სასერტიფიკატო პროგრამები

GAU-ს კურსდამთავრებულები

TBSC Consulting

GAU არის ადგილი სადაც შეგიძლია მიიღო მაღალი ხარისხის განათლება, რაც წინაპირობაა შენი პროფესიული განვითარებისათვის. ვმუშაობ TBSC Consulting-ში ანალიტიკოსის პოზიციაზე. შიდა კონკურსის საფუძველზე GAU-მ მომცა შესაძლებლობა დავსწრებოდი ჯორდან ბელფორტის მასტერკლასს...

პროფესორები და ლექტორები

უჩა ძიმისტარიშვილს აქვს სამუშაო გამოცდილება, როგორც საჯარო სექტორში, ასევე კერძო და არასამთავრობო სექტორებში. უჩა ძიმისტარიშვილი არის ახალგაზრდული ორგანიზაცია „პირველების“ (2005 წლიდან) და ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია - საქართველოს (2008 წლიდან) ერთ-ერთი დამფუძნებელი...

GAU-სა და ჯეოლაბის ერთობლივი სასერტიფიკატო პროგრამები

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) (ინფორმაციული ტექნოლოგიების ინსტიტუტი (ITI) და ჯეოლაბი აცხადებს მიღებას სასერტიფიკატო პროგრამებზე. 

ITI წარმოადგენს GAU-ს სასწავლო ცენტრს, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება ისწავლოს და დაეუფლოს ცოდნას, რომელიც მას მომავალში საშუალებას მისცემს, თავად შექმნას პროგრამული პროდუქტი, შეიმუშავოს ვებგვერდის ან მობილური აპლიკაციის დიზაინი, დააპროექტოს და მართოს პროგრამულ სფეროსთან დაკავშირებული პროექტები. ITI - ის განუყოფელი ნაწილია ჯეოლაბი, რომელიც წარმოადგენს მობილური და ვებ აპლიკაციების ლაბორატორიას. ჯეოლაბი 24 საათის განმავლობაში ღიაა სხვადასხვა საინტერესო და ინოვაციური პროექტების განხორციელებისათვის და აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით.

  • თუ თქვენ გაინტერესებთ პროგრამირება, მობილური და ვებ ტექნოლოგიები, 3D გრაფიკა ან სხვადასხვა სახის მოწყობილობების დაპროგრამება;

  • თუ გსურთ არა მარტო თეორიული ცოდნის მიღება, არამედ პრაქტიკული პროექტების განხორციელება, მაშინ „ჯეოლაბი'' ეს ის სივრცეა, სადაც თქვენ გელოდებიან. 

GAU-სა და ჯეოლაბის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, თქვენ შეგიძლიათ ექვსი სხვადასხვა კურსის  შესწავლა. ეს კურსებია: 

3D დიზაინი

კომპიუტერული ტექნოლოგიების განვითარების შედეგად მცირდება მანძილი ადამიანის თავში დაბადებული იდეიდან მის რეალიზაციამდე. ჩვენ ირგვლივ არსებული რეალობა უამრავ შეზღუდვას გვიწესებს. 3D-ში კი შესაძლებელია ისეთი ობიექტების, პეიზაჟების, არსებების შექმნა რომლთა ნახვა, გადაღება რთულია ან რომელთა ადგილი ჩვენს რეალობაში არ არის. აქ ყველაფერი ადამიანის ფანტაზიაზე და მის ცოდნაზე არის დამოკიდებული. 3D დიზაინის მიმართულებით, სწავლის პროცესი სტუდენტებისათვის სავსე იქნება აღმოჩენებით. სტუდენტები რამოდენიმე პროგრამას აითვისებენ. სწავლის პროცესში დიდი მნიშვნელობა ენიჭება პრაქტიკული დავალებების შესრულებას. სწავლის ბოლო ეტაპზე სტუდენტები საკუთარ პროექტებს განახორციელებენ.

ამ მიმართულების სტუდენტები შეისწავლიან 3D ობიექტების შექმნას, აგებას. მათ ვიზუალიზაციას. 3D ობიექტების ანიმაციას. სასწავლო პროცესს შესაბამისი სფეროს გამოცდილი პრაქტიკოსი სპეციალისტები გაუძღვებიან. 

გრაფიკული დიზაინი

ადამიანი მუდამ ცდილობდა დაემკვიდრებინა ან შეექმნა ისეთი ენა, რომელზეც ყველა ისაუბრებდა, რომელიც ყველასათვის გასაგები იქნებოდა. ადამიანის ეს მცდელობები უშედეგოდ დასრულდა. დღეს ყოველგვარი ძალდატანების ან ხელოვნურად დამკვიდრების, მცდელობის გარეშე სრულიად ბუნებრივად იქმნება კიდევ ერთი ახალი ენა. ეს ვიზუალური ნიშნების ენაა, რომელიც თითქოს შეუმჩნევლად, სრულიად ბუნებრივად იმკვიდრებს ადგილს.  

მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები დიზაინერები დღეს ქმნიან მობილური აპლიკაციების, კომპიუტერული თამაშების, ვებგვერდების ინტერფეისებს, სხვადასხვა სახის „აიქონებს'' რომლებიც სიტყვების, ტექსტის გარეშე გასაგები და ადვილად აღსაქმელია მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მცხოვრები ადამიანისათვის.  

დიზაინერები გრაფიკული გამოსახულებით ცდილობენ ისაუბრონ. გრაფიკოსი დიზაინერი ხომ სხვადახვა ვიზუალური ელემენტების შერჩევით, შეხამებით (შრიფტი, გამოსახულება, ფერები და ა. შ.) ცდილობს გადასცეს აუდიტორიას გარკვეული ინფორმაცია, გზავნილი. ხანდახან გრაფიკულ დიზაინს „ვიზუალურ კომუნიკაციას'' უწოდებენ. ეს ტერმინი ხაზს უსვამს დიზაინის ფუნქციას მიანიჭოს შესაბამისი ფორმა ინფორმაციას.  

კურსის ფარგლებში სტუდენტები თავად შექმნიან ელექტრონული მოწყობილობების, ვებგვერდების, მობილური აპლიკაციების დიზაინს და აიქონებს, რომლებიც გასაგები იქნება ნებისმიერი ადამიანისათვის. სასწავლო პროცესს შესაბამისი სფეროს გამოცდილი პრაქტიკოსი სპეციალისტები გაუძღვებიან. 

კომპიუტერული თამაშები - (Unity 3D)

Unity 3D კროსპლატფორმული გარემოა, რომელიც ძირითადად კომპიუტერული თამაშების შესაქმნელად გამოიყენება. Unity 3D 2005 წელს შეიქმნა, როგორც მაკის კომპიუტერებისათვის (OS X) კომპიუტერული თამაშების შესაქმნელი სისტემა. შემდეგ დროთა განმავლობაში კროსპლატფორმულ სისტემად ტრანსფორმირდება. კროსპლატფორმულობა საშუალებას იძლევა პროგრამისტის მიერ შექმნილმა კომპიუტერულმა თამაშმა სხვადასხვა პლატფორმაზე იმუშაოს. ადრე თამაშების შემქმნელები კონკრეტულად რომელიმე პლატფორმისთვის, ოპერაციული სისტემისათვის ქმნიდნენ თამაშს. შესაბამისად, მაგალითად windows პლატფორმისთვის შექმნილი თამაში არ მუშაობადა, ვერ ეშვებოდა მაკის კომპიუტერებზე. Unity 3D-ს საშუალებით შექმნილი თამაშები შეიძლება 16 მეტ პლატფორმაზე გაეშვას. მათ შორის Windows, Android, Mac OS, iOS, Xbox, Wii და ა. შ. ასევე ვებ ბრაუზერებშიც. Unity 3D სხვადასხვა სახის 2D და 3D გამოსახულების იმპორტირების საშულაბას იძლევა (Autodesk 3ds Max, Maya, Softimage, Blender, modo, ZBrush, Cinema 4D, Cheetah3D, Adobe Photoshop, Adobe Fireworks). შესაბამისად Unity-ში შესაძლებელია 2D და 3D თამაშების შექმნა. Unity 3D-ში ინტეგრირებული თაიმლანი თამაშის შემქმნელებს მნიშვნელოვნად უადვილებს საქმეს.

კურსის ფარგლებში სტუდენტები  შეისწავლიან იმ ძირითად პრინციპებს, რომელზე დაყრდნობითაც იქმნება კომპიუტერული თამაშები. ლექტორის მიერ მომზადებულ სასწავლო მასალაზე დაყრდნობით თავად შექმნიან Unity 3D-ში კროსპლატფორმულ თამაშებს.

 iOS მობილური აპლიკაციები (Swift)

