სასერტიფიკატო პროგრამები

GAU-ს კურსდამთავრებულები

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ბიზნესის სკოლა 2015 წელს დავამთავრე. ვსწავლობდი ბიზნესის ადმინისტრირების ფაკლუტეტზე, რაოდენობრივი ფინანსური ანალიზის განხრით (Quant’s Program). GAU-მ საშუალება მომცა მიმეღო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი...

პროფესორები და ლექტორები

ლევან ბოძაშვილს წლების მანძილზე ეკავა საპასუხისმგებლო თანამდებობები, როგორც საქართველოს საჯარო სექტორში, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში - ეუთო, გაერო, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო...

კომპიუტერული ქსელების საბაზისო კურსი (Computer Networks Basic Course)

მოცემული კურსი განკუთვნილია ყველა დაინტერესებული პირისთვის, ვისაც სურვილი აქვს დაეუფლოს ან გაიღრმავოს ცოდნა ქსელის საბაზისო პრინციპების, მისი დაგეგმვის, აგების და მონტაჟის მიმართულებით; გაეცნოს სხვადასხვა თანამედროვე ქსელურ მოწყობილობებს, ადაპტერებს, სამონტაჟე ინსტრუმენტებს და შეძლოს მათი გამოყენება - შერჩევა, ინსტალაცია, ძირითადი კონფიგურაცია და მართვა. შეისწავლოს ქსელში წარმოშობილი პრობლემის მოძიება და აღმოფხვრა; კაბელური და უკაბელო მარშრუტიზატორების კონფიგურაცია და მონტაჟი; უკაბელო ქსელის მოწყობა; ქსელში სამუშაო მარტივი პროგრამების გამოყენება; კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს დამოუკიდებლად გადაჭრას კომპიუტერულ ქსელთან  დაკავშირებული ძირითადი პრობლემები.

მსმენელები გაეცნობიან თანამედროვე ქსელური საინფორმაციო ტექნოლოგიების ფუნქციონირების პრინციპებს. შეისწავლიან მარშრუტიზატორების (Router),უსადენო წვდომის წერტილების(Wireless Access Point), კომუტატორების (Switch) და კონცენტრატორების(Hub) კონფიგურირების მეთოდებს.ასევე გაეცნობიან სხვადასხვა ქსელურ ინსტრუმენტებს და მოწყობილობებს.

კურსის მსვლელობისას განხილული იქნება:

კომპიუტერული ქსელები, ქსელების ძირითადი ტიპები (LAN, MAN, WAN, WLAN, SAN, VPN) და ტოპოლოგიები;

ქსელური მედიის ტიპები (სპილენძის გამტარიანი კაბელების ტიპები (UTP, STP, FTP),კოაქსიალური და ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელები; მონაცემების უკაბელო გადაცემები); კაბელების პირდაპირი (Straight-Through) და ჯვარედინი (Crossover) შეერთება;

ლოგიკური (IP) და ფიზიკური (MAC) მისამართები;

DHCP, DNS, RDNS სერვერები და მათი დანიშნულება;

ქსელის მოსაწყობად საჭირო სხვადასხვა მოწყობილობები; მათიკონფიგურაცია და მართვა:

  • კონცენტრატორები (Hubs);
  • კომუტატორები (Switches (Unmanaged, Smart, Managed));
  • მარშრუტიზატორები (Routers (Dual-Band Routers); Modems);
  • უსადენო წვდომის წერტილები (Wireless Access Points; Repeaters);
  • მედია კონვერტორები (Media Converters);

ქსელების ქვექსელებად დაყოფა; სადენიანი და უსადენო შიდა ქსელების გამართვა;

VLAN (Virtual Local Area Network) - ების შექმნა მართვად სვიჩებზე;

მარტივი VPN (Virtual Private Network) - ის მოწყობა;

სხვადასხვა ქსელური ტექნიკა დაადაპტერები:

  • ქსელური პრინტერები (Network Printers);
  • IPტელეფონები (IP Telephones);
  • უკაბელო ადაპტერები (Wireless USB Adapters);
  • პაჩ პანელები(Patch Panels);
  • PoE ინჟექტორები და სპლიტერები (PoE Injectors and Splitters);
  • Powerlines;

ქსელში სამუშაო მარტივი პროგრამების გამოყენება (Advanced IP Scanner, Putty, Team Viewer, Ammyy Admin);

OSI და TCP/IP მოდელები; მათი სტრუქტურა;

Proxy Server (Kerio Control) დანიშნულება, ინსტალაცია და ძირითადი კონფიგურაცია;

ქსელში გავრცელებული ძირითადი პრობლემები და მათი გადაწყვეტის გზები;

კურსის დაწყების თარიღი 4 მარტი!

კურსის ღირებულებაა: 630 ლარი.

კურსის ხანგრძლივობა: 7 კვირა(კვირაში 2 დღე);

ლექციები ჩატარდება სამშაბთს და პარასკევს 19:00-21:00სთ-მდე.

რეგისტრაციისათვის გამოაგზავნეთ სააპლიკაციო ფორმა ან მობრძანდით ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU) (თბილისი, მერაბ ალექსიძის 10).

20% %-იანი ფასდაკლება ეკუთვნის:

  • GAU-ს აქტიურ სტუდენტს!
  • GAU-ს კურსდამთავრებულს!
  • ნებისმიერ ადამიანს, ვისაც GAU-ს ერთი სასერტიფიკატო კურსი უკვე გავლილი აქვს.

                  

                                  რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2 მარტი!

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით: 

თამთა ნიშნიანიძე
სასერტიფიკატო პროგრამების მენეჯერი
ელ-ფოსტა: tamtanishnianidze@gau.ge
ტელ: 2 20 65 20 (313)