სასერტიფიკატო პროგრამები

GAU-ს კურსდამთავრებულები

ჩილაუთ გრუპი

არ შემიძლია არ აღვნიშნო, GAU-ს სწავლების უნიკალური მეთოდი, რომელიც ძალიან მეხმარება ყოველდღიურ ცხოვრებაში. ესაა თითოეული თემის პრაქტიკული სწავლება სხვადასხვა მეთოდით. ეს იქნება თამაშები, პროექტები, წარმატებული კომპანიების ბიზნეს შემთხვევები...

პროფესორები და ლექტორები

ნათია ნიშნიანიძემ დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი (ინგლისური ენისა და ლიტერატურის განხრით) და ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურა. 1986 წელს დაიცვა დისერტაცია...

ინტერიერის დიზაინის სასერტიფიკატო კურსი

GAU გთავაზობთ ინტერიერის დიზაინის სასერტიფიკატო კურსს, რომელიც აძლევს საუკეთესო შესაძლებლობას დამწყებ დიზაინერებს, სტუდენტებს და სხვა მსურველებს მოკლე დროში შეისწავლონ ინტერიერის დიზაინის და დეკორის ძირითადი პრინციპები:

  • სივრცის კონცეფცია, მისი ანალიზი და ეფექტური დაგეგმვა
  • კრეატივი სივრცის მოწყობაში
  • მასალები და სტანდარტები ინტერიერში
  • განათება და ფერი ინტერიერში
  • ავეჯი და მისი განაწილება სივრცეში
  • პროექტის ტექნიკურად გამართვა და ეფექტური პრეზენტაცია
  • გეგმის, სწორედ  დახაზვა არქიკადში და მისი დამუშავება.
  • მუდ ბორდის და ფოტოშოპში ოთახის კოლაჟის შექმნა.

კურსი შედგება  თეორიული ნაწილისა  და  პრაკტიკული მეცადინეობისაგან.  პრაქტიკული სავარჯიშოები მოიცავენ პროექტზე მუშაობას როგორც ჯგუფურად, ასევე  ინდივიდუალურად, პროექტის პრეზენტაციას და მის ინტერაქტიულ განხილვას.

კურსის გავლის შედეგად მონაწილეები  შეძლებენ  პრაქტიკაში  გამოიყენონ მიღებული ცოდნა და უნარ-ჩვევები , დამოუკიდებლად  მიიღონ სწორი გადაწყვეტილებები და ეფექტურად დაგეგმონ ნებისმიერი შიდა სივრცე.

კურსს წაიყვანს  პროფესიონალი ინტერიერის დიზაინერი, მილანის დიზაინის პოლიტექნიკური სკოლის მაგისტრი ვიქტორია ბერიშვილი.

კურსის მონაწილეებს გამოცდილებას გაუზიარებენ ცნობილი დიზაინერები.

კურსის დასრულების  შემდეგ მონაწილეები მიიღებენ   ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის  სერტიფიკატს!

კურსის ხანგრძლოვობა: 10 კვირა  (30 ლექცია)  

ლექციები ჩატარდება კვირაში სამჯერ (ორშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი)

ლექციის ხანგრძლივობა 19:00 – 22:00

სწავლის საფასური 1400 ლარი, შესაძლებელია თანხის  ეტაპობრივი გადახდა.

20%-იანი ფასდაკლება ეკუთვნის:

  • GAU-ს აქტიურ სტუდენტს!
  • GAU-ს კურსდამთავრებულს!
  • ნებისმიერ ადამიანს, ვისაც GAU-ს ერთი სასერტიფიკატო კურსი უკვე გავლილი აქვს.

კურსი დაიწყება 25 მარტს!

 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით: 

თამთა ნიშნიანიძე
სასერტიფიკატო პროგრამების მენეჯერი
ელ-ფოსტა: tamtanishnianidze@gau.ge
ტელ: 2 20 65 20 (313)

რეგისტრაციისათვის გამოაგზავნეთ სააპლიკაციო ფორმა ან მობრძანდით ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU) (თბილისი, მერაბ ალექსიძის 10)