 კომპანია Apple არაერთხელ დასახელდა მსოფლიოში ნომერ პირველ ბრენდად. Apple-ის პროდუქტები, ისევე როგორც ამ პროდუქტებისათვის შექმნილი პროგრამები და მობილური აპლიკაციები, განსაკუთრებული ხარისხითა და დახვეწილი დიზაინით გამოირჩევა. თუ თქვენ გსურთ გახდეთ ამ ბრენდის ნაწილი, შექმნათ სხვადახვა პროგრამული პროდუქტები iPhone-ისა და iPad-ისათვის მაშინ swift-ის შესწავლას უნდა შეუდგეთ. ეს პროგრამირების ენა, პირველად 2014 წლის იანვარში წარმოადგინა კომპანია Apple-მა. მიუხედავად იმისა, რომ swift-ი შედარებით ახალი ენაა მასზე უკვე შესაძლებელია სრულფასოვანი მობილური აპლიკაციებისა და პროგრამების შექმნა. ვინაიდან Apple დიდ იმედებს ამყარებს ამ პროგრამულ ენაზე იგი ძალზედ პერსპექტიულია. სავარაუდოდ, რაღაც დროის შემდეგ, Apple უარს განაცხადებს იმ პროგრამულ ენებზე, რომლებითაც აქამდე იყო შესაძლებელი „ნეითივ'' აპლიკაციების შექმნა Apple-ის პროდუქტებისათვის და ძირითად აქცენტს ამ თანამედროვე სტანდარტებით შექმნილ პროგრამულ ენაზე გააკეთებს. შესაბამისად თუკი თქვენ  iPhone-ისა და iPad-ისათვის გნებავთ აპლიკაციებისა და პროგრამების შექმნა, უმჯობესია ის პროგრამული ენა შეისწავლოთ რომელიც დღეს უკვე აქტიურად გამოიყენება და ამავე დროს მომავალზე არის ორიენტირებული.

კურსის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან swift-ში პროგრამული კოდის შექმნას და Xcode-ის პროგრამულ გარემოში მუშაობას. ლექტორის მიერ მომზადებულ სასწავლო მასალაზე დაყრდნობით თავად შექმნიან მობილურ აპლიკაციებს iPhone-ისა და iPad-ისათვის.

Android მობილური აპლიკაციები - (JAVA for Android)

პროგრამირების ენა JAVA, Android აპლიკაციების შექმნისას გარკვეული თვალსაზრისით შეუცვლელია ვინაიდან JAVA „native'', ბუნებრივ ენად ითვლება Android ოპერაციული სისტემაზე მომუშავე მოწყობილობებისათვის. შესაბამისად ამ პროგრამულ ენაზე Android აპლიკაციის შექმნისას შესაძლებელია ყველა იმ შესაძლებლობის სრულად გამოყენება, რომელსაც Android ოპერაციული სისტემა გვაძლევს. ვინაიდან ამ ოპერაციულ სისტემაზე, დღესდღეობით Google ზრუნავს და მისი უშალო პატრონაჟით ვითარდება, ძალიან მარტივად ხდება JAVA-ზე დაწერილი აპლიკაციის Google-ს ისეთ სხვადასხვა სერვისებთან მიერთება, როგორიცაა მაგალითად Google Map. შესაბამისად თუ თქვენ, თქვენს აპლიკაციაში რუკის გამოყენებას ისურვებთ, შეგეძლებათ არა მარტო Google-ს მზა რუკების,  არამედ უამრავი სხვადასხვა სერვისის გამოყენება, რომლებიც Google-ს ამ პროდუქტთან არის დაკავშირებული.  

JAVA-ზე სამუშაოდ Google-მა ახლახან სპეციალური პროგრამაც გამოუშვა, რომელსაც Android Studio ქვია. Android Studio-ში არა მარტო მობილური მოწყობილობებისათვის არის შესაძლებელი სხვადასხვა აპლიკაციების შექმნა, არამედ ისეთი ინოვაციური პროდუქტებისათვისაც,  როგორიცაა Google Glass და Android სისტემაზე მომუშავე Smartwatch-ი.  

კურსის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან JAVA-ზე პროგრამული კოდის შექმნას და Android Studio-ს პროგრამულ გარემოში მუშაობას. სტუდენტებს საშუალება ექნებათ მეცადინეობისას გამოიყენონ არა მარტო სმარტფონები, არამედ Google Glass-ი და Smartwatch-ი;  ანუ შექმნან პროგრამული კოდი ამ ინოვაციური მოწყობილობებისათვის და თავად დატესტონ როგორ მუშაობს მათ მიერ შექმნილი აპლიკაციები ამ მოწყობილობებზე.   

ვებ პროგრამირება (PHP)

PHP ვებ პროგრამირების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ენაა. დღეს ინტერნეტში განთავსებული ვებგვერდების დიდი ნაწილი სწორედ ამ ენაზეა შექმნილი. მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი facebook-იც ამ ენაზეა დაწერილი. PHP- ის დინამიური ვებგვერდების შესაქმნელად იყენებენ.  

