• სწავლის საფასური სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლა
  • სამართალი
  • საბაკალავრო პროგრამა
  • სამაგისტრო პროგრამა
  • სადოქტორო პროგრამა
  • საერთაშორისო ურთიერთობები და დიპლომატია
  • საბაკალავრო პროგრამა
  • სამაგისტრო პროგრამა
  • სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა

    GAU-ს კურსდამთავრებულები

    საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

    პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო ის პროფესიული ცოდნა, უნარ-ჩვევები და გამოცდილება, რომელიც GAU-ში სწავლის დროს შევიძინე. ამ უნივერსიტეტში 6 წელი გავატარე და ამ ხნის განმავლობაში, გარდა უაღრესად დატვირთული სასწავლო პროცესისა, უამრავ სხვადასხვა პროგრამაში, კონფერენციასა...

    პროფესორები და ლექტორები

    ქეთევან ბერეკაშვილი 2012 წლიდან მუშაობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატაში, მანამდე იყო საქართველოს კონტროლის პალატის იურისტი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის, ნოტარიატის და რეგისტრაციის დეპარტამენტის მრჩეველი, მუშაობდა საქართველოს პარლამენტის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტში...

    სწავლის საფასური

    მიიღე GAU გრანტი ყოველგვარი წინაპირობის გარეშე!

    აირჩიე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (120) სამართლის საბაკალავრო პროგრამა ან საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის საბაკალავრო პროგრამა I ადგილზე და ჩვენთან მოხვედრის შემდეგ მიიღე ყოველწლიური გრანტი, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე!

    ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი ინოვაციური ხედვის, ამერიკული სწავლების მეთოდის და მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრების დახმარებით, შეგიძლია შენი პოტენციალი უსაზღვრო გახადო!

     

    სამართლის საბაკალავრო პროგრამა (1200201)

    წავლის წლიური გადასახადი შეადგენს 4,900 ლარს.

    სამართლის საბაკალავრო პროგრამის I ადგილზე არჩევის და ჩვენთან მოხვედრის შემდეგ, სტუდენტს ენიჭება GAU-ს შიდა გრანტი 400 ლარის ოდენობით ყოველწლიურად, სწავლების ოთხი წლის განმავლობაში, ყოველგვარი სხვა წინაპირობის გარეშე.

    გადახდა წარმოებს ორ ეტაპად:

    • შემოდგომის სემესტრის დაწყებამდე - 2,450 ლარი
    • გაზაფხულის სემესტრის დაწყებამდე - 2,450 ლარი
      (სახელმწიფო გრანტი თანაბრად გადანაწილდება ორივე სემესტრზე)

     ზემოთმოყვანილი წლიური გადასახადების სისტემა ძალაში იქნება სწავლების ოთხივე წლის განმავლობაში. 

     

    საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის საბაკალავრო პროგრამა (1200202)

    წავლის წლიური გადასახადი შეადგენს 4,900 ლარს.

    საერთაშორისო ურთიერთობების და დიპლომატიის საბაკალავრო პროგრამის I ადგილზე არჩევის და ჩვენთან მოხვედრის შემდეგ, სტუდენტს ენიჭება GAU-ს შიდა გრანტი 400 ლარის ოდენობით ყოველწლიურად, სწავლების ოთხი წლის განმავლობაში, ყოველგვარი სხვა წინაპირობის გარეშე.

    გადახდა წარმოებს ორ ეტაპად:

    • შემოდგომის სემესტრის დაწყებამდე - 2,450 ლარი
    • გაზაფხულის სემესტრის დაწყებამდე - 2,450 ლარი
      (სახელმწიფო გრანტი თანაბრად გადანაწილდება ორივე სემესტრზე)

     ზემოთმოყვანილი წლიური გადასახადების სისტემა ძალაში იქნება სწავლების ოთხივე წლის განმავლობაში. 

     

    გარდა ამისა:

    • უნივერსიტეტში სწავლის გადასახადზე შეღავათები ვრცელდება ერთი ოჯახის წევრებზე (და-ძმა, მეუღლეები);
    • უნივერსიტეტში მოქმედებს შიდა სტიპენდიები ფაკულტეტის საუკეთესო სტუდენტებისთვის.

     

    გისურვებთ წარმატებას!