სასერტიფიკატო პროგრამები

GAU-ს კურსდამთავრებულები

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

"GAU-ს გამოვყოფდი თავისი უნიკალური პროგრამითა და პროფესორებით, რომლებიც ქმნიან ფინანსების ისეთ სასწავლო პროგრამასა და სამეციერო ჯგუფს, რომელიც საქართველოში ერთადერთი და უნიკალურია..."

პროფესორები და ლექტორები

სალომე ფრუიძის პროფესიული გამოცდილება მოიცავს საქმიანობას როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში - სხვადასხვა იურიდიულ კომპანიაში (იურისტი, იურიდიული დეპარტამენტის უფროსი), შემდეგ სსიპ - განათლების აკრედიტაციის (მოგვიანებით - განათლების ხარისხის განვითარების) ეროვნულ ცენტრში...

GAU ესპანური ცენტრი ''Iberia''

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის, ესპანური განათლებისა და კულტურის ცენტრის Iberia და ალკალას უნივერსიტეტის შეთანხმების საფუძველზე GAU-ში დაარსდა ესპანური ცენტრი. ალკალას უნივერსიტეტი უდიდესი ტრადიციების მქონე ერთ-ერთი ყველაზე ძველი უნივერსიტეტია მთელს მსოფლიოში, რომელიც 1293 წელს დაარსდა. ცენტრის მიზანია, ხელი შუეწყოს ესპანური ენისა და კულტურის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში და ასევე საქართველოს კავშირების გაძლიერებას ესპანურენოვან საზოგადოებებთან.

ესპანური ცენტრი პირველ ეტაპზე გთავაზობთ ენის კურსებს, როგორც GAU-ს სტუდენტებს, ასევე სხვა ნებისმიერ მსურველს. ლექციებს წაიკითხავენ, ესპანელი და ქართველი ლექტორები.

კურსის აღწერა

GAU-ს ესპანური ცენტრი აცხადებს მიღებას ესპანური ენის ენის A1, A2, B1, B2.C1, C2 დონის კურსზე და გთავაზობთ განსაკუთრებულ პირობებს.

12  ნოემბერი 2018 წელი - 18 მარტი 2019 წელი. 

ლექციები ჩატარდება კვირაში ორჯერ, ხანგრძლივობა 1,5 საათი.

სულ ჩატარდება 32  ლექცია, 48 საათი.

თითოეულ ჯგუფში სტუდენტთა რაოდენობა: 8-15 მსმენელი.

სრული კურსის საფასური: 480 ლარი;

სპეციალური შეთავაზება GAU-ს სტუდენტებს (GAU-ს სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტებს, კურსდამთავრებულებს, მათ, ვისაც გავლილი აქვს ერთი ან მეტი სასერტიფიკატო კურსი GAU-ში) 400 ლარი სრული კურსი;

სპეციალური შეთავაზება GAU-ს ბაკალავრიატის აქტიურ სტუდენტებს: 360 ლარი სრული კურსი.

სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია ეტაპობრივად. სტუდენტი იხდის შესაბამის თანხას (120ლ/100ლ/90ლ) ყოველთვიურად.

განსაკუთრებული საჩუქარი საუკეთესო სტუდენტს: თითო სასწავლო დონიდან აკადემიური მოსწრებისა და ლექტორის რეკომენდაციის საფუძველზე გამოვლინდება საუკეთესო სტუდენტი, რომელიც გაემგზავრება 1 კვირით ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში. ესპანეთში ყოფნის ხარჯებს ბილეთის საფასურის გარდა სრულიად ფარავს მასპინძელი ორგანიზაცია - ესპანური განათლებისა და კულტურის ცენტრი Iberia.         

რეგისტრაციის ვადა 2018 წლისნოემბრამდე.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით: 

თამთა ნიშნიანიძე
სასერტიფიკატო პროგრამების მენეჯერი
ელ-ფოსტა: tamtanishnianidze@gau.ge
ტელ: 2 20 65 20 (313)

რეგისტრაციისათვის გამოაგზავნეთ სააპლიკაციო ფორმა ან მობრძანდით ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU) (თბილისი, მერაბ ალექსიძის 10)