დინამიურს ისეთ ვებგვერდს უწოდებენ, რომელიც ვებ სერვერზე სკიპტრების, შაბლონების, მონაცემთა ბაზაში განთავსებული ინფორმაციის სახით ინახება. ასეთი ვებგვერდი სერვერზე ცალკეული კომპონენტების სახით არის განთავსებული. ყოველი ახალი მომხმარებლისათვის სერვერი ხელახლა აწყობს ცალკეული კომპონენტებისაგან იმ ვებგვერდს, რომელსაც მომხმარებელი თავის ბრაუზერში ხედავს. მაგალითად ახალი ამბების პორტალები, როგორც წესი, დინამიური გვერდებია. პორტალის თანამშრომლები, ადმინისტრატორის პანელის საშუალებით მონაცემთა ბაზაში ათავსებენ ახალ-ახალ ინფორმაციას. ხოლო როდესაც მომხმარებელი ასეთ ვებგვერდს ხნის თავის ბრაუზერში, ვებ სერვერი ყოველი ახალი მომხმარებლისთვის ხელახლა აწყობს, აშენებს ვებგვერდს და მომხმარებლის ბრაუზერში აგზავნის მას. დინამიური ვებგვერდია facebook.com - იც. ამ სოციალური ქსელის ყველა მომხმარებელი ერთსა და იგივე ვებ მისამართზე შედის, მაგრამ თითოეული მომხმარებელის  facebook გვერდი განსხვავებულია, ვინაიდან ამა თუ იმ მომხმარებლის პაროლისა და ელექტრონული ფოსტის მისამართის შეყვანის შემდეგ ვებ სერვერი აწყობს და მომხმარებლის ბრაუზერს უგზავნის კონკრეტული მომხარებელს გვერდს.

ინტერნეტში უამრავი ღია რესურსია განთავსებული, რომელშიც დეტალურად არის განხილული PHP-ს ესა თუ ის ბრძანება ან PHP კოდის საშუალებით შექმნილი ფუნქცია. ასევე შესაძლებელია PHP კოდის „სნიპეტების'' კოდის ერთგვარი ნაგლეჯების მოძიება ინტერნეტში. PHP პროგრამისტები ხშირად იყენებენ მზა კოდის ნაგლეჯებს, რომელთა საკუთარი საჭიროებისათვის მორგება, გადაკეთებაა შესაძლებელი. მიუხედავად სნიპეტების, ბიბლიოთეკების, ფრეიმვორკების (ყველა ეს სიტყვა მზა კოდის პატარა ან ძალიან დიდ ნაწილებს გულისხმობს) არსებობისა PHP პროგრამისტს თავად უწევს კოდის დიდი ნაწილის დაწერა, რაც მას საშუალებას აძლევს ზედმიწევნით ზუსტად, ოპტიმალურად გამოიყენოს PHP პროგრამული ენის შესაძლებლობები.

კურსის განმავლობაში სტუდენტები ლექტორების მიერ მოწოდებულ სასწავლო მასალაზე დაყრდნობით თავად შექმნიან ვებგვერდებს. ისწავლიან როგორც უშუალოდ PHP პროგრამულ ენაზე წერას, ასევე არსებული  ფუნქციების, ბიბლიოთეკების, ფრეიმვორკების გამოყენებას და საკუთარ საჭიროებებზე მორგებას, გადაკეთებას. 

კურსზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ GAU-ს ვებ გვერდს www.gau.ge ან www.geolab.edu.ge და შეავსეთ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა.

სარეგისტრაციო ფორმის შევსების შემდეგ მსურველები გაივლიან გასაუბრებას. გასაუბრებების შედეგად მოხდება ჯგუფების დაკომპლექტება. 

კურსის ღირებულებაა 1200 ლარი. სტუდენტებისთვის მოქმედებს ფასდაკლება და მათთვის კურსის ღირებულება იქნება 960 ლარი. სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია განვადებით. 

20%-იანი ფასდაკლება ეკუთვნის:

  • GAU-ს აქტიურ სტუდენტს!
  • GAU-ს კურსდამთავრებულს!
  • ნებისმიერ ადამიანს, ვისაც GAU-ს ერთი სასერტიფიკატო კურსი უკვე გავლილი აქვს.

 

კურსი დაიწყება სექტემბერში!

მეცადინეობა ჩატარდება პირველი თვის განმავლობაში ყოველდღე (კვირის გარდა) 19:00-დან 21:00 საათამდე, ხოლო სწავლის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ კვირაში სამჯერ.   

მეცადინეობების პარალელურად პროფესორების დახმარებით, სტუდენტები იმუშავებენ საკუთარ პროექტებზე. 

სწავლების ბოლოს გაიცემა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სერტიფიკატი. 

წარჩინებულ კურსდამთავრებულს საშუალება ექნება გაიაროს პრაქტიკა ჯეოსელში და სხვა წამყვან კომპანიებში.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით შემდეგ მისამართზე:

თამთა ნიშნიანიძე
სასერტიფიკატო პროგრამების მენეჯერი
ელ-ფოსტა: tamtanishnianidze@gau.ge
ტელ: 2 20 65 20 (313)