• უპირატესობები სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლა
  • სამართალი
  • საბაკალავრო პროგრამა
  • სამაგისტრო პროგრამა
  • სადოქტორო პროგრამა
  • საერთაშორისო ურთიერთობები და დიპლომატია
  • საბაკალავრო პროგრამა
  • სამაგისტრო პროგრამა
  • სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა

    GAU-ს კურსდამთავრებულები

    შეფასებისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო კომპანია EMC

    "ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში გატარებულ 4 წელს დროთა განმავლობაში სულ უფრო მეტად ვაფასებ. GAU არის უნივერსიტეტი, რომელიც მუდმივად ვითარდება და მიიწევს წინ და ამ თვისებას სტუდენტებსაც გადასცემს. მიმაჩნია, რომ GAU-ს მთავარი უპირატესობებია საუკეთესო ლექტორები, კვალიფიციური თანამშრომლები და ძლიერი მენეჯმენტი..."

    პროფესორები და ლექტორები

    ქეთევან საგინაშვილმა 1991 წელს წარჩინებით დაამთავრა საქართველოს ტექნიკური შემოქმედებისა და პატენტმცოდნეობის ინსტიტუტი პატენტმცოდნეობის სპეციალობით, 1995 წელს უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდენეობის სპეციალობით...

    უპირატესობები

    პროფესიული ინგლისურის აქტიური ცოდნა

    ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა, რომელსაც გაუ-ს თითოეული სკოლის კურსდამთავრებული ფლობს, პროფესიული ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნაა. მიუხედევად იმისა, რომ ეროვნული გამოცდების ჩაბარებისას გაუ-ში ჩასარიცხად ინგლისური ენის ცოდნის დონე საკმარისია აკმაყოფილებდეს კომპეტენციის მინიმალურ ზღვარს, გაუ-ში ჩარიცხული სტუდენტი სპეციალობის დაუფლების პროცესში, სპეციალური პროგრამის დახმარებით, პირველი კურსიდანვე სწავლობს არჩეული პროფესიისათვის საჭირო ლექსიკასა და ფრაზეოლოგიას. უნივერსიტეტის დამთავრებისას სტუდენტი პროფესიონალია არა მხოლოდ არჩეულ საქმეში, არამედ ამ საქმიანობის შესაბამისი ინგლისური ენისა და ტერმინოლოგიის ცოდნაში, რაც მას დასაქმების ბაზარზე და უცხოეთში სწავლის გაგრძელების შემთხვევაში დიდ კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებს.

    დარგობრივი უნარ-ჩვევები და კომპეტენციები

    გაუ-ს საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის საბაკალავრო პროგრამაზე სტუდენტი შეიძენს: საფუძვლიან ცოდნას თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობების თეორიასა და პრაქტიკაში, შეისწვლის პოლიტიკურ იდეოლოგიებსა და თეორიებს, დიპლომატიური და საკონსულო სამსახურების საქმიანობის სპეციფიკას, გამოიმუშავებს საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის სფეროში მიმდინარე პროცესების ანალიზისა და შეფასების უნარს. გაეცანი იმ ზოგად და დარგობრივ უნარ-ჩვევებს (კომპეტენციებს) რომლებსაც შეიძენ საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის საბაკალავრო პროგრამის ათვისებით.

    დასაქმების პერსპექტივა

    თანამედროვე საქართველოში, სადაც სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი ევროინტეგრაცია და განვითარებულ ქვეყანათა რიცხვში ადგილის დამკვიდრებაა, იზრდება მოთხოვნა საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტებსა და დიპლომატებზე, რომლებიც შეძლებენ ღირსეულად წარმოაჩინონ ქვეყანა თავიანთი განსაკუთრებული პროფესიული უნარ-ჩვევების საშუალებით, რომელთა შეძენის შესაძლებლობასაც სრულად იძლევა გაუ-ს სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის პროგრამა. ამავე დროს, გაუ-ს დასაქმების ცენტრი აქტიურად მუშაობს იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს სასურველი სამუშაო ადგილების პოვნაში.