• სასერტიფიკატო პროგრამები ადამიანური რესურსების (HR) მართვის სასერტიფიკატო კურსი

სასერტიფიკატო პროგრამები

GAU-ს კურსდამთავრებულები

საქართველოს ეროვნული ბანკი

"მუშაობის სწავლის ადრეულ ეტაპზევე დაწყება და შემდგომი წარმატების მიღწევა სწორედ გაუ-ში შეძენილი განათლებისა და უნარ-ჩვევების საშუალებით მოვახერხე..."

პროფესორები და ლექტორები

ზვიად გაბისონიას მიებული აქვს იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი.მას გამოქვეყნებული აქვს 25 ნაშრომი. გავლილი აქვს აშშ-ს ,,ღია სამყაროს” პროგრამა- ,,კანონის უზენაესობა” და მიღებული აქვს აშშ კონგრესის სტიპენდია(ვაშინგტონი, ატლანტა)

ადამიანური რესურსების (HR) მართვის სასერტიფიკატო კურსი

GAU

HR

ქართულ-ამერიკული

უნივერსიტეტისა

და პარტნიორები-საქართველოს

ერთობლივი პროექტი     

 

     

 ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტისა და პარტნიორები-საქართველოს ერთობლივი პროექტი

ადამიანური რესურსების (HR) მართვის სასერტიფიკატო კურსი

საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერებს, ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტებს, სტუდენტებს და სხვა დაინტერესებულ პირებს გეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა სამსახურისგან და სწავლისგან მოუწყვეტლად:

  • გაიღრმავოთ ცოდნა ადამიანური რესურსების მართვის სფეროში
  • შეიძინოთ და გაიუმჯობესოთ პერსონალის ეფექტურად მართვისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები
  • გაეცნოთ პერსონალის შერჩევის, მოტივირების, შეფასების და მართვის თანამედროვე მეთოდებს და ინსტრუმენტებს
  • გაიზიაროთ კოლეგების გამოცდილება
  • მიიღოთ პასუხები თქვენს შეკითხვებზე დარგის წარმატებული მენეჯერებისგან
    • აიმაღლოთ კვალიფიკაცია პრაქტიკოსებისა და პროფესიონალი ტრენერ-კონსულტანტების დახმარებით

კურსის გავლის შედეგად თქვენ მიიღებთ ლიდერი ტრენინგ-კომპანიისა და წარმატებული ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ერთობლივ სერტიფიკატს, რომელიც მნიშვნელოვანი შენაძენი გახდება თქვენი პროფესიული ბიოგრაფიისათვის.

კურსი 2019 წლის 14 მაისიდან 29 ივნისამდე გაგრძელდება.

მეცადინეობა ჩატარდება კვირაში სამჯერ: სამშაბათს და ხუთშაბათს 19:00-22:00, და შაბათს 12.00 – 15.00

თქვენთან ორი თვის განმავლობაში თემების მიხედვით იმუშავებენ პროფესიონალი ტრენერ-კონსულტანტები და ადამიანის რესურსების მართვის მენეჯერები:

  • მართვისუნარები HR მენეჯერისათვის - თეა ბულია, “პარტნიორები-საქართველოს” ტრენერ-კონსულტანტი, ორგანიზაციული განვითარებისა და სპეციფიური ჯგუფებებთნ ტრენინგული მუშაობის 15-წლიანი გამოცდილება.
  • საკადრო პოლიტიკა და ადმინისტრაციული პროცედურები - თამილა გველესიანი, პერსონალის მართვის სპეციალისტი, ტელეკომპანია რუსთავი2-ის HR მენეჯერი,  სხვადასხვა დროს მუშაობდა ბლოკ-ჯორჯიაში, მთაწმინდის ეროვნული პარკში და პეტროფაკში ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერად.
  • პერსონალის მოტივირებამილენა მითაგვარია, “პარტნიორები-საქართველოს” დამფუძნებელი პარტნიორი, კონსულტირებისა და პროგრამების მართვის 20-წლიანი გამოცდილება.
  • თანამშრომელთა შერჩევა - ლელა გიორგობიანი, “პარტნიორები-საქართველოს”ტრენერ-კონსულტანტი და დამფუზნებელი პარტნიორი, ESM-თბილისის ბიჰევიორისტიკის პროგრამის ხელმძღვანელი, მაგისტრის ხარისხი ადამიანური რესურსების მართვაში.
  • პერსონალის შეფასება - მარინა იმერლიშვილი, გამოყენებითი კვლევების კომპანია აი-არ-სი-ს დირექტორი, ორგანიზაციული განვიტარებისა და ეიჩარ კონსალტინგის 18 წლიანი გამოცდილება
  • HR მენეჯერის გავლენა კომპანიის მოგებაზე, ორგანიზაციული კულტურა და პერსონალის დაწინაურება - ნინო ბართაია, HR მართვის 10 წლიანი გამოცდილება, „აჭარა ჯგუფის“ (ჰოლიდეი ინი თბილისი, რუმსი ყაზბეგი, რუმსი თბილისი) HR მენეჯერი, ტურიზმის განვითარების პროექტების კონსულტანტი
  • მრავალფეროვნების მართვათეა გველესიანი, საერთაშორისო ტრენერ-კონსულტანტი. საქმიანობის 15-წლიანი გამოცდილება ეფექტური კომუნიკაციის, ორგანიზაციული განვითარებისა და მრავალფეროვნების მართვის სფეროში.
  • თანამედროვე HR მართვის ძირითადი გამოწვევები - ანდრო დგებუაძე,  ბიზნეს-კონსულტანტი მენეჯმენტის, ფინანსებისა და IT მართვის სფეროში, საქმიანობის 20-წლიანი გამოცდილება.

კურსის პროგრამა მთლიანად დამყარებულია სწავლების ინტერაქციულ მეთოდზე და მოიცავს სწავლების ისეთ ფორმებს, როგორიცაა თეორიული პრეზენტაცია, სავარჯიშო, როლური თამაში, სიმულაცია, სასწავლო ქეისი და დისკუსია.

კურსის ღირებულებაა 940 ლარი. ერთი ორგანიზაციიდან ორი ან მეტი აპლიკანტის შემთხვევაში, აგრეთვე, სტუდენტებისათვის მოქმედებს 10 %-იანი ფასდაკლება.

 

ჯგუფში ადგილები შეზღუდულია. შესაბამისად, უპირატესობა მიენიჭებათ იმ აპლიკანტებს, რომლებიც პირველები  შემოიტანენ განაცხადს.

 

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2019 წლის 10 მაისი! 

 

20%-იანი ფასდაკლება ეკუთვნის:

  • GAU-ს აქტიურ სტუდენტს!
  • GAU-ს კურსდამთავრებულს!
  • ნებისმიერ ადამიანს, ვისაც GAU-ს ერთი სასერტიფიკატო კურსი უკვე გავლილი აქვს. 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით: 

თამთა ნიშნიანიძე
სასერტიფიკატო პროგრამების მენეჯერი
ელ-ფოსტა: tamtanishnianidze@gau.ge
მობ: 591 11 22 00
ტელ: 2 20 65 20 (313)

რეგისტრაციისათვის გამოაგზავნეთ სააპლიკაციო ფორმა ან მობრძანდით ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU) (თბილისი, მერაბ ალექსიძის 10)