• სასწავლო პროგრამები სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლა
  • სამართალი
  • საბაკალავრო პროგრამა
  • სამაგისტრო პროგრამა
  • სადოქტორო პროგრამა
  • საერთაშორისო ურთიერთობები და დიპლომატია
  • საბაკალავრო პროგრამა
  • სამაგისტრო პროგრამა
  • სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა

    GAU-ს კურსდამთავრებულები

    საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

    "GAU-ს გამოვყოფდი თავისი უნიკალური პროგრამითა და პროფესორებით, რომლებიც ქმნიან ფინანსების ისეთ სასწავლო პროგრამასა და სამეციერო ჯგუფს, რომელიც საქართველოში ერთადერთი და უნიკალურია..."

    პროფესორები და ლექტორები

    დავით პაპუაშვილმა წარჩინებით დაამთავრა ჯერ რიო რანჩოს უმაღლესი სკოლა (შტატი ნიუ მექსიკო) ხოლო შემდგომ ნიუ მექსიკოს უნივერსიტეტის ანდერსონის მენეჯმენტის სკოლა ფინანსური მენეჯმენტის განხრით. არის ნიუ მექსიკოს შტატის სენატის საპატიო ჯილდოს მფლობელი და სრულიად ამერიკის სტიპენდიის ლაურეატი...

    საერთაშორისო ურთიერთობები საბაკალავრო პროგრამა

    პროგრამის სახელწოდება

    საერთაშორისო ურთიერთობები და დიპლომატია

    საფეხური

    ბაკალავრიატი

    მისანიჭებელი კვალიფიკაცია

    სოციალური მეცნიერებების ბაკალავრი

    პროგრამის ხელმძღვანელი

    იოსებ ცინცაძე

    დაწვრილებითი ინფორმაცია პროგრამის ხელმძღვანელის კვალიფიკაციას, მის სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით მოცემულია პროგრამაზე თანდართულ დოკუმენტებში.

    პროგრამის მოცულობა 

    საერთაშორისო ურთიერთობების და დიპლომატიის საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში სტუდენტმა უნდა დააგროვოს 240 კრედიტი კვალიფიკაციის მისაღებად. 
     
    საერთაშორისო ურთიერთობების და დიპლომატიის საბაკალავრო პროგრამა სტუდენტს აძლევს ფართო არჩევანის შესაძლებლობას, დაგეგმოს საკუთარი პროფილი. პროგრამა შედგება სავალდებულო და არჩევითი კომპონენტებისაგან. 
     
    არჩევით კომპონენტში შედის როგორც სასწავლო კურსები, ისე პრაქტიკული და კვლევითი კომპონენტი.
    პროგრამა ითვალისწინებს თავისუფალ კრედიტსაც.
     
    საერთაშორისო ურთიერთობების და დიპლომატიის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლების სტანდარტული ხანგრძლივობა არის 4 წელი, 8 სემესტრი.
     
    წლის განმავლობაში სტუდენტი აგროვებს 60 კრედიტს, ე.ი სემესტრში 30 კრედიტს, თუმცა სტუდენტის ინდივიდუალური დატვირთვიდან გამომდინარე წელიწადში კრედიტების რაოდენობა შეიძლება იყოს 60 კრედიტზე მეტი ან ნაკლები, მაგრამ არაუმეტეს 75 კრედიტისა.
     
    სავალდებულო სასწავლო კომპონენტში სტუდენტი აგროვებს 185 კრედიტს.
     
    არჩევით კომპონენტში სტუდენტი აგროვებს 55 კრედიტს - აქედან 9 კრედიტი სავალდებულოა დააგროვოს არჩევითი საგნებიდან ზოგადი უნარების განსავითარებლად; 16 კრედიტი სავალდებულოა დააგროვოს მეორე არჩევიოთი უცხო ენის; დარჩენილი 30 კრედიტის არჩევა სტუდენტის ინტერესზეა დამოკიდებული. 
     
