2019-20 სასწავლო წელს GAU-ს სამართალის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლა აცხადებს მიღებას საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის პროგრამაზე, სადაც შეგიძლიათ:
-
შეიძინოთ საფუძვლიანი ცოდნა თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობების თეორიასა და პრაქტიკაში
-
შეისწვლოთ პოლიტიკური იდეოლოგიები და თეორიები, დიპლომატიური და საკონსულო სამსახურების საქმიანობის სპეციფიკა, დიპლომატიური ეტიკეტი და მის ფარგლებში მოქმედების უნარ-ჩვევები
-
გამოიმუშავოთ საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის სფეროში მიმდინარე პროცესების ანალიზისა და შეფასების უნარი
ადგილების რაოდენობა: 100 აბიტურიენტი
საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალვრო პროგრამა (1200202)
სწავლის წლიური გადასახადი შეადგენს 4900 ლარს.
სამართლის საბაკალავრო პროგრამის ან საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის საბაკალავრო პროგრამის I ადგილზე არჩევის და ჩვენთან მოხვედრის შემდეგ, შენ მოგენიჭება GAU-ს შიდა გრანტი 400 ლარის ოდენობით ყოველწლიურად, სწავლების ოთხი წლის განმავლობაში.
გადახდა წარმოებს ორ ეტაპად:
- შემოდგომის სემესტრის დაწყებამდე - 2450 ლარი
- გაზაფხულის სემესტრის დაწყებამდე - 2450 ლარი
(სახელმწიფო გრანტი თანაბრად გადანაწილდება ორივე სემესტრზე)
ზემოთმოყვანილი წლიური გადასახადების სისტემა ძალაში იქნება სწავლების ოთხივე წლის განმავლობაში.
გარდა ამისა:
- უნივერსიტეტში სწავლის გადასახადზე შეღავათები ვრცელდება ერთი ოჯახის წევრებზე (და-ძმა, მეუღლეები);
- უნივერსიტეტში მოქმედებს სემესტრული შიდა სტიპენდიები საუკეთესო სტუდენტებისთვის!
გისურვებთ წარმატებას!