GAU-ს კურსდამთავრებულები

ფინანსური ანალიტიკოსი

GAU-ს განათლების სისტემა მორგებულია საერთაშორისო სტანდარტებს, გრაფიკი კი ხელს უწყობს სტუდენტებს სწავლის პერიოდშივე დასაქმდნენ. GAU თითოეულ სტუდენტს აძლევს საშუალებას მაქსიმალურად გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობი და უმზადებს მყარ საფუძველს...

პროფესორები და ლექტორები

2004 წელს ქეთი გახდა ქ.თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის კომპიუტერული ხელოვნების სპეციალობის მაგისტრი მულტიმედიისა და დიზაინის მიმართულებით. ამავე წელს გაიარა სარეკლამო დიზაინის კურსი ქ.მოსკოვის ნ. ე. ბაუმანის სახელობის სპეციალიზირებულ სასწავლო კომპიუტერულ ცენტრში...

ლევან ბორჩხაძე

2011 წლის გამოშვება
უფროსი ანალიტიკოსი
ფინანსთა სამინისტროს საფინანსო ანალიტიკური სამსახური

GAU-ს ბიზნესის სკოლაში ჩავირიცხე 2007 წელს და პირველივე კურსიდან ავირჩიე სპეციალობა - Quant (ფინანსური ანალიტიკოსი), რაც წარმოადგენს ფინანსების კურსს გაძლიერებული მათემატიკითა და სტატისტიკით. ბაკალავრიატი დავათავრე 2011 წელს და იმავე წელს გავაგრძელე სწავლა GAU-ს მაგისტრატურაში, კვლავ Quant-ის ჯგუფში.

GAU-ს დამთავრებისთანავე დავიწყე სტაჟირება რესპუბლიკა ბანკში, სადაც 2 თვის განმავლობაში ვმუშაობდი. შემდეგ 5 თვიანი სტაჟირება გავიარე USAID-ის პროგრამაში EPI (Economic Prosperity Initiative), აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ EPI-ში 3 სტაჟიორიდან სამივე ვიყავით GAU-ს სტუდენტი და ორმა მათგანმა სტაჟირების დამთავრებისთანავე დაიწყო მუშაობა. სტაჟირებაზე ყოფნის პერიოდშიც და შემდეგაც მქონდა ოთხი შემოთავაზება სხვადასხვა ორგანიზაციებიდან სამსახურის დაწყებასთან დაკავშირებით, ამჟამად კი ვმუშაობ ფინანსთა სამინისტროს საფინანსო ანალიტიკურ სამსახურში უფროს ანალიტიკოსად.

ყველა სხვა უნივერსიტეტისგან GAU-ს გამოვყოფდი თავისი უნიკალური პროგრამითა და პროფესორებით, რომლებიც ქმნიან ფინანსების ისეთ სასწავლო პროგრამასა და სამეცნიერო ჯგუფს, რომელიც საქართველოში ერთადერთი და უნიკალურია.

ბაკალავრიატზე სწავლის პერიოდში GAU-ში მიღებული ცოდნის გამოყენებით გავიმარჯვე "Invest in Georgia”-ს პროექტში (რომელიც ორგანიზებული იყო საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს მიერ) "ვარციხე", GAU-ს სამ სხვა სტუდენტთან ერთად. კონკურსის განმავლობაში აშკარად იგრძნობოდა GAU-ს სტუდენტების უპირატესობა, რაც გამოიხატებოდა, როგორც საქმისადმი ძალიან მოტივირებულ მიდგომაში, ასევე ამ საქმის კარგ ცოდნაში.