    არჩევითი კომპონენტები მოიცავს:
     
    სასწავლო კომპონენტს, რომელიც თავის მხრივ იყოფა: ზოგადი უნარების განსავითარებელ სასწავლო კურსებად - 18 კრედიტი, მეორე უცხო ენის კონცენტრაციის სასწავლო კურსებად - 64 კრედიტი, სპეციალობის არჩევით სასწავლო კურსებად - 80.
     
    კვლევით კომპონენტს (საბაკალავრო ნაშრომი)- 6 კრედიტი;
     
    პრაქტიკულ კომპონენტი - 6 კრედიტი;
     
    თავისუფალ კომპონენტს - 12 კრედიტი, რომლის დაგროვებაც სტუდენტს სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლაში ან ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში არსებული სხვა იმავე საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამიდან; საქართველოს  სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებული აკრედიტებული იმავე საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამიდან; უცხოეთის უმაღლეს სასწავლებელში არსებული იმავე საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამიდან, თუ ეს კრედიტები შესაბამისად აღიარებული იქნება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით.  
     
    სწავლების ენა
     
    ქართული 
     
    პროგრამის მიზანი
     
    საბაკალავრო პროგრამა უზრუნველყოფს სოციალური მეცნიერების ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მქონე სპეციალისტის მომზადებას საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის სპეციალობით.   
     
    საბაკალავრო პროგრამის მიზანია  სტუდენტს:
    • შესძინოს ცოდნა საერთაშორისო ურთიერთობების თეორიაში არსებულ ძირითად საკითხებზე;
    • შეასწავლოს პოლიტიკური იდეოლოგიები და თეორიები;
    • გარკვეული წარმოდგენა შეუქმნას საერთაშორისო პოლიტიკის ასპექტებსა და უსაფრთხოების პრობლემებზე;
    • შეასწავლოს დიპლომატიური და საკონსულო სამსახურების მუშაობის სამართლებრივი რეგულირების მექანიზმები; 
    • შეასწავლოს პოლიტიკური ტერმინოლოგია და შესძინოს მისი გამოყენების უნარ ჩვევა;
    • გამოუმუშავოს ინფორმაციის მშობლიურ და უცხო ენაზე (ინგლისური, რუსული, გერმანული, ფრანგული) მოძიებისა და ნებისმიერი ფორმით კომუნიკაციის უნარ-ჩვევა;
    • გამოუმუშავოს მიღებული ცოდნის პრაქტიკული საქმიანობისას ეფექტურად გამოყენების უნარ-ჩვევა;
    • გამოუმუშავოს საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის სფეროში მიმდინარე პროცესების ანალიზის, შეფასებისა და მასთან დაკავშირებით ლოგიკური მსჯელობის უნარი;
    • ჩამოუყალიბოს მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების სისტემატური თვალყურის მიდევნების, მათთან დაკავშირებით ინფორმაციის მოძიებისა და მუდმივი განახლების უნარი;
    • გამოუმუშავოს პოლიტიკურ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისა და მისი დასაბუთების უნარი;
    • გამოუმუშავოს პოლიტიკური და სამართლებრივი ხასიათის დოკუმენტაციაზე (დიპლომატიური წერილი, პოლიტიკური შეთანხმება, საერთაშორისო ხელშეკრულება და ა. შ.) მუშაობის უნარ-ჩვევა;
    • შეასწავლოს დიპლომატიური ეტიკეტი და გამოუმუშავოს მის ფარგლებში მოქმედების უნარ-ჩვევა.
    • ჩამოუყალიბოს სამართლიანობის, ადამიანის უფლებების, სოციალური და დემოკრატიული ფასეულობების გათვალისწინებით მოქმედების უნარ-ჩვევა.
    • პროგრამაზე დაშვების წინა პირობა 
    საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს მხოლოდ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის/ატესტატის ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის მფლობელს ან მასთან გათანაბრებულ პირს, რომელიც ჩაირიცხება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე.
     
