2017 წლის 1-ლი იანვრიდან ძალაში შევიდა საქართველოს კანონი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ, აგრეთვე, მეწარმე სუბიექტთა დიდი ნაწილისთვის შეიცვალა მოგების გადასახადით დაბეგვრის პრინციპი და დაინერგა მოგების გადასახადის ე.წ. „ესტონური“ მოდელი, აღნიშნული ორივე საკანონმდებლო სიახლე დიამეტრალურად ცვლის სააღრიცხვო პროცესის როლს და დანიშნულებას და წინა პლანზე გამოაქვს ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების წარმოება ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები მცირე და საშუალო საწარმოებისთვის (IFRS for SMEs) შესაბამისად.
საბუღალტრო საქმე & ბიზნესის კანონმდებლობა
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი GAU გთავაზობთ ბუღალტერიის სპეციალობის დასაუფლებლად საბუღალტრო საქმის (ფინანსური აღრიცხვის) და ბიზნესის კანონმდებლობის კომპლექსურ სწავლებას საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების შესაბამისად.
კურსის მიზანია მსმენელთა ფართო სპექტრს მისცეს საფუძვლიანი ცოდნა ბუღალტრული აღრიცხვისა და საგადასახადო კოდექსის ყველა ძირითად პრაქტიკულ ასპექტში.
სასწავლო პროგრამის ფარგლებში ისწავლება კომპანიათა საქმიანობის საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება და ამ საქმიანობის შედეგების ფინანსური და საგადასახადო ანგარიშგების განხორციელება.
სასწავლო კურსის მიმდინარეობისას თემატური და კომპლექსური პრაქტიკული სავარჯიშოების ნაწილის გადაწყვეტა ხორციელდება Ms. Excel-ის პროგრამის მეშვეობით.
სამიზნე ჯგუფი:
ლექციების მსვლელობისას, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ჭრილში განიხილება:
სასწავლო პროცესის თავისებურებანი:
კურსის დამთავრების შემდეგ გაიცემა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) სერტიფიკატი
კურსის ხანგრძლივობაა 16 კვირა:,
ღირებულება 1080 ლარი, საბუღალტრო საქმე, ბიზნესის კანონმდებობა + ორისის პროგრამა 1210 ლარი. ორი პროგრამის არჩევა შესაძლებელია სურვილისამებრ. (შესაძლებელია ეტაპობრივი გადახდა), სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია განვადებით.
მეცადინეობების მიმდინარეობის გრაფიკი
კურსი დაიწყება 25 თებერვალს!
ლექციები კვირაში 3-ჯერ 2,5 საათის ხანგრძლივობით:
ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი.
რეგისტრაციისათვის გამოაგზავნეთ სააპლიკაციო ფორმა [1] ან მობრძანდით ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU) (თბილისი, მერაბ ალექსიძის 10) [2]
დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით:
თამთა ნიშნიანიძე
სასერტიფიკატო პროგრამების მენეჯერი
ელ-ფოსტა: tamtanishnianidze@gau.ge [3]
ტელ: 2 20 65 20 (313)
ბმულები:
[1] https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfMyyIyvWWeM9zZ325wlML0Y34hFhig7TO56eG6wvZ48Mkfpw/viewform?fbclid=IwAR0mQdFymtN4U-WJXEgLvLfjN82LsDEOilimueILYkOMaJ7pJwRJNMz1c1s
[2] http://gau.ge/ge/contact
[3] mailto:tamtanishnianidze@gau.ge