• სასწავლო პროგრამები სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლა
  • სამართალი
  • საბაკალავრო პროგრამა
  • სამაგისტრო პროგრამა
  • სადოქტორო პროგრამა
  • საერთაშორისო ურთიერთობები და დიპლომატია
  • საბაკალავრო პროგრამა
  • სამაგისტრო პროგრამა
  • სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა

    GAU-ს კურსდამთავრებულები

    TBSC Consulting

    სტუდენტობის განმავლობაში ვსარგებლობდი GAU-ს შიდა დაფინანსებით. რაც სტიმულს მაძლევდა მიმეღწია მეტი წარმატებისათვის.სტუდენტთა რეიტინგში მოწინავე პოზიციის გამო გამოსაშვებ ცერემონიაზე მომენიჭა Valedictorian-ის ტიტული, წარმოვადგინე 2014 წლის ბიზნესის კურსდამთავრებულები...

    პროფესორები და ლექტორები

    მზია თოდუამ დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იურისტ-სამართალმცოდნეობის განხრით. 2009 წლის სექტემბრიდან დღემდე არის ქართულ-ამერიკული ინივერსიტეტის დოქტორანტი (სამართალმცოდნეობა)...

    სამართლის საბაკალავრო პროგრამა

    პროგრამის სახელწოდება

    სამართალი

    საფეხური

    ბაკალავრიატი

    მისანიჭებელი კვალიფიკაცია

    სამართლის ბაკალავრი

    პროგრამის ხელმძღვანელი

    ზაზა რუხაძე

     

     
    დაწვრილებითი ინფორმაცია პროგრამის ხელმძღვანელის კვალიფიკაციას, მის სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით მოცემულია პროგრამაზე თანდართულ დოკუმენტებში.
     

    პროგრამის მოცულობა

    სამართლის საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში სტუდენტმა უნდა დააგროვოს 240 კრედიტი კვალიფიკაციის მისაღებად. 
     
    სამართლის საბაკალავრო პროგრამა სტუდენტს აძლევს ფართო არჩევანის შესაძლებლობას, დაგეგმოს საკუთარი პროფილი. პროგრამა შედგება სავალდებულო და არჩევითი კომპონენტებისაგან. 
     
    არჩევით კომპონენტში შედის როგორც სასწავლო კურსები, ისე პრაქტიკული და კვლევითი კომპონენტი. პროგრამა 
    ითვალისწინებს თავისუფალ კრედიტსაც.
     
    სამართლის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლების სტანდარტული ხანგრძლივობა არის 4 წელი, 8 სემესტრი.
    წლის განმავლობაში სტუდენტი აგროვებს 60 კრედიტს, ე.ი სემესტრში 30 კრედიტს, თუმცა სტუდენტის ინდივიდუალური დატვირთვიდან გამომდინარე წელიწადში კრედიტების რაოდენობა შეიძლება იყოს 60 კრედიტზე მეტი ან ნაკლები, მაგრამ არაუმეტეს 75 კრედიტისა.
     
    სავალდებულო სასწავლო კომპონენტში სტუდენტი აგროვებს 207 კრედიტს.
     
    არჩევით კომპონენტში სტუდენტი აგროვებს 33 კრედიტს - აქედან 6 კრედიტი სავალდებულოა დააგროვოს არჩევითი საგნებიდან ზოგადი უნარების განსავითარებლად; 6 კრედიტი სავალდებულოა დააგროვოს დარგთაშორისი კონცენტრაციიდან; დარჩენილი 21 კრედიტის არჩევა სტუდენტის ინტერესზეა დამოკიდებული, მაგრამ ისე უნდა განხორციელდეს, რომ სპეციალობის სავალდებულო და არჩევით კომპონენტებში სტუდენტმა ჯამში 180 კრედიტზე ნაკლები არ დააგროვოს. 
     