    საერთაშორისო ურთიერთობების და დიპლომატიის საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველი ფლობს ინგლისური ენას B1 დონეზე.
     
    ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე საბაკალავრო პროგრამაზე სტუდენტთა ჩარიცხვა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევებში.
     
    დასაქმების სფერო
     
    საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთვარებულს ექნება შესაძლებლობა, იმუშაოს ნებისმიერ სამსახურსა და თანამდებობაზე, სადაც არ მოითხოვება მაგისტრის აკადემიური ხარისხი, კერძოდ, მას შეუძლია დასაქმდეს საჯარო და დიპლომატიურ სამსახურში, საერთაშორისო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და სხვა.  
     
    სოციალურ მეცნიერებათა ბაკალავრს შეუძლია სწავლა განაგრძოს სამაგისტრო პროგრამით, რომელიც ორიენტირებულია შემდგომი დონის სპეციალისტის მომზადებაზე.
     
    სწავლის შედეგები/კომპეტენციები (ზოგადი და დარგობრივი)
     
    ზოგადი კომპეტენციები:
    • სფეროს ფართო ცოდნა, რომელიც მოიცავს თეორიებისა და პრინციპების კრიტიკულ გააზრებას;
    • სფეროს კომპლექსური საკითხების გაცნობიერება.
    • სფეროსათვის დამახასიათებელი მეთოდების გამოყენებით პრობლემების გადაჭრის უნარ-ჩვევა;
    • მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
    • სხვადასხვა პრაქტიკული პროექტების გაანალიზებისა და განხორციელების უნარი.
    • ინფორმაციის შეგროვებისა და განმარტების უნარი;
    • სტანდარტული და ზოგიერთი გამორჩეული მეთოდის გამოყენებით განყენებული მონაცემებისა და/ან სიტუაციების ანალიზის და მათთან დაკავშირებით დასაბუთებული დასკვნის ჩამოყალიბების უნარი.
    • ქართულ და  უცხო ენაზე (ინგლისური,რუსული, გერმანული, ფრანგული) იდეების, არსებული პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ დეტალური წერილობითი ანგარიშის მომზადებისა და ინფორმაციის სპეციალისტებისა და არასპეციალისტებისათვის ზეპირად გადაცემის უნარი;
    • თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შემოქმედებითად გამოყენების უნარი.
    • საკუთარი სწავლის პროცესის თანმიმდევრულად და მრავალმხრივად შეფასების უნარი;
    • ცოდნის შემდგომი გაღრმავებისა და სასწავლო პროცესის დამოუკიდებლად განსაზღვრის უნარი.
    • ღირებულებების ფორმირების პროცესში მონაწილეობა და მათ დასამკვიდრებლად სწრაფვა.
    დარგობრივი კომპეტენციები:
     
    ცოდნა და გაცნობიერება 
    • სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების ძირითადი საკითხების ცოდნა;
    • პოლიტიკური ფილოსოფიისა და სოციოლოგიის საკითხების ცოდნა;
    • ცოდნა მსოფლიო პოლიტიკური იდეოლოგიების შესახებ;
    • საერთაშორისო ურთიერთობების პოლიტიკური, საზოგადოებრივი, ფილოსოფიური, ისტორიული, სამართლებრივი და ეკონომიკური ასპექტების ცოდნა;
    • საქართველოს ისტორიისა და ქართული დიპლომატიის ჩამოყალიბებისა და განვითარების ძირითდი ასპექტების ცოდნა; 
    • საზღვარგარეთის ქვეყნების პოლიტიკური ისტორიისა და მათში მიმდინარე საზოგადოებრივი პროცესების ცოდნა;
    • საერთაშორისო ორთიერთობების თეორიებისა და მათი პრაქტიკაში განხორციელების მეთოდების ცოდნა;
    • მსოფლიო დიპლომატიის ისტორიის ცოდნა;
    • სახელმწიფოს ვერტიკალური და ჰორიზონტალური ორგანიზაციის ძირითადი ფორმების, ადგილობრივი თვითმმართველობის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
    • ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, მათი ფარგლებისა და მოცულობის ცოდნა;
    • საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპებისა და მისი  მნიშვნელოვანი ინსტიტუტების ცოდნა;
    • ევროინტეგრაციის ისტორიისა და მისი ძირითადი ფაქტორების ცოდნა;
    • გეოპოლიტიკური თეორიებისა და ქვეყნების საგარეო–პოლიტიკური ორიენტაციის ცოდნა;
    • დიპლომატიური ეტიკეტის ცოდნა;
    • დემოკრატიზაციის თეოროები საკითხის შესწავლა;
    • დიპლომატიური და საკონსულო სამართლის მნიშვნელოვანი ინსტიტუტების ცოდნა;
    • საერთაშორისო ხელშეკრულების დადების ძირითადი სტატიებისა და მისი განხორციელების მნიშვნელოვანი ასპექტების ცოდნა;
    • ახალ მსოფლიო წესრიგში სხვადასხვა სახელმწიფოებისა და ინტეგრაციული წარმონაქმნების როლისა და დანიშნულების გაცნობიერება;
    • საერთაშორისო წესრიგის ფაქტორების, გლობალიზაციისა და უსაფრთხოების პრობლემების  ცოდნა და გაცნობიერება;
    • თანამედროვე საქართველოს პოლიტიკური სისტემის შესწავლა;
    • თანამედროვე საერთაშორისო სისტემაში საქართველოს, როგორც პატარა სახელმწიფოს ადგილისა და როლის გაცნობიერება. 
    ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი
    • სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საგარეო-პოლიტიკური და დიპლომატიური პროექტების მომზადების უნარი;
    • პოლიტიკური და სამართლებრივი ხასიათის დოკუმენტაციის  შემუშავებისა და მათი რეალიზაციისას ქმედების განხორციელების უნარი;
    • საჯარო დაწესებულებების შესაბამის სამსახურებში პროცედურების დაცვითა და სამართლებრივი საშუალებების გამოყენებით მოქმედების უნარი;
    • დებატებში ჩართვის, განსხვავებული აზრის გაგებისა და პოლიტიკური მოვლენების ანალიზისას საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი; 
    • პოლიტიკური, სამართლებრივი, სოციალური, ეკონომიკური ფაქტებისა და გარემოებების შეფასების უნარი;
    • სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბების პროცესებში მონაწილეობის უნარ-ჩვევა;
    • საგარეო პოლიტიკის განხორციელებასთან დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიცირების, მათი გადაწყვეტისათვის საშუალებების მოძიების, განმარტებისა და გამოყენების უნარი;
    • მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
    დასკვნის გაკეთების უნარი 
    • სხვადასხვა წყაროებიდან ახალი ინფორმაციის  მოძიებისა და კრიტიკული ანალიზის საფუძველზე დასაბუთებული გადაწყვეტილებების მიღების უნარ-ჩვევა;
    • ინფორმაციის გადამუშავების და მონაცემების ინტერპრეტაციის, კომპლექსური პრობლემების იდენტიფიცირების და მათი გადაჭრის უნარი;
    • პოლიტიკური ხასიათის მოვლენების განზოგადების, კონკრეტული ფაქტების ანალიზისა და მათი შეფასების უნარი. 
    კომუნიკაციის უნარი 
    • პოლიტიკურ პროცესებზე ქართულ და უცხოურ ენებზე სპეციფიკური ტერმინოლოგიის გამოყენებით ესსეების, კომენტარების, ანგარიშების შედგენისა და დიალოგის წარმართვის უნარ-ჩვევა; 
    • კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებით ინფორმაციის დამუშავებისა და შენახის უნარი;
    • ინფორმაციულ ბანკებზე დაყრდნობით ინფორმაციის მოძიებისა და გადამუშავების უნარი;  
    • დიპლომატიური ეტიკეტის ფარგლებში მოლაპარაკების წარმართვის უნარი. 
    სწავლის უნარი 
    • საკუთარი სწავლის შედეგების შეფასების უნარი;
    • დამოუკიდებლად ცოდნის ამაღლების, შემდგომი სწავლის საჭიროებების განსაზღვრის უნარი. 
    ღირებულებები 
    • საერთაშორისო ურთიერთობებსა და დიპლომატიაში დამკვიდრებული ეთიკური და მორალურ ნორმების აღიარებისა და დაცვის უნარი;
    • პრაქტიკული საქმიანობისას სამართლიანობის, ადამიანის უფლებების, სოციალური და დემოკრატიული ფასეულობების გათვალისწინებით მოქმედების უნარი;
    • სხვადასხვა პოლიტიკური მოვლენებისა და პროცესების მიღმა საზოგადოებრივი ინტერესებისა და ღირებულებების იდენტიფიცირების უნარი;
    • ფასეულობათა შორის გონივრული, მიზანშეწონილი თანაფარდობის დადგენის უნარი.  
    სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები
     
    1. ვერბალური, ანუ ზეპირსიტყვიერი მეთოდი. 
    2. დისკუსია/დებატები - დისკუსიის პროცესი მკვეთრად ამაღლებს სტუდენტთა ჩართულობის ხარისხსა და აქტივობას. დისკუსია შესაძლებელია გადაიზარდოს კამათში. ეს პროცესი არ შემოიფარგლება მხოლოდ პროფესორის მიერ დასმული შეკითხვებით. ეს მეთოდი უვითარებს სტუდენტს კამათისა და საკუთარი აზრის დასაბუთების უნარს. 
    3. ჯგუფური მუშაობა - ამ მეთოდით სწავლება გულისხმობს სტუდენტთა ჯგუფებად დაყოფას და მათთვის სასწავლო დავალების მიცემას. ჯგუფის წევრები ინდივიდუალურად ამუშავებენ საკითხს და პარალელურად უზიარებენ მას ჯგუფის დანარჩენ წევრებს. დასახული ამოცანიდან გამომდინარე შესაძლებელია ჯგუფის მუშაობის პროცესში წევრებს შორის  მოხდეს ფუნქციების გადანაწილება. ეს სტრატეგია უზრუნველყოფს ყველა სტუდენტის მაქსიმალურ ჩართულობას სასწავლო პროცესში. 
    4. წიგნზე მუშაობის მეთოდი. 
    5. პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება (PBL) - სასწავლო მეთოდი, რომელიც ახალი ცოდნის მიღების და ინტეგრაციის პროცესის საწყის ეტაპად იყენებს პრობლემას. 
    6. თანამშრომლობითი (cooperative) სწავლება  -  იმგვარი სწავლების სტრატეგიაა, სადაც ჯგუფის თითოეული წევრი ვალდებულია არა მხოლოდ შეისწავლოს, არამედ დაეხმაროს თანაგუნდელს საგნის უკეთ შესწავლაში. თითოეული ჯგუფის წევრი მუშაობს პრობლემაზე, ვიდრე ყველა მათგანი არ დაეუფლება საკითხს. 
    7. ევრისტიკული მეთოდი – ეფუძნება სტუდენტების წინაშე დასმული ამოცანის ეტაპობრივ გადაწყვეტას. ეს ამოცანა სწავლების პროცესში ფაქტების დამოუკიდებლად დაფიქსირებისა და მათ შორის კავშირების დანახვის გზით ხორციელდება. 
    8. შემთხვევის ანალიზი (Case study) - პროფესორი სტუდენტებთან ერთად ლექციაზე განიხილავს კონკრეტულ შემთხვევებს, რომლებიც ყოველმხრივ და საფუძვლიანად შეისწავლიან საკითხს. მაგალითად, კაზუსის ამოხსნა. 
    9. გონებრივი იერიში (Brain storming) - ეს მეთოდი გულისხმობს კონკრეტული თემის ფარგლებში კონკრეტული საკითხის/პრობლემის შესახებ მაქსიმალურად მეტი, სასურველია რადიკალურად განსხვავებული, აზრის, იდეის ჩამოყალიბებასა და მისი გამოთქმის ხელშეწყობას. აღნიშნული მეთოდი ხელს უწყობს პრობლემისადმი შემოქმედებითი მიდგომის განვითარებას. ეს მეთოდი ეფექტურია სტუდენტთა მრავალრიცხოვანი ჯგუფის არსებობის პირობებში და შედგება რამდენიმე ძირითადი ეტაპისგან: 
    • პრობლემის/საკითხის შემოქმედებითი კუთხით განსაზღვრა; 
    • დროის გარკვეულ მონაკვეთში აუდიტორიისგან საკითხის ირგვლივ არსებული იდეების კრიტიკის გარეშე ჩანიშვნა (ძირითადად, დაფაზე); 
    • გამორიცხვის გზით იმ იდეების გამორჩევა, რომლებიც ყველაზე მეტ შესაბამისობას ავლენს დასმულ საკითხთან; 
    • კვლევის მიზანთან იდეის შესაბამისობის დასადგენად შეფასების კრიტერიუმების განსაზღვრა; 
    • შერჩეული იდეების შეფასება წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით; 
    • უმაღლესი შეფასების მქონე იდეის, როგორც დასახული პრობლემის გადაჭრის საუკეთესო საშუალების გამოვლენა. 
    10. როლური და სიტუაციური თამაშები - სცენარის მიხედვით განხორციელებული როლური თამაშები სტუდენტს საშუალებას აძლევს სხვადასხვა პოზიციიდან შეხედოს საკითხს და ეხმარება მას ალტერნატიული თვალსაზრისის ჩამოყალიბებაში. ისევე როგორც დისკუსია, როლური თამაშებიც უყალიბებს სტუდენტს საკუთარი პოზიციის დამოუკიდებლად გამოთქმისა და კამათში მისი დაცვის უნარს. 
    11. დემონსტრირების მეთოდი - ეს მეთოდი ინფორმაციის ვიზუალურად წარმოდგენას გულისხმობს. შედეგის მიღწევის თვალსაზრისით ის საკმაოდ ეფექტურია. ხშირ შემთხვევაში უმჯობესია, მასალა ერთდროულად აუდიო და ვიზუალური გზით მიეწოდოს სტუდენტებს. შესასწავლი მასალის დემონსტრირება შესაძლებელია განხორციელდეს როგორც მასწავლებლის, ისე სტუდენტის მიერ. ეს მეთოდი გვეხმარება თვალსაჩინო გავხადოთ სასწავლო მასალის აღქმის სხვადასხვა საფეხური, დავაკონკრეტოთ, თუ რისი შესრულება მოუწევთ სტუდენტებს დამოუკიდებლად; ამავე დროს, ეს სტრატეგია ვიზუალურად წარმოაჩენს საკითხის/პრობლემის არსს.
    12. ინდუქცია, დედუქცია, ანალიზი და სინთეზი. 
    • სწავლების ინდუქციური მეთოდი განსაზღვრავს ნებისმიერი საგნობრივი ცოდნის ისეთ ფორმას, როდესაც სწავლის პროცესში აზრის მსვლელობა კერძოდან ზოგადისაკენ, ფაქტებიდან განზოგადებისაკენ არის მიმართული, ანუ მასალის გადმოცემისას, პროცესი მიმდინარეობს კონკრეტულიდან ზოგადისაკენ. 
    • სწავლების დედუქციური მეთოდი განსაზღვრავს ნებისმიერი საგნობრივი ცოდნის გადაცემის ისეთ ფორმას, რომელიც ზოგად ცოდნაზე დაყრდნობით ახალი ცოდნის აღმოჩენის ლოგიკურ პროცესს წარმოადგენს, ანუ პროცესი მიმდინარეობს ზოგადიდან კონკრეტულისაკენ. 
    • სასწავლო პროცესში ანალიზის მეთოდი გვეხმარება სასწავლო მასალის, როგორც ერთი მთლიანის, შემადგენელ ნაწილებად დაშლაში, ამით მარტივდება რთული პრობლების შიგნით არსებული ცალკეული საკითხების დეტალური გაშუქება. 
    • სინთეზის მეთოდი გულისხმობს შებრუნებულ პროცედურას, ანუ ცალკეული საკითხების დაჯგუფებით ერთი მთლიანის შედგენას. ეს მეთოდი ხელს უწყობს პრობლების, როგორც მთელის დანახვის უნარის განვითარებას. 
    13. ახსნა-განმარტებითი მეთოდი - ეფუძნება მსჯელობას მოცემული საკითხის ირგვლივ. პროფესორს მასალის გადმოცემისას, მოჰყავს კონკრეტული მაგალითი, რომლის დაწვრილებით განხილვაც ხდება მოცემული თემის ფარგლებში. 
    14. ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება - მოითხოვს პროფესორისა და სტუდენტის აქტიურ ჩართულობას სწავლების პროცესში, სადაც განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს თეორიული მასალის პრაქტიკული ინტერპრეტაცია. 
    15. წერითი მუშაობის მეთოდი, რომელიც გულისხმობს შემდეგი სახის აქტივობებს: ამონაწერებისა და ჩანაწერების გაკეთება, მასალის დაკონსპექტება, თეზისების შედგენა, რეფერატის, ან ესეს შესრულება და ა.შ.
    16. შედარებითი (cooperative) მეთოდი - რომელიც გულისხმობს საკითხის შესწავლას შედარებითი კვლევის საფუძველზე.
    17. ისტორიული - რაც გულისხმობს სხვადასხვა მოვლენის შესწავლას დროში განვითარების მიხედვით.
     
    შეფასების სისტემა
     
    სტუდენტის მიერ შესაბამის სასწავლო კურსში კრედიტების მიღება/დაგროვება შესაძლებელია მხოლოდ სასწავლო კურსის სილაბუსით გათვალისწინებული სამუშაოს წარმატებით დასრულებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ერთ-ერთი დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში;
     
    სასწავლო კურსის მაქსიმალური შეფასება 100 ქულაა, რომელიც უტოლდება საბოლოო შეფასების 100 პროცენტს.
     
    სტუდენტთა შეფასება განისაზღვრება შემდეგი შეფასების სისტემის  მიხედვით:
     
    დადებითი შეფასებები:
     
    (A) ფრიადი - მაქსიმალური შეფასების 91% და მეტი:
    (B) ძალიან კარგი - მაქსიმალური შეფასების 81-90%:
    (C) კარგი - მაქსიმალური შეფასების 71-80%:
    (D) დამაკმაყოფილებელი - მაქსიმალური შეფასების 61-70%:
    (E) საკმარისი - მაქსიმალური შეფასების 51-60%:
     
    უარყოფითი შეფასებები:
     
    (FX) ვერ ჩააბარა - მაქსიმალური შეფასების 41- 50%;
    (F) ჩაიჭრა - მაქსიმალური შეფასების 40% და ნაკლები;
    (FX) ვერ ჩააბარა - უარყოფითი შეფასების მქონე სტუდენტს უფლება აქვს დამოუკიდებელი მუშაობის შემდეგ კიდევ ერთხელ გავიდეს დამატებით დასკვნით გამოცდაზე;
    (F) ჩაიჭრა - უარყოფითი შეფასების მქონე სტუდენტ ვალდებულია ახლიდან გაიაროს სასწავლო კურსი;
     
    სტუდენტს შეუძლია მთელი სასწავლო პროცესის განმავლობაში ერთი და იგივე სასაწავლო კურსი აიღოს მხოლოდ ორჯერ, მათ შორის, მიღებული დადებითი შეფასების გაუმჯობესების მიზნითაც;
     
    სასწავლო კურსში სტუდენტის შეფასება წარმოებს მთელი სასწავლო სემესტრის განმავლობაში. შესაბამისად, სტუდენტის საბოლოო შეფასება წარმოადგენს შუალედური შეფასებებისა და დასკვნითი გამოცდის შეფასების ჯამს;
     
    დასკვნითი გამოცდის შეფასების ქულაა 40, დანარჩენი 60 ქულა ნაწილდება შუალედური შეფასებების მიხედვით;
     
    შუალედურ შეფასებაში სავალდებულოა ორი შუალედური გამოცდის გათვალისწინება, რომელთა შეფასებათა ჯამი 40 ქულის ტოლია (თითოეული 20-20 ქულა);
     
    შუალედური შეფასების 20 ქულის განაწილება, რომელიც შეიძლება მოიცავდეს რამოდენიმე ტესტირებას, სემინარებზე, პრაქტიკულ მეცადინოებებზე აქტივობას, წარმოებს სასწავლო კურსის სპეციფიკიდან გამომდინარე და დეტალურად გაიწერება სილაბუსში კურსის წამყვანი პროფესორის მიერ; 
     
    დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს, რომელსაც შუალედური შეფასებებისა და დასკვნითი გამოცდის მაქსიმალური ქულის გათვალისწინებით უგროვდება 51 ქულა;
     
    სტუდენტი დამატებით დასკვნით გამოცდაზე გადის იმავე სემესტრში. დასკვნით და შესაბამის დამატებით დასკვნით გამოცდებს შორის შუალედი არ შეიძლება იყოს 10 დღეზე ნაკლები;
     
    სტუდენტის საბოლოო რეიტინგის დასადგენად და მათ წასახალისებლად სასწავლო პროცესის დასრულებისას გამოითვლება კუმულატიური ქულა (კუმულატიური ქულის გამოთვლა ხორციელდება ყოველი სემესტრის ბოლოსაც). 
    კუმულატიური ქულის გამოთვლა შემდეგნაირად განხორციელდეს: ყოველ სასწავლო კურსში სტუდენტის მიერ მიღებული ქულის რაოდენობრივი მაჩვენებელი გამრავლდეს ამ სასწავლო კურსისათვის განკუთვნილი კრედიტის რაოდენობაზე და შემდეგ ამ რიცხვების საერთო ჯამი გაიყოს სტუდენტის მიერ დაგროვილი კრედიტების რაოდენობაზე.
     
    პროგრამის განსახორციელებლად მისაღწევი რესურსები
    მატერიალური რესურსი:
    • კანონმდებლობით გათვალისწინებული ფართი (სასწავლო და დამხმარე);
    • სათანადო ინვენტარით აღჭურვილი აუდიტორიები, საკონფერენციო დარბაზები, აკადემიური პერსონალის სამუშაო ოთახები, ადმინისტრაციის მუშაობისათვის განკუთვნილი ფართი;
    • ელექტროენერგიის მიწოდების უწყვეტი სისტემა;
    • სველი წერტილები;
    • ბუნებრივი განათება;
    • გათბობის საშუალებები;
    • ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმები და ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარი;
    • ევაკუაციის გეგმა;
    • სამედიცინო დახმარების მექანიზმები (სამედიცინო კაბინეტი);
    • წესრიგის დაცვის უზრუნველყოფის მექანიზმები (უნივერსიტეტის დაცვა);
    • კომპიუტერთა სათანადო რაოდენობა და ინტერნეტით სარგებლობის შესაძლებლობა;
    • საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სახელმძღვანელოებითა და თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით აღჭურვილი ბიბლიოთეკა; 
    ადამიანური რესურსი:
    • აკადემიური პერსონალი შერჩეული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და მათი კვალიფიკაციის გათვალისწინებით.
    • მკვლევარებად და მასწავლებლებად უნივერსიტეტში მოწვეულნი არიან შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პრაქტიკოსი მუშაკები და სამეცნიერო ხარისხის მქონე პირები.
    დანართი 1: პროგრამის სასწავლო გეგმა და შედეგების რუქა.
    დანართი 2: CV - იოსებ ცინცაძე