წლიდან მ.კვაჭაძე არის სხვადასხვა საზოგადოებრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წევრი: ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის,'' 1997-1999 წწ. ,,საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის გამგეობის'' წევრი, 2010 წლიდან ასოციაცია ,,უფლება ჯანმრთელობაზე” აღმასრულებელი დირექტორი, 2011 წლიდან კოალიცია ,,ადამიანის უფლებები ჯანდაცვის სფეროში,” 2013 წლიდან არის იუსტიციის სამინისტროს არასრუწლოვანთა მართლმსაჯულების უწყებათაშორისი საბჭოს წევრი. 

ფლობს ინგლისურ, ფრანგულ და რუსულ ენებს.