• სასერტიფიკატო პროგრამები ფინანსური მენეჯმენტი და ანალიტიკური რეპორტინგი

სასერტიფიკატო პროგრამები

GAU-ს კურსდამთავრებულები

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

"კარიერული წინსვლის პერსპექტივა - ეს არის ერთ-ერთი საკვანძო უპირატესობა, რომელიც განასხვავებს GAU-ს და უდაოდ ანიჭებს მას საუკეთესო უნივერსიტეტის სტატუსს. GAU გამორჩეული უნივერსიტეტია და მე პირადად მისი დიდი მადლობელი ვარ..."

პროფესორები და ლექტორები

მიხეილ მანიამ ვილნიუსის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო 1999 წელს თბილისის ნ. მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტში - სადოქტოროდისერტაცია. ის არის 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მისი სამეცნიერო ინტერესებია სტოქასტური ანალიზი, ოპტიმალური მართვის თეორია, ფინანსური და სადაზღვევო მათემატიკა...

ფინანსური მენეჯმენტი და ანალიტიკური რეპორტინგი

კურსი წარმოადგენს კომბინაციას ყველა იმ მნიშვნელოვანი თემის, რაც აქტუალურია დღევანდელ ფინანსურ სამყაროში და რაც უნდა იცოდეს წარმატებულმა ფინანსურმა მენეჯერმა/ფინანსურმა ანალიტიკოსმა. კურსის სილაბუსი იმგვარად არის შედგენილი, რომ მოიცვას სამი ძირითადი მიმართულება: თანამედროვე საერთაშორისო ფინანსები, საქართველოს საფინანსო სექტორი და ბოლოს მონაცემების დამუშავება და ანალიზი. კურსის განმავლობაში, ყველაზე მეტი დრო დაეთმობა ფინანსურ მენეჯმენტსა და ანალიზს, გამომდინარე შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნიდან.
 
სასწავლო მასალა და პრეზენტაციები წარმოდგენილი იქნება სტრუქტურიზებულად, ადვილად გასაგებად და ლოგიკურად. გამოყენებული თეორიული მასალა და პრაქტიკული მაგალითები იქნება უახლესი და თანამედროვე საფინანსო სექტორში (საქართველოსა და მსოფლიოში) არსებული სიტუაციის შესაბამისი.
 
ტრეინინგს გაუძღვება სპეციალისტი, რომელსაც აქვს ზემოთხსენებულ სფეროებში პრაქტიკული გამოცდილება ან/და თეორიული ცოდნა, როგორც კერძო, ასევე საჯარო სფეროში ფინანსების სხვადასხვა მიმართულებით.
 
კურსის სტრუქტურა:
 
თანამედროვე საერთაშორისო ფინანსები:
 
  • ფინანსური ანგარიშგება (IFRS)
  • ინდივიდუალური ფინანსური უწყისები; კონსოლიდირებული ფინანსური უწყისები; ფინანსური ანგარიშების ანალიზი და ინტერპრეტაცია...
  • ფინანსური მენეჯმენტი და საქმიანობის შედეგების მართვა:
  • ფინანსური მენეჯმენტის ფუნქციები; სამუშაო კაპიტალის მენეჯმენტი; ინვესტიციებისა და ბიზნესის შეფასება; კაპიტალის ღირებულება და რისკ მენეჯმენტი...
  • დანახარჯებისა და მენეჯერული აღრიცხვის მეთოდები; ბიუჯეტირება; გადახრების ანალიზი, შეფასება და კონტროლი...
  • პროექტის მართვა, სტრატეგიული დაგეგმვა და კორპორატიული და ბიზნეს კანონმდებლობა:
  • პროექტის ინიცირება, დაგეგმვა, დროში გაწერა, ბიუჯეტირება...
  • სტრატეგიული დაგეგმვის კონცეფციისა და დანიშნულების მიმოხილვა; სტრატეგიული გეგმის შედგენის პროცესისა და ძირითადი ეტაპების მიმოხილვა...
  • საერთაშორისო ბიზნეს კანონმდებლობა; საერთაშორისო ბიზნეს ფორმები და გარიგებები, რისკების განაწილება...
  • კორპორატიული ფინანსების სხვა ძირითადი საკითხები:
  • ფინანსური ბაზრები და საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიები (Fitch, S&P, Moody's) ფინანსური ანალიზი; ფულის ღირებულება დროში...

საქართველოს საფინანსო სექტორი: რეფორმები და არსებული რეალობა:

განხორციელებული რეფორმები: რეფორმები საჯარო ფინანსებში:
 
  • საბიუჯეტო, სახაზინო და საგადასახადო სფეროში...
  • ფისკალური პოლიტიკა და ბიუჯეტირება
  • საბიუჯეტო კანონმდებლობა, ბიუჯეტის სტრუქტურა, დაგეგმვის პროცესი;
  • ბიუჯეტის პროფიციტი/დეფიციტის დეტალური ანალიზი...
  • საგადასახადო დაბეგვრა
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსი: გადასახადები,
  • საერთაშორისო საგადასახადო კანონმდებლობა: ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმებები, სხვადასხვა ქვეყნების მაგალითები...
  • მონეტარული პოლიტიკა და საბანკო სექტორი
  • ეროვნული ბანკის ფუნქციები და ამოცანები;ფინანსური სტაბილურობა
  • ბანკები, საბანკო სექტორის სიჯანსაღე; ფინანსური მაჩვენებლები, რისკების მართვა, Lიბორ განაკვეთი, ბაზელის კანონმდებლობა
  • აღრიცხვა-ანგარიშგება საჯარო სექტორში
  • ბუღალტრული აღრიცხვის ინსტრუქცია, საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები...
  • ძირითადი მაკროეკონომიკური ინდიკატორები
  • მშპ, საფასო ინდიკატორები, საგარეო ვაჭრობა და უცხოური პირდაპირი ინვესტიციები, ბიზნეს სტატისტიკა...

მონაცემების ანალიზი და პროცესების მართვა

ექსელი:
  • საწყისი დონე: ფუნქციების გაცნობა, გრაფიკების აგება, ფილტრაცია, ფორმატირება, სამუშაო გვერდების მართვა...
  • საშუალო დონე: რამდენიმე სამუშაო გვერდისა და სამუშაო ფაილის გამოყენება, გაფართოებული ფორმატირება, პაივოტ ცხრილები და პაივოტ გრაფიკები...
  • მოწინავე დონე: ლოგიკური და სტატისტიკური ფუნქციები, ანალიტიკური საშუალებები, მაკროსი, VBA და რეპორტინგის ავტომატიზაცია...
სტატა:
  • სამუშაო გარემო, შემთხვევები და ცვლადები, ზოგადი ბრძანებები, ფილტრაცია, ცვლადების ავტომატურად შექმნა...
მიზნობრივი ჯგუფები:
 
  • დაინტერესებული პირები ვისაც სურს შეისწავლოს თანამედროვე ფინანსების ყველაზე აქტუალური საკითხები, საქართველოს და საერთაშორისო საფინანსო სისტემა;
  • კერძო ან/და საჯარო სექტორის თანამშრომლები, ვისაც აქვს ვიწრო სპეციფიკაციის გამოცდილება და სურს გაიღრმავოს ცოდნა ფინანსებში სხვადასხვა მიმართულებით.
ეს კომპლექსური კურსი გათვლილია მსმენელებისთვის საბაზისო დონის შესაქმნელად ფინანსურ მენეჯმენტსა და ანალიტიკურ რეპორტინგში, შესაბამისად ტრეინინგში მონაწილეობის მიღების მსურველებს არ მოეთხოვებათ ფინანსებში მნიშვნელოვანი ცოდნის ქონა, იმისათვის რომ თავი გაართვან მასალებს.
 
საბოლოო შედეგი:
 
კურსის წარმატებით დამთავრების შემდეგ მონაწილეებს ექნებათ, ადგილობრივი დასაერთაშორისო თანამედროვე ფინანსების ფუნდამენტური ცოდნა. მონაწილეები მიიღებენ ან/და გაიღრმავებენ ცოდნას სხვადასხვა ურთიერთდაკავშირებულ საკითხებში, როგორიცაა: კორპორატიული ფინანსები, ფინანსური მენეჯმენტი, ფინანსური ანალიზი და ანგარიშგება, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა. ამავე დროს, ყველა მონაწილე შეიძენს ახალ უნარ-ჩვევებს მონაცემების დამუშავებისა და ანალიზის თვალსაზრისით. მონაწილეები მიიღებენ აუცილებელ საბაზისო, ფუნდამენტურ ცოდნას თანამედროვე ფინანსებში, რომლის სამომავლო გაღრმავების შემთხვევაში მათ შეეძლებათ გახდნენ წარმატებული ფინანსური მენეჯერები, ფინანსური ანალიტიკოსები და ფინანსების სფეროში მოქმედი წამყვანი ფიგურები.
 
კურსის ხანგრძლივობა: 9 კვირა, 51 საათი
 
კურსის განრიგი და ლექციების ჩატარების დრო: ოთხშაბათი, პარასკევი 19:-00-22:00 საათები

სწავლა მიმდინარეობს ქართულ ენაზე
სწავლის საფასური: 950 ლარი. სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია განვადებით.

20%-იანი ფასდაკლება ეკუთვნის:

  • GAU-ს აქტიურ სტუდენტს!
  • GAU-ს კურსდამთავრებულს!
  • ნებისმიერ ადამიანს, ვისაც GAU-ს ერთი სასერტიფიკატო კურსი უკვე გავლილი აქვს.
 
კურსი დაიწყება 10 აპრილს!
 
 
კურსის დამთავრების შემდეგ გაიცემა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სერტიფიკატი
 
კურსზე რეგისტრაციისათვის გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა
 
დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით: 
 
თამთა ნიშნიანიძე
სასერტიფიკატო პროგრამების მენეჯერი
ელ-ფოსტა: tamtanishnianidze@gau.ge
ტელ: 2 20 65 20 (313)