GAU-ს კურსდამთავრებულები

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა

2011 წელს დავამთავრე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის ბაკალავრიატი სამოქალაქო სამართლის განხრით და იმავე წელს ჩავაბარე მაგისტრატურაში. მთელი ამ წლების განმავლობაში ვცდილობდი, რაც შეიძლება მეტი მესწავლა...

პროფესორები და ლექტორები

ზაზა რუხაძეს დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მინიჭებული აქვს სამართალმცოდნის კვალიფიკაცია. დაამთავრა თსუ ასპირანტურა. არის სამართლის დოქტორი. მისი სამეცნიერო კვლევის ობიექტია სახელმწიფო და სამართალი. პროფესორი ზაზა რუხაძის...

თეონა კოპალეიშვილი

2013 წლის გამოშვება
აღრიცხვის სამსახურის მენეჯერი
პსპ

2013 წელს გავხდი ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის კურსდამთავრებული, ფინანსების განხრით. GAU-მ მომცა საშუალება მიმეღო საფუძვლიანი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების დარგში. სხვა უნივერსიტეტებისაგან განსხვავებით, GAU-ს უპირატესობა, ამერიკულ სტანდარტებზე დაფუძნებული წიგნები და სწავლების პროცესია, რაშიც იმას ვგულისხმობ, რომ თითოეული საგანი ისწავლებოდა ქეისებით, პრაქტიკული ამოცანებით, რამაც გაგვიადვილა გამოგვეყენებინა თეორიული ცოდნა პრაქტიკაში. 
 
იქიდან გამომდინარე, რომ მთელი სასწავლო პროცესი ინგლისურ ენაზე მიმდინარეობდა, არ გამჭირვებია მეორე კურსის ბოლოს დამეწყო მუშაობა კომპანია „ბრავო რეკორდსში'' თარჯიმნად. მესამე კურსის ბოლოს  ტესტირებისა და გასაუბრების საფუძველზე, გავიარე 3-თვიანი სტაჟირება „პსპ დაზღვევის'' ფინანსურ დეპარტამენტში, სადაც, დღესდღეობით, აღრიცხვის სამსახურში ვმუშაობ. 
 
მინდა GAU-ს მომავალ სტუდენტებს ვუთხრა, რომ მონდომებისა და შრომისმოყვარეობის შემთხვევაში, GAU შეგიქმნით ყველანაირ პირობას, რომ მიიღოთ მაღალი ხარისხის განათლება და მიაღწიოთ წარმატებას სასურველ სფეროში.