GAU-ს კურსდამთავრებულები

ნატოს სამეკავშირეო ოფისში (NATO Liaison Office)

GAU-ზე შევაჩერე არჩევანი ამერიკული სწავლების სისტემის გამო. ძალიან მომხიბლა იმ ფაქტმა, რომ ყველა საგანი ინგლისურ ენაზე ისწავლებოდა. GAU-მ ყველას მოგვცა შანსი თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული გამოცდილება მიგვეღო. მე პირადად მაქსიმალურად ვიყენებდი...

პროფესორები და ლექტორები

ნათია ნიშნიანიძემ დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი (ინგლისური ენისა და ლიტერატურის განხრით) და ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურა. 1986 წელს დაიცვა დისერტაცია...

თეონა ბიძიშვილი

2015 წლის გამოშვება
შპს ოპტიმალ გრუპ +
A ტიპის ინსპექტირების ორგანო

როცა ცხოვრების შემდეგი საფეხური უმაღლესი განთლებაა, როცა ზუსტად აცნობიერებ რისი შესწავლა გსურს, ეძებ გარემოს, სადაც შეგიძლია ამ სურვილის განხორციელება. რთულია იპოვო ადგილი, რომელსაც მოერგები და მოგერგება.

კურსზე სულ 9 სტუდენტი ვიყავით, აქედან გოგო მხოლოდ მე. დასაწყისში ცოტა მეუცნაურა, მაგრამ ყველაფერს ხომ აქვს თავისი დადებითიც.

ვფიქრობდი უმაღლესი მათემატიკის სირთულეზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს პროფესიაში. მაგრამ აბსოლუტურად გამიბათილდა მოლოდინი, როდესაც მოვისმინე როგორ პოულობდა გზებს, ჩვენთვის გასაგებად გადმოეცა ყველაზე რთული საკითხები ბატონ მიხეილ ჩხენკელს.

მახსოვს შთაბეჭდილება, როდესაც პირველ კურსზე ბატონმა ოთარ ჩაკვეტაძემ პრაქტიკულ ლექციაზე GAU-ს ახალ შენობაში წაგვიყვანა (სადაც მეორე კურსიდან განვაგრძეთ სწავლა). ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა...

სწორედ აქ მინდოდა მესწავლა შენება. GAU-მ ამისათვის ყველანაირი გარემო შემიქმნა.

მეორე და მესამე კურსზე სწავლის პარალელურად ვმუშაობდი სონდერს ჯგუფში, ILF საკონსულტაციო ინჟინრებთან. ამ პერიოდში ჩემი განათლების ხარისხი საგრძნობლად გაიზარდა. ასევე ძალიან დამეხმარა ინგლისურ ენაზე სამშენებლო ტერმინოლოგიის ათვისებაში.

მეოთხე კურსი სადიპლომო ნამუშევრის მომზადებას დავუთმე. ეს იყო სარესტავრაციო შენობის რეალური პროექტი, რომელიც უკვე წარმატებით განხორციელდა.

დიპლომის აღებიდან ორ თვეში მუშაობა A ტიპის ინსპექტირების ორგანოში დავიწყე. სადაც დღემდე ვმუშაობ. ამ კომპანიის დირექტორი და ხელმძღვანელი ჩემი ლექტორები იყვნენ. GAU-ს სხვა ზოგიერთი ლექტორი კი შეიძლება ითქვას ჩემი თანამშრომელიც კი გახდა.

ასე გახდა, 2011 წლიდან მისი 10 წლის იუბილემდე, GAU ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი. მიმაჩნია, რომ სწორედ აქ მიღებული განათლება, დღემდე დიდ როლს თამაშობს ჩემს პროფესიულ ზრდაში.