    არჩევითი კომპონენტები მოიცავს:
     
    სასწავლო კომპონენტს, რომელიც თავის მხრივ იყოფა: ზოგადი უნარების განსავითარებელ სასწავლო კურსებად - 18 კრედიტი, სპეციალობის სასწავლო მოდულების (კერძო/ბიზნეს სამართლის მოდული - 33 კრედიტი, სისხლის სამართლის მოდული - 30 კრედიტი, საჯარო სამართლის მოდული - 48 კრედიტი, საერთაშორისო სამართლის მოდული - 33 კრედიტი) სასწავლო კურსებად - 144, დარგთაშორისი კონცენტრაციის სასწავლო კურსებად - 24 კრედიტი და გაძლიერებული ინგლისური ენის სასწავლო კურსებად - 6 კრედიტი.
     
    კვლევით კომპონენტს (საბაკალავრო ნაშრომი) - 6 კრედიტი;
     
    პრაქტიკულ კომპონენტს (იურიდიული კლინიკა) - 12 კრედიტი;
     
    თავისუფალ კომპონენტს - 9 კრედიტი, რომლის დაგროვებაც სტუდენტს სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლაში ან ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში არსებული სხვა იმავე საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამიდან; საქართველოს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებული აკრედიტებული იმავე საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამიდან; უცხოეთის უმაღლეს სასწავლებელში არსებული იმავე საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამიდან, თუ ეს კრედიტები შესაბამისად აღიარებული იქნება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით.  
     
    პროგრამა დარგობრივი ინგლისური ენის განსავითარებლად ითვალისწინებს ინგლისურენოვან სასწავლო კურსებს, ძირითადად მაღალ კურსებზე.
     
    სწავლების ენა
     
    ქართული და ინგლისური
     
    პროგრამის მიზანი
     
    სამართლის საბაკალავრო პროგრამის ძირითადი დანიშნულებაა სახელისუფლებო და თვითმმართველობის სისტემაში შემავალი და კერძო სტრუქტურებისათვის  იურისტის კვალიფიკაციის მქონე კადრების მომზადება.
     
    აქედან გამომდინარე, პროგრამა მიზნად ისახავს სტუდენტს:
    • შესძინოს ეროვნული სამართლის სისტემის ძირითადი თავისებურებების, პრინციპებისა და ინსტიტუტების ფართო ცოდნა; 
    • მისცეს ფუნდამენტური ბაზა სამართლის არსისა და მისი ძირითადი პრინციპების გაცნობიერებისათვის;
    • გარკვეული წარმოდგენა შეუქმნას სხვადასხვა სამართლებრივი სისტემების, მათი ძირითადი ინსტიტუტებისა და მათთვის დამახასიათებელი თავისებურებების შესახებ; 
    • შეასწავლოს სამართლის პოლიტიკური, ფილოსოფიური, ისტორიული, საზოგადოებრივი და ეკონომიკური ასპექტები;
    • შეასწავლოს იურიდიული ტერმინოლოგია და შესძინოს მისი გამოყენების უნარ–ჩვევა;
    • გამოუმუშავოს ინფორმაციის მშობლიურ და  უცხო ენაზე მოძიებისა და ნებისმიერი ფორმით კომუნიკაციის უნარ ჩვევა;
    • გამოუმუშავოს სამართლის სფეროში მიღებული ცოდნის პრაქტიკული საქმიანობისას ეფექტურად გამოყენებისა და კვალიფიციური იურიდიული კონსულტაციის გაწევის უნარ-ჩვევა;
    • გამოუმუშავოს სამართლებრივ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისა და მისი დასაბუთების უნარი;
    • გამოუმუშავოს სამართლებრივი საკითხის ანალიზის, შეფასებისა და მასთან დაკავშირებით მსჯელობის უნარი;
    • გამოუმუშავოს საკანონმდებლო ცვლილებების, სასამართლო პრაქტიკის, მეცნიერული სიახლეებისადმი ყურადღების მიდევნებისა და ცოდნის მუდმივი განახლების უნარი;
    • გამოუმუშავოს სამართლებრივი პრობლემების იდენტიფიცირების, მათი გადაწყვეტისა და ნორმატიულად დასაბუთების უნარი;
    • გამოუმუშავოს იურიდიული ხასიათის დოკუმენტებზე მუშაობის (შედგენა, განახლება, განმარტება და სხვა) უნარ-ჩვევა;
    • გამოუმუშავოს პროფესიული ეთიკა და მის ფარგლებში მოქმედების უნარ-ჩვევა;
    • გამოუმუშავოს პროფესიული გამბედაობა;
    • ჩამოუყალიბოს ეროვნული და სხვა სამართლებრივი სიტემებისათვის დამახასიათებელი ძირითადი ღირებეულებების პატივისცემის უნარი;
    • ჩამოუყალიბოს სამართლიანობის, ადამიანის უფლებების, სოციალური და დემოკრატიული ფასეულობების გათვალისწინებით მოქმედების უნარი.
    პროგრამაზე დაშვების წინა პირობა
     
    საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს მხოლოდ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის/ატესტატის ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის მფლობელს ან მასთან გათანაბრებულ პირს, რომელიც ჩაირიცხება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე.
     
    სამართლის საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველი ფლობს ინგლისური ენას B1 დონეზე.
     
    ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე სამართლის საბაკალავრო პროგრამაზე სტუდენტთა ჩარიცხვა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევებში.
     
    დასაქმების სფერო
     
    სამართლის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულს ექნება შესაძლებლობა, იმუშაოს ნებისმიერ სამსახურსა და იმ თანამდებობაზე, სადაც არ მოითხოვება სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი, აგრეთვე იგი უფლებამოსილია, სწავლა განაგრძოს სამაგისტრო პროგრამით, რომელიც ორიენტირებულია შემდგომი დონის სპეციალისტის მომზადებაზე.
     
    სწავლის შედეგები/კომპეტენციები (ზოგადი და დარგობრივი)
    ზოგადი კომპეტენციები:
     
    • სფეროს ფართო ცოდნა, რომელიც მოიცავს თეორიებისა და პრინციპების კრიტიკულ გააზრებას;
    • სფეროს კომპლექსური საკითხების გაცნობიერება;
    • სფეროსათვის დამახასიათებელი მეთოდების გამოყენებით პრობლემების გადაჭრის უნარ-ჩვევა;
    • მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
    • სფეროსათვის დამახასიათებელი მონაცემების შეგროვებისა და განმარტების უნარი;
    • ქართულ და უცხო ენაზე იდეების, არსებული პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ დეტალური წერილობითი ანგარიშის მომზადებისა და ინფორმაციის სპეციალისტებისა და არასპეციალისტებისათვის ზეპირად გადაცემის უნარი;
    • თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შემოქმედებითად გამოყენების უნარი;
    • საკუთარი სწავლის პროცესის თანმიმდევრულად და მრავალმხრივად შეფასების უნარი;
    • ცოდნის შემდგომი გაღრმავებისა და სასწავლო პროცესის დამოუკიდებლად განსაზღვრის უნარი;
    • ღირებულებების პატივისცემის უნარი.
    დარგობრივი კომპეტენციები:
     
