• სასერტიფიკატო პროგრამები პრაქტიკული ბუღალტერიის სასერტიფიკატო კურსი

სასერტიფიკატო პროგრამები

GAU-ს კურსდამთავრებულები

თიბისი ბანკი

GAU-ში არანაირი შრომა არ რჩება დაუფასებელი. პირადად მე მთელი სასწავლო პერიოდის განმავლობაში GAU-ს 100 %-იანი გრანტის მფლობელი ვიყავი და საშუალება მქონდა ამ დონის განათლება უფასოდ მიმეღო, რაშიც ისევ და ისევ GAU-ში შეძენილი ცოდნა და საკუთარ თავზე მუშაობის უნარი მეხმარებოდა...

პროფესორები და ლექტორები

ელისო ყვავაძეს აქვს სამეცნიერო მოღვაწეობის და პედაგოგობის 37 წლის სამუშაო სტაჟი.1967-1971 წლებში სწავლობდა თბილისის პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში ბიოგეოგრაფიულ ფაკულტეტზე. როგორც წარჩინებული სტუდენტი ასევე იყო ლენინის სახელობის სტიპენდიანტი...

საბუღალტრო საქმე და ბიზნესის კანონმდებლობა

2017 წლის 1-ლი იანვრიდან ძალაში შევიდა საქართველოს კანონი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ, აგრეთვე, მეწარმე სუბიექტთა დიდი ნაწილისთვის შეიცვალა მოგების გადასახადით დაბეგვრის პრინციპი და დაინერგა მოგების გადასახადის ე.წ. „ესტონური“ მოდელი, აღნიშნული ორივე საკანონმდებლო სიახლე დიამეტრალურად ცვლის სააღრიცხვო პროცესის როლს და დანიშნულებას და წინა პლანზე გამოაქვს ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების წარმოება ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები მცირე და საშუალო საწარმოებისთვის (IFRS for SMEs) შესაბამისად.

საბუღალტრო საქმე & ბიზნესის კანონმდებლობა

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი GAU გთავაზობთ ბუღალტერიის სპეციალობის დასაუფლებლად საბუღალტრო საქმის (ფინანსური აღრიცხვის) და ბიზნესის კანონმდებლობის კომპლექსურ სწავლებას საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების შესაბამისად.

კურსის მიზანია მსმენელთა ფართო სპექტრს მისცეს საფუძვლიანი ცოდნა ბუღალტრული აღრიცხვისა და საგადასახადო კოდექსის ყველა ძირითად პრაქტიკულ ასპექტში.

სასწავლო პროგრამის  ფარგლებში ისწავლება კომპანიათა საქმიანობის საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება და ამ საქმიანობის შედეგების ფინანსური და საგადასახადო ანგარიშგების განხორციელება.

სასწავლო კურსის მიმდინარეობისას თემატური და კომპლექსური პრაქტიკული სავარჯიშოების ნაწილის გადაწყვეტა ხორციელდება Ms. Excel-ის პროგრამის მეშვეობით.

სამიზნე ჯგუფი:

  • საბუღალტრო სფეროში დასაქმების მსურველი პირები;
  • მოქმედი ბუღალტრები, რომელთაც სურთ საკუთარი გამოცდილების თეორიული ასპექტებით გაღრმავება.
  • საკუთარი ბიზნესის მქონე პირები, რომელთაც სურთ თვითონ აწარმოონ თავისი სამეწარმეო საქმიანობის აღრიცხვა და ანგარიშგება კანონთან შესაბამისად, რაც მცირე საწარმოთა შემთხვევაში ეფექტურია და იძლევა აღრიცხვის წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯების დაზოგვის საშულებას;
  • სააღრიცხვო სამსახურის სპეციალიზირებული თანამშრომლები, რომელთაც სურთ გაეცნონ და შეისწავლონ ბუღალტრული აღრიცხვის სრულ ციკლს;
  • საწარმოს სხვადასხვა დონის და სპექტრის მენეჯერები და სპეციალისტები, რომელთაც აინტერესებთ სააღრიცხვო სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის სრულყოფილი აღქმა;

ლექციების მსვლელობისას, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ჭრილში განიხილება:

  • საქართველოს კანონი მეწარმეთა შესახებ, როგორც ბიზნესის სამართლებრივი რეგულირების ძირითადი ნორმატიული აქტი;
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით გადასახადები, მათი არსი, გადამხდელები, დაბეგვრის ობიექტი, ადმინისტრირების წესები და შეღავათები დაბეგვრაში;
  • საგადასახადო აღრიცხვის წესები და ინსტრუმენტები;
  • საგადასახადო სამართალდარღვევები და პასუხისმგებლობა;
  • ბუღალტრული აღრიცხვის არსი, როლი და ადგილი საწარმოში;
  • ბუღალტრული აღრიცხვის პროდუქტი, მომხმარებლები და ხარისხობრივი მახასიათებლები;
  • ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება – დიგრაფიული მეთოდი (ორმაგი ჩაწერა), შესაბამისობის პრინციპი, დარიცხვის მეთოდი, შეფასება;
  • მიმდინარე აქტივების აღრიცხვა (დებიტორული დავალიანებები, მარაგები)
  • გრძელვადიანი აქტივების აღრიცხვა (ძირითადი საშუალებები, არამატერიალური აქტივები);
  • ვალდებულებების აღრიცხვა (კრედიტორული დავალიანებები, საბიუჯეტო ვალდებულებები, სასესხო, სათამასუქო და სხვა ვალდებულებები);
  • ფულის დროითი ღირებულების თეორიის გამოყენების პრინციპები;
  • ავანსირებული კაპიტალის აღრიცხვა;
  • კომპანიის შედეგების აღრიცხვა;
  • ფულადი სახსრების მართვა (მოკლე აღწერა);
  • საკონტროლო ფორმულები.

სასწავლო პროცესის თავისებურებანი:

  • მსმენელების უზრუნველყოფა სალექციო მასალებით
  • პრაქტიკული ამოცანებიდამოუკიდებელი სამუშაოები
  • სიტუაციური ანალიზები
  • გადაწყვეტილებების მიღების სიმულაციები
  • შუალედური გამოცდები
  • ძირითადი გამოცდა სერტიფიკატისათვის

კურსის დამთავრების შემდეგ გაიცემა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) სერტიფიკატი

კურსის ხანგრძლივობაა 16 კვირა:,

ღირებულება 1080 ლარი, საბუღალტრო საქმე, ბიზნესის კანონმდებობა + ორისის პროგრამა 1210 ლარი. ორი პროგრამის არჩევა შესაძლებელია სურვილისამებრ. (შესაძლებელია ეტაპობრივი გადახდა), სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია განვადებით.

20%-იანი ფასდაკლება ეკუთვნის:

  • GAU-ს აქტიურ სტუდენტს!
  • GAU-ს კურსდამთავრებულს!
  • ნებისმიერ ადამიანს, ვისაც GAU-ს ერთი სასერტიფიკატო კურსი უკვე გავლილი აქვს.

მეცადინეობების მიმდინარეობის გრაფიკი

კურსი დაიწყება 25 თებერვალს!

ლექციები კვირაში 3-ჯერ 2,5 საათის ხანგრძლივობით:

ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი.

რეგისტრაციისათვის გამოაგზავნეთ სააპლიკაციო ფორმა ან მობრძანდით ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU) (თბილისი, მერაბ ალექსიძის 10)

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით: 

თამთა ნიშნიანიძე
სასერტიფიკატო პროგრამების მენეჯერი
ელ-ფოსტა: tamtanishnianidze@gau.ge
ტელ: 2 20 65 20 (313)