სამართლის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის ხანგრძლივობა ოთხი წელია.
პირველი სამი წლის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან სავალდებულო სამართლებრივ დისციპლინებს და პროფესიულ (იურიდიულ) ინგლისურ ენას - C1 დონეზე, რაც ნიშნავს, რომ კვირაში ექვსი საათის განმავლობაში, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტებს მაღალკვალიფიციური ინგლისური ენის სპეციალისტები შეასწავლიან პროფესიულ (იურიდიულ) ინგლისურ ენას. სტუდენტებს ინგლისური ენის პრაქტიკულად ათვისებაში აგრეთვე დაეხმარებათ უცხოელ პროფესორ-მასწავლებლებთან ურთიერთობა.
სწავლების მეოთხე წელს, სტუდენტს შეუძლია კონცენტრაცია მოახდინოს ერთ-ერთი ქვემოთ ჩამოთვლილი მიმართულებით, მათ შორის ბევრი უახლესი დისციპლინით (მედია სამართალი, სამედიცინო სამართალი, განათლების სამართალი, კონკურენციის სამართალი, ბიზნესის სამართლებრივი რეგულირება...) ან საკუთარი ინტერესებისა და დასაქმების ბაზრის მოთხოვნილებების შესაბამისად განახორციელოს ინდივიდუალური პროფილის ფორმირება სხვადასხვა სპეციალიზაციის საგნების ერთობლიობით.
სამართლის საბაკალავრო პროგრამის მიმართულებები და დისციპლინები:
-
კერძო სამართალი
- კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობები
- ინტელექტუალური საკუთრების სამართალი
- საერთაშორისო კერძო სამართლის საფუძვლები
- საბანკო სამართალი
- გადახდისუუნარობის სამართალი
- სადაზღვევო სამართალი
- კერძო არბიტრაჟი
- ბიზნესის სამართლებრივი რეგულირება
- დავის განხილვის ალტერნატიული საშუალებები
-
სისხლის სამართალი
- კრიმინოლოგია
- სასჯელ-აღსრულებითი სამართალი
- კრიმინალისტიკა
- დანაშაულის კვალიფიკაცია
- სისხლის სამართლის პოლიტიკა
-
კონსტიტუციური და ადმინისტრაციული სამართალი
- საგადასახადო სამართალი
- საბაჟო სამართალი
- საზღვარგარეთის ქვეყნების კონსტიტუციური სამართალი
- განათლების სამართალი
- სამედიცინო სამართალი
- საარჩევნო სამართალი
- ადგილობრივი თვითმმართველობის სამართალი
-
საერთაშორისო სამართალი
- საერთაშორისო ორგანიზაციების სამართალი
- საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი
- ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სამართალი
- საერთაშორისო სახელშეკრულებო სამართალი
- საერთაშორისო სამართლის პროცედურული ასპექტები
- დიპლომატიური სამართალი
- საკონსულო სამართალი
- საზღვაო სამართალი
-
ევროპული სამართალი
- ევროკავშირის სამართლის საფუძვლები
- კონკურენციის სამართალი
- ევროპული საგადასახადო სამართალი
- ევროპული სისხლის სამართალი
სამართლის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული აღჭურვილი იქნება როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული უნარ-ჩვევებით, ის თავისუფლად შეძლებს მუშაობის დაწყებას ნებისმიერ სახელმწიფო და კერძო სტრუქტურაში იურისტად და თამამად მიიღებს არა მხოლოდ ქვეყნის შიდა, არამედ საერთაშორისო გამოწვევებსაც.
გაეცანი სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის იურიდიული კლინიკის პროგრამას.
საჯარო სამართალი
სისხლის სამართალი
საერთაშორისო სამართალი
სავალდებულო
პრაქტიკული კომპონენტი
კერძო ბიზნეს სამართალი
დარგთაშორისი
არჩევითი