    ცოდნა და გაცნობიერება 
     
    • ეროვნული სამართლის სისტემის ძირითადი თავისებურებების, პრინციპებისა და ინსტიტუტების ცოდნა; 
    • სახელმწიფოს წარმოშობის, მისი განვითარების ეტაპებისა და მისთვის დამახასიათებელი ძირითადი ნიშნებისა და თავისებურებების ცოდნა;
    • სამართლის არსის, მისი ძირითადი პრინციპებისა და დანიშნულების ცოდნა;
    • სამართლის ნორმის ცნების, მისი  განმარტებისა და გამოყენების ძირითადი მეთოდების ცოდნა;
    • საზღვარგარეთის ქვეყნების სამართლებრივი სისტემების ჩამოყალიბების ეტაპებისა და მისი ისტორიული წყაროების ცოდნა;
    • ქართული სამართლის ისტორიული წყაროების ცოდნა;
    • რომის კერძო სამართლის ჩამოყალიბებისა და განვითარების, მისი ძირითადი ინსტიტუტებისა და წყაროების ცოდნა;
    • სახელმწიფოს ვერტიკალური და ჰორიზონტალური ორგანიზაციის ძირითადი ფორმების, ადგილობრივი თვითთმმართველობის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
    • ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, მათი ფარგლებისა და მოცულობის ცოდნა;
    • ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების, კერძოდ ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპის სასამაღტლოსათვის მიმართვის პროცედურების ცოდნა;
    • სხვადასხვა სამართლებრივი სისტემებისა და მათთვის დამახასიათებელი ძირითადი თავისებურებების ცოდნა;
    • საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპებისა და მისი მნიშვნელოვანი ინსტიტუტების ცოდნა;
    • სამოქალაქო სამართლის ძირითადი ცნებების, კატეგორიებისა და ინსტიტუტების ცოდნა;
    • სახელშეკრულებო და კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობების ცოდნა;
    • კონკრეტული ხელშეკრულების ძირითადი მოთხოვნებისა და თავისებურებების ცოდნა;
    • ქონებრივი სამართლის ძირითადი ინსტიტუტების ცოდნა;
    • დანაშაულისსა და სასჯელის ცნებისა და სახეების ცოდნა;
    • ქმედების შემადგენლობის ძირითადი ნიშნების ცოდნა;
    • სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ძირითადი ასპექტებისა და თავისებურებების ცოდნა;
    • წინასწარი გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და სამართალწარმოების თავისებურებების ცოდნა;
    • არასრულწლოვანთა პასუხისმგებლობის თავისებურებების ცოდნა;
    • ადმინისტრაციული სამართალდარღვევების (გადაცდომა და სახდელი) პასუხისმგებლობის თავისებურებების ცოდნა;
    • ადმინისტრაციული სამართლის არსისა და პრინციპების, ადმინისტრაციული სამართალწარმოების ძირითადი თავისებურებების ცოდნა;
    • ქვეყნის ბიუჯეტის ფორმირების ძირითადი ასპექტებისა და თავისებურებების, აგრეთვე სახელმწიფო სახსრების ძირითადი წყაროების ცოდნა;
    • სამოქალაქო სამართალწარმოების თავისებურებების ცოდნა;
    • საოჯახო და მემკვიდრეობითი ურთიერთობების ცოდნა;
    • შრომისა და სოციალური უზრუნველყოფის სამართლის თავისებურებების ცოდნა;
    • საწარმოს ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმებისა და მათი სამართლებრივი რეგულირების ცოდნა;
    • გარემოს დაცვასთან დაკავშირებული პრობლემატიკისა და მისი სამართლებრივი რეგულირების ცოდნა;
    • დარგთაშორისი პრობლემატიკის ურთიერთმიმართების გაგებისა და გაცნობიერების უნარი.
    ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი 
    • სამართლებრივი დოკუმენტაციის (ნორმატიული აქტის პროექტი, ხელშეკრულება, საჩივარი, სარჩელი და ა. შ.) შედგენის, კვალიფიციური იურიდიული დასკვნებისა და კონსულტაციის გაცემის უნარი;
    • საჯარო დაწესებულებებში შესაბამისი პროცედურების დაცვითა და სამართლებრივი საშუალებების გამოყენებით მოქმედების უნარი; 
    • დებატებში ჩართვის, განსხვავებული აზრის გაგებისა და სამართლებრივი საკითხების ანალიზისას საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი;
    • სამართლებრივი ნორმების რეალიზაციასთან დაკავშირებული ქმედების განხორციელების უნარ-ჩვევა; 
    • ფაქტებისა და გარემოებების სამათლებრივი შეფასების უნარი; 
    • სამართლებრივი გადაწყვეტილებების მიღების და სხვა იურიდიული მოქმედებების განხორციელების უნარი; 
    • სამართლებრივი პრობლემების იდენტიფიცირების, მათი გადაწყვეტისათვის ნორმატიული საფუძვლების მოძიების, გამარტებისა და გამოყენების  უნარი;
    • მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
    • დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევების ფაქტების გამოვლენისა და პასუხისმგებლობის განსაზღვრის უნარი.
    დასკვნის უნარი 
    • აქვს სამართლებრივ საკითხებზე თეზისის განვითარების, საკუთარი პოზიციის ჩამოყალიბებისა და დასაბუთების უნარი;
    • იურიდიული ნორმების, სამართლებრივი ურთიერთობების და სამართლებრივი პრობლემების მრავალმხრივი ხედვისა და ანალიზის უნარი.
    კომუნიკაციის უნარი 
    • ინფორმაციის მშობლიურ და უცხო ენაზე მოძიების და სამართლებრივ საკითხებზე საკუთარ კოლეგებთან და საზოგადოებასთან იურიდიული ტერმინოლოგიით როგორც ზეპირი ისე წერითი კომუნიკაციის უნარი;
    • სამართლებრივ საკითხებზე საკუთარი პოზიციის იურიდიული ტერმინოლოგიით ჩამოყალიბების უნარი;
    • საამრთლებრივ პრობლემებისა და საკითხის ძირითადი დებულებების პრეზენტაციის უნარი.
    სწავლის უნარი 
    • საკანონმდებლო ცვლილებების, სასამართლო პრაქტიკის, მეცნიერული სიახლეების მიდევნებისა და ცოდნის მუდმივი განახლების უნარი.
    ღირებულებები 
    • ზოგადსამართლებრივი პრინციპების, ფასეულობებისა და ღირებულებების ცოდნა;
    • პროფესიული ეთიკის ჩამოყალიბება;  
    • პრაქტიკული საქმიანობისას სამართლიანობის, კანონის უზენაესობის პრინციპის, ადამიანის უფლებების, სოციალური და დემოკრატიული ფასეულობების დაცვა და მათი გაღრმავებისაკენ სწრაფვა;
    • წარმოდგენილ პირთა ინტერესის დაცვისას საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრების, კეთილსინდისიერად მოქმედების უნარის ჩამოყალიბება;
    • სამართლებრივი პრინციპებისა და ნორმების მიღმა საზოგადოებრივი ინტერესებისა და ღირებულებების იდენტიფიცირების უნარის გამოკვეთა.
    სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები
     
