მოცემული კურსი განკუთვნილია ყველა დაინტერესებული პირისთვის, ვისაც სურვილი აქვს დაეუფლოს ან გაიღრმავოს ცოდნა ქსელის საბაზისო პრინციპების, მისი დაგეგმვის, აგების და მონტაჟის მიმართულებით; გაეცნოს სხვადასხვა თანამედროვე ქსელურ მოწყობილობებს, ადაპტერებს, სამონტაჟე ინსტრუმენტებს და შეძლოს მათი გამოყენება - შერჩევა, ინსტალაცია, ძირითადი კონფიგურაცია და მართვა. შეისწავლოს ქსელში წარმოშობილი პრობლემის მოძიება და აღმოფხვრა; კაბელური და უკაბელო მარშრუტიზატორების კონფიგურაცია და მონტაჟი; უკაბელო ქსელის მოწყობა; ქსელში სამუშაო მარტივი პროგრამების გამოყენება; კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს დამოუკიდებლად გადაჭრას კომპიუტერულ ქსელთან დაკავშირებული ძირითადი პრობლემები.
მსმენელები გაეცნობიან თანამედროვე ქსელური საინფორმაციო ტექნოლოგიების ფუნქციონირების პრინციპებს. შეისწავლიან მარშრუტიზატორების (Router),უსადენო წვდომის წერტილების(Wireless Access Point), კომუტატორების (Switch) და კონცენტრატორების(Hub) კონფიგურირების მეთოდებს.ასევე გაეცნობიან სხვადასხვა ქსელურ ინსტრუმენტებს და მოწყობილობებს.
კურსის მსვლელობისას განხილული იქნება:
კომპიუტერული ქსელები, ქსელების ძირითადი ტიპები (LAN, MAN, WAN, WLAN, SAN, VPN) და ტოპოლოგიები;
ქსელური მედიის ტიპები (სპილენძის გამტარიანი კაბელების ტიპები (UTP, STP, FTP),კოაქსიალური და ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელები; მონაცემების უკაბელო გადაცემები); კაბელების პირდაპირი (Straight-Through) და ჯვარედინი (Crossover) შეერთება;
ლოგიკური (IP) და ფიზიკური (MAC) მისამართები;
DHCP, DNS, RDNS სერვერები და მათი დანიშნულება;
ქსელის მოსაწყობად საჭირო სხვადასხვა მოწყობილობები; მათიკონფიგურაცია და მართვა:
ქსელების ქვექსელებად დაყოფა; სადენიანი და უსადენო შიდა ქსელების გამართვა;
VLAN (Virtual Local Area Network) - ების შექმნა მართვად სვიჩებზე;
მარტივი VPN (Virtual Private Network) - ის მოწყობა;
სხვადასხვა ქსელური ტექნიკა დაადაპტერები:
ქსელში სამუშაო მარტივი პროგრამების გამოყენება (Advanced IP Scanner, Putty, Team Viewer, Ammyy Admin);
OSI და TCP/IP მოდელები; მათი სტრუქტურა;
Proxy Server (Kerio Control) დანიშნულება, ინსტალაცია და ძირითადი კონფიგურაცია;
ქსელში გავრცელებული ძირითადი პრობლემები და მათი გადაწყვეტის გზები;
კურსის დაწყების თარიღი 4 მარტი!
კურსის ღირებულებაა: 630 ლარი.
კურსის ხანგრძლივობა: 7 კვირა(კვირაში 2 დღე);
ლექციები ჩატარდება სამშაბთს და პარასკევს 19:00-21:00სთ-მდე.
რეგისტრაციისათვის გამოაგზავნეთ სააპლიკაციო ფორმა [1] ან მობრძანდით ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU) (თბილისი, მერაბ ალექსიძის 10) [2].
20% %-იანი ფასდაკლება ეკუთვნის:
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2 მარტი!
დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით:
თამთა ნიშნიანიძე
სასერტიფიკატო პროგრამების მენეჯერი
ელ-ფოსტა: tamtanishnianidze@gau.ge [3]
ტელ: 2 20 65 20 (313)
ბმულები:
[1] https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfigEwqTjfk2BaF1e0-1vh0J1zOEMX0f53ErNXCPHCYT5QchQ/viewform
[2] http://gau.ge/ge/contact
[3] mailto:tamtanishnianidze@gau.ge