• რეგისტრაცია სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლა
  • სამართალი
  • საბაკალავრო პროგრამა
  • სამაგისტრო პროგრამა
  • სადოქტორო პროგრამა
  • საერთაშორისო ურთიერთობები და დიპლომატია
  • საბაკალავრო პროგრამა
  • სამაგისტრო პროგრამა
  • სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა

    GAU-ს კურსდამთავრებულები

    TBSC Consulting

    GAU არის ადგილი სადაც შეგიძლია მიიღო მაღალი ხარისხის განათლება, რაც წინაპირობაა შენი პროფესიული განვითარებისათვის. ვმუშაობ TBSC Consulting-ში ანალიტიკოსის პოზიციაზე. შიდა კონკურსის საფუძველზე GAU-მ მომცა შესაძლებლობა დავსწრებოდი ჯორდან ბელფორტის მასტერკლასს...

    პროფესორები და ლექტორები

    თეა ამნიაშვილი სწავლობდა გოეთეს გერმანული ენისა და კულტურის ინსტიტუტში. 2007 წელს მიიღო გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის - DAAD -სტიპენდია ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში. 2010-2011 წლებში კი მეორედ მიიღო სტიპენდია (Post-Doc) ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში.

    რეგისტრაცია

    შპს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) სამართლის, სოციალურ მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის (ფაკულტეტის) სამაგისტრო პროგრამებზე 

    • სამართალი
    • საერთაშორისო ურთიერთობები და დიპლომატია
    • ევროპული ინტეგრაცია და შრომითი ურთიერთობები (პროგრამა ხორციელდება ერთობლივად შპს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და შპს კავკასიის უნივერსიტეტის მიერ).

    ჩარიცხვის მსურველთა საბუთების მიღება გრძელდება (გარდა ევროპული ინტეგრაცია და შრომითი ურთიერთობებისა)  2018 წლის 22 სექტემბრამდე. სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის დეკანატში (პირველი სართული, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, მისამართი: მერაბ ალექსიძის 10) ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 11:00-დან 18:00 საათის ჩათვლით.

    უნივერსიტეტში წარმოსადგენი საბუთები:

    • განცხადება პრეზიდენტის სახელზე სამაგისტრო პროგრამის მითითებით;
    • 2 ფოტოსურათი, 3x4 (ელექტრონული ვერსია CD-ზე);
    • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის დედანი და ასლი;
    • ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (2018 წლის კურსდამთავრებულთათვის ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ);
    • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი, ან სამხედრო ბილეთი და მისი ასლი (ვაჟებისათვის);
    • მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ საერთო სამაგისტრო გამოცდებზე მიღებული შეფასებები (ამონაბეჭდი გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდიდან - www.naec.ge);
    • უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
    • უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
    • თი-ბი-სი ბანკის რომელიმე ფილიალში GAU-ს ანგარიშზე 50 ლარის ჩარიცხვის ქვითარი (მხოლოდ სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების და დიპლომატიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისათვის);
    • GAU-ს რეკვიზიტები

    ზემოთ ჩამოთვლილი საბუთების არასრულად წარმოდგენის შემთხვევაში აპლიკანტის განცხადება არ მიიღება. შემოწმების შემდეგ საბუთების დედნები უბრუნდება წარმომდგენს. 

    შპს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) სამართლის, სოციალურ მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის (ფაკულტეტის) სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვისათვის კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს აპლიკანტს, რომელსაც საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ოთხი ნაწილიდან რომელიმე სამ ნაწილში მაინც გადალახული აქვს დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

    1. გასაუბრება სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე - 23 სექტემბერს; 14:00 საათზე. სამაგისტრო პროგრამის შესახებ  დეტალური ინფორმაციისთვის მიყევით » ბმულს.
    2. გასაუბრება საერთაშორისო ურთიერთობების და დიპლომატიის პროგრამაზე - 23 სექტემბერს, 14:00 საათზე.  სამაგისტრო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის მიყევით » ბმულს.
    3. გასაუბრება ევროპული ინტეგრაციის და შრომითი ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამაზე - 15 სექტემბერს;   16:00 საათზე. სამაგისტრო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის მიყევით » ბმულს.

    საკითხები გასაუბრებისთვის:

    სისხლის სამართალი
    საერთაშორისო სამართალი 
    კერძო სამართლის მიმართულება 
    საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის საკითხები
    საჯარო სამართალი