    1. ვერბალური, ანუ ზეპირსიტყვიერი მეთოდი.
    2. დისკუსია/დებატები - დისკუსიის პროცესი მკვეთრად ამაღლებს სტუდენტთა ჩართულობის ხარისხსა და აქტივობას.
    3. დისკუსია შესაძლებელია გადაიზარდოს კამათში. ეს პროცესი არ შემოიფარგლება მხოლოდ პროფესორის მიერ დასმული შეკითხვებით. ეს მეთოდი უვითარებს სტუდენტს კამათისა და საკუთარი აზრის დასაბუთების უნარს.
    4. ჯგუფური მუშაობა - ამ მეთოდით სწავლება გულისხმობს სტუდენტთა ჯგუფებად დაყოფას და მათთვის სასწავლო დავალების მიცემას. ჯგუფის წევრები ინდივიდუალურად ამუშავებენ საკითხს და პარალელურად უზიარებენ მას ჯგუფის დანარჩენ წევრებს. დასახული ამოცანიდან გამომდინარე შესაძლებელია ჯგუფის მუშაობის პროცესში წევრებს შორის  მოხდეს ფუნქციების გადანაწილება. ეს სტრატეგია უზრუნველყოფს ყველა სტუდენტის მაქსიმალურ ჩართულობას სასწავლო პროცესში. 
    5. წიგნზე მუშაობის მეთოდი. 
    6. პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება (PBL) - სასწავლო მეთოდი, რომელიც ახალი ცოდნის მიღების და ინტეგრაციის პროცესის საწყის ეტაპად იყენებს პრობლემას. 
    7. თანამშრომლობითი (cooperative) სწავლება - იმგვარი სწავლების სტრატეგიაა, სადაც ჯგუფის თითოეული წევრი ვალდებულია არა მხოლოდ შეისწავლოს, არამედ დაეხმაროს თანაგუნდელს საგნის უკეთ შესწავლაში. თითოეული ჯგუფის წევრი მუშაობს პრობლემაზე, ვიდრე ყველა მათგანი არ დაეუფლება საკითხს. 
    8. ევრისტიკული მეთოდი - ეფუძნება სტუდენტების წინაშე დასმული ამოცანის ეტაპობრივ გადაწყვეტას. ეს ამოცანა სწავლების პროცესში ფაქტების დამოუკიდებლად დაფიქსირებისა და მათ შორის კავშირების დანახვის გზით ხორციელდება. 
    9. შემთხვევის ანალიზი (Case study) - პროფესორი სტუდენტებთან ერთად ლექციაზე განიხილავს კონკრეტულ შემთხვევებს, რომლებიც ყოველმხრივ და საფუძვლიანად შეისწავლიან საკითხს. მაგალითად, კაზუსის ამოხსნა. 
    10. გონებრივი იერიში (Brain storming) - ეს მეთოდი გულისხმობს კონკრეტული თემის ფარგლებში კონკრეტული საკითხის/პრობლემის შესახებ მაქსიმალურად მეტი, სასურველია რადიკალურად განსხვავებული, აზრის, იდეის ჩამოყალიბებასა და მისი გამოთქმის ხელშეწყობას. აღნიშნული მეთოდი ხელს უწყობს პრობლემისადმი შემოქმედებითი მიდგომის განვითარებას. ეს მეთოდი ეფექტურია სტუდენტთა მრავალრიცხოვანი ჯგუფის არსებობის პირობებში და შედგება რამდენიმე ძირითადი ეტაპისგან: 
    11. პრობლემის/საკითხის შემოქმედებითი კუთხით განსაზღვრა; 
    12. დროის გარკვეულ მონაკვეთში აუდიტორიისგან საკითხის ირგვლივ არსებული იდეების კრიტიკის გარეშე ჩანიშვნა (ძირითადად, დაფაზე); 
    13. გამორიცხვის გზით იმ იდეების გამორჩევა, რომლებიც ყველაზე მეტ შესაბამისობას ავლენს დასმულ საკითხთან; 
    14. კვლევის მიზანთან იდეის შესაბამისობის დასადგენად შეფასების კრიტერიუმების განსაზღვრა; 
    15. შერჩეული იდეების შეფასება წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით; 
    16. უმაღლესი შეფასების მქონე იდეის, როგორც დასახული პრობლემის გადაჭრის საუკეთესო საშუალების გამოვლენა. 
    17. როლური და სიტუაციური თამაშები - სცენარის მიხედვით განხორციელებული როლური თამაშები სტუდენტს საშუალებას აძლევს სხვადასხვა პოზიციიდან შეხედოს საკითხს და ეხმარება მას ალტერნატიული თვალსაზრისის ჩამოყალიბებაში. ისევე როგორც დისკუსია, როლური თამაშებიც უყალიბებს სტუდენტს საკუთარი პოზიციის დამოუკიდებლად გამოთქმისა და კამათში მისი დაცვის უნარს. 
    18. დემონსტრირების მეთოდი - ეს მეთოდი ინფორმაციის ვიზუალურად წარმოდგენას გულისხმობს. შედეგის მიღწევის თვალსაზრისით ის საკმაოდ ეფექტურია. ხშირ შემთხვევაში უმჯობესია, მასალა ერთდროულად აუდიო და ვიზუალური გზით მიეწოდოს სტუდენტებს. შესასწავლი მასალის დემონსტრირება შესაძლებელია განხორციელდეს როგორც მასწავლებლის, ისე სტუდენტის მიერ. ეს მეთოდი გვეხმარება თვალსაჩინო გავხადოთ სასწავლო მასალის აღქმის სხვადასხვა საფეხური, დავაკონკრეტოთ, თუ რისი შესრულება მოუწევთ სტუდენტებს დამოუკიდებლად; ამავე დროს, ეს სტრატეგია ვიზუალურად წარმოაჩენს საკითხის/პრობლემის არსს.
    19. ინდუქცია, დედუქცია, ანალიზი და სინთეზი. 
    20. სწავლების ინდუქციური მეთოდი განსაზღვრავს ნებისმიერი საგნობრივი ცოდნის ისეთ ფორმას, როდესაც სწავლის პროცესში აზრის მსვლელობა კერძოდან ზოგადისაკენ, ფაქტებიდან განზოგადებისაკენ არის მიმართული, ანუ მასალის გადმოცემისას, პროცესი მიმდინარეობს კონკრეტულიდან ზოგადისაკენ. 
    21. სწავლების დედუქციური მეთოდი განსაზღვრავს ნებისმიერი საგნობრივი ცოდნის გადაცემის ისეთ ფორმას, რომელიც ზოგად ცოდნაზე დაყრდნობით ახალი ცოდნის აღმოჩენის ლოგიკურ პროცესს წარმოადგენს, ანუ პროცესი მიმდინარეობს ზოგადიდან კონკრეტულისაკენ.
    22. სასწავლო პროცესში ანალიზის მეთოდი გვეხმარება სასწავლო მასალის, როგორც ერთი მთლიანის, შემადგენელ ნაწილებად დაშლაში, ამით მარტივდება რთული პრობლების შიგნით არსებული ცალკეული საკითხების დეტალური გაშუქება. 
    23. სინთეზის მეთოდი გულისხმობს შებრუნებულ პროცედურას, ანუ ცალკეული საკითხების დაჯგუფებით ერთი მთლიანის შედგენას. ეს მეთოდი ხელს უწყობს პრობლების, როგორც მთელის დანახვის უნარის განვითარებას. 
    24. ახსნა-განმარტებითი მეთოდი - ეფუძნება მსჯელობას მოცემული საკითხის ირგვლივ. პროფესორს მასალის გადმოცემისას, მოჰყავს კონკრეტული მაგალითი, რომლის დაწვრილებით განხილვაც ხდება მოცემული თემის ფარგლებში. 
    25. ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება - მოითხოვს პროფესორისა და სტუდენტის აქტიურ ჩართულობას სწავლების პროცესში, სადაც განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს თეორიული მასალის პრაქტიკული ინტერპრეტაცია. 
    26. წერითი მუშაობის მეთოდი, რომელიც გულისხმობს შემდეგი სახის აქტივობებს: ამონაწერებისა და ჩანაწერების გაკეთება, მასალის დაკონსპექტება, თეზისების შედგენა, რეფერატის, ან ესეს შესრულება და ა.შ.
    27. შედარებითი (cooperative) მეთოდი - რომელიც გულისხმობს საკითხის შესწავლას შედარებითი  კვლევის  საფუძველზე.
    28. ისტორიული - რაც გულისხმობს სხვადასხვა მოვლენის შესწავლას დროში განვითარების მიხედვით.
    შეფასების სისტემა
     
    სტუდენტის მიერ შესაბამის სასწავლო კურსში კრედიტების მიღება/დაგროვება შესაძლებელია მხოლოდ სასწავლო კურსის სილაბუსით გათვალისწინებული სამუშაოს წარმატებით დასრულებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ერთ-ერთი დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში;
     
    სასწავლო კურსის მაქსიმალური შეფასება 100 ქულაა, რომელიც უტოლდება საბოლოო შეფასების 100 პროცენტს.
     
    სტუდენტთა შეფასება განისაზღვრება შემდეგი შეფასების სისტემის  მიხედვით:
     
    დადებითი შეფასებები:
     
    (A) ფრიადი - მაქსიმალური შეფასების 91% და მეტი:
     
    (B) ძალიან კარგი - მაქსიმალური შეფასების 81-90%:
     
    (C) კარგი - მაქსიმალური შეფასების 71-80%:
     
    (D) დამაკმაყოფილებელი - მაქსიმალური შეფასების 61-70%:
     
    (E) საკმარისი - მაქსიმალური შეფასების 51-60%:
     
    უარყოფითი შეფასებები:
     
    (FX) ვერ ჩააბარა - მაქსიმალური შეფასების 41- 50%;
     
    (F) ჩაიჭრა - მაქსიმალური შეფასების 40% და ნაკლები;
     
    (FX) ვერ ჩააბარა - უარყოფითი შეფასების მქონე სტუდენტს უფლება აქვს დამოუკიდებელი მუშაობის შემდეგ კიდევ ერთხელ გავიდეს დამატებით დასკვნით გამოცდაზე;
     
    (F) ჩაიჭრა - უარყოფითი შეფასების მქონე სტუდენტ ვალდებულია ახლიდან გაიაროს სასწავლო კურსი;
     
    სტუდენტს შეუძლია მთელი სასწავლო პროცესის განმავლობაში ერთი და იგივე სასაწავლო კურსი აიღოს მხოლოდ ორჯერ, მათ შორის, მიღებული დადებითი შეფასების გაუმჯობესების მიზნითაც;
     
    სასწავლო კურსში სტუდენტის შეფასება წარმოებს მთელი სასწავლო სემესტრის განმავლობაში. შესაბამისად, სტუდენტის საბოლოო შეფასება წარმოადგენს შუალედური შეფასებებისა და დასკვნითი გამოცდის შეფასების ჯამს;
     
    დასკვნითი გამოცდის შეფასების ქულაა 40, დანარჩენი 60 ქულა ნაწილდება შუალედური შეფასებების მიხედვით;
     
    შუალედურ შეფასებაში სავალდებულოა ორი შუალედური გამოცდის გათვალისწინება, რომელთა შეფასებათა ჯამი 40 ქულის ტოლია (თითოეული 20-20 ქულა);
     
    შუალედური შეფასების 20 ქულის განაწილება, რომელიც შეიძლება მოიცავდეს  რამოდენიმე ტესტირებას, სემინარებზე, პრაქტიკულ მეცადინოებებზე აქტივობას, წარმოებს სასწავლო კურსის სპეციფიკიდან გამომდინარე და დეტალურად გაიწერება სილაბუსში კურსის წამყვანი პროფესორის მიერ; 
     
    დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს, რომელსაც შუალედური შეფასებებისა და დასკვნითი გამოცდის მაქსიმალური ქულის გათვალისწინებით უგროვდება 51 ქულა;
     
    სტუდენტი დამატებით დასკვნით გამოცდაზე გადის იმავე სემესტრში. დასკვნით და შესაბამის დამატებით დასკვნით გამოცდებს შორის შუალედი არ შეიძლება იყოს 10 დღეზე ნაკლები;
     
    სტუდენტის საბოლოო რეიტინგის დასადგენად და მათ წასახალისებლად სასწავლო პროცესის დასრულებისას გამოითვლება კუმულატიური ქულა (კუმულატიური ქულის გამოთვლა ხორციელდება ყოველი სემესტრის ბოლოსაც). 
    კუმულატიური ქულის გამოთვლა შემდეგნაირად განხორციელდეს: ყოველ სასწავლო კურსში სტუდენტის მიერ მიღებული ქულის რაოდენობრივი მაჩვენებელი გამრავლდეს ამ სასწავლო კურსისათვის განკუთვნილი კრედიტის რაოდენობაზე და შემდეგ ამ რიცხვების საერთო ჯამი გაიყოს სტუდენტის მიერ დაგროვილი კრედიტების რაოდენობაზე.
    პროგრამის განსახორციელებლად მისაღწევი რესურსები
    მატერიალური რესურსი:
     
    • კანონმდებლობით გათვალისწინებული ფართი (სასწავლო და დამხმარე);
    • სათანადო ინვენტარით აღჭურვილი აუდიტორიები, საკონფერენციო დარბაზები, აკადემიური პერსონალის სამუშაო ოთახები, ადმინისტრაციის მუშაობისათვის განკუთვნილი ფართი;
    • ელექტროენერგიის მიწოდების უწყვეტი სისტემა;
    • სველი წერტილები;
    • ბუნებრივი განათება;
    • გათბობის საშუალებები;
    • ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმები და ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარი;
    • ევაკუაციის გეგმა;
    • სამედიცინო დახმარების მექანიზმები (სამედიცინო კაბინეტი);
    • წესრიგის დაცვის უზრუნველყოფის მექანიზმები (უნივერსიტეტის დაცვა);
    • კომპიუტერთა სათანადო რაოდენობა და ინტერნეტით სარგებლობის შესაძლებლობა;
    • საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სახელმძღვანელოებითა და თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით აღჭურვილი ბიბლიოთეკა;
    ადამიანური რესურსი:
    • აკადემიური პერსონალი შერჩეული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და მათი კვალიფიკაციის გათვალისწინებით.
    • მკვლევარებად და მასწავლებლებად უნივერსიტეტში მოწვეულნი არიან შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პრაქტიკოსი მუშაკები და სამეცნიერო ხარისხის მქონე პირები.
    დანართი 1: პროგრამის სასწავლო გეგმა და შედეგების რუქა.
    დანართი 2: CV - ზაზა